პირველ კურსზე ვართ და...
ჯერ არ ვიცნობთ ერთმანეთს ჯგუფელები.
გვარები ვიცით ერთმანეთის და მორჩა, მეტი არაფერი.
გოგონა გვყავდა ერთი, მეტიჩარა მიხვრა მოხვრითა და მეტყველებით.
კიკნაძე იყო და წერეთელი ჰყავდა დედა.
ერთ დღეს მიდი- მოდის ოთახში და მაღალფარდოვნად ლაპარაკობს გვარიშვილობაზე, სისხლის სიწმინდეზე და თავად-აზნაურთა განსაკუთრებულობაზე---ეგრევე ეტყობა ყველას ვისი შთამომავალიაო.
თან ზედ არ გვიყურებს არავის.
ვუსმინე, ვუსმინე და ვეუბნები:
აი, მე, მაგალითად, წინაპრებში სულ გარდაფხაძეები, ჯაფარიძეები და გელოვანები მყავს და რა მეტყობა-თქო?
თითქმის შეხტა მოულოდნელობისგან, კარგა ხანს მიყურა დაბნეულმა და ბოლოს:
როგორ არა, როგორ არა, გეტყობაო...