ინფლაციას დააგდებს და შესაბამისად საპროცენტო განაკვეთსაც. მოხსნის სავალუტო რისკს და საერთაშორისო ვაჭრობას უფრო უსაფრთხოს გახდის.
მთავრობის უტვინობით გამოწვეული კრიზისის ალბათობას მკვეთრად შეამცირებს, რადგან აღარ იქნება ეროვნული ბანკი და ფულის მოჭრის საშუალება.
ამაზე მეტი რაღა უნდა ქნას?

გაცვლითი კურსით მანიპულირება ადგილი წარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით არის საკმაოდ არაეფექტური გზა, რომელიც გრძელვადიან პერიოდში შედეგს არ იძლევა. შეიძლება დროებით რაღაც ბიძგი მისცე ვაჭრობას და ეს ბიძგიც შეიძლება საკმაოდ ცუდად მოუტრიალდეს მწარმოებლებს, რადგან კურსის დროებითი ცვლილების გამო შეიძლება ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რამაც შესაძლოა ფინანსური პრობლემები შეუქმნათ. უშვებ იმას, რისი თავიც გაქვს, რისიც არ გაქვს იმას კურსის ცვილიებით ვერაფერს მოუხერხებ.
თან რა მნიშვნელობა აქვს შენთვის გაცვლით კურსს, თუ ევრო გექნება და ევროკავშირის ქვეყნებთან ივაჭრებ? ჩინეთთან, ინდოეთთან და აზიის სხვა ქვეყნებთან და ლათინურ ამერიკასთან მაინც არავითარი ეკონომიკური ურთიერთობები არ გვაქვს. დესეთეს ქვეყნებში ძირითადად ბრენდები გაგვაქვს და მანდ 10 კაპიკით გაძვირდება თუ გაიაფდება ნაბეღლავი, მაინც არავინ უყურებს, რადგან ისედაც 3-ჯერ ძვირი ღირს ადგილობრივი ჩამოსხმის წყალზე.
აგერ, იუზერმა
georgeska-მ მოიყვანა კონკრეტული მაგალითები როგორ უნდა გაზარდო ზოგადად ბიზნესის კონკურენტუნარიანობა. ვერ წარმოიდგენთ დღეს საქართველოში კერძო კომპანიები რამდენ ადამიანურ და მატერიალურ რესურსს ხარჯავენ უაზროდ ელემენტარული მენეჯმენტის უცოდინრობით.
ხელფასების და ზოგადად შრომითი კანონმდებლობის მხრივ ევროკავშირთან შედარებით ბევრად უფრო კონკურენტუნარიანები რომ ვართ, ეს მგონი არაა საკამათო
