ხშირად არ მომწონს საზოგადოების და მათ შორის ფორუმელების დამოკიდებულება რიგი პოლიტიკოსების მიმართ,ვაცხადებთ ხოლმე მათ მოღალატეებად და აგენტებად , თუნდაც ნათელაშვილი და ა.შ მაინტერესებს ოლეგ პანფილოვი რომელიც ჩამოვიდა აქ საქართველოში არის თუ არა რუსეთის მოღალატე? მემგონი სჯობს ხოლმე ასეთი იარლიყებს რომ ვაწებებთ ხოლმე ნათელაშვილს და ა,შ დავფიქრდეთ ხოლმე სჯობია.
* * *
ვთქვათ რომელიმე ადამიანი უბრალოდ არ არის მიშისტი ანუ არ არის მიშას რეჟიმის მომხრე. ასეთ ადამიანს აქვს რაიმე ადამიანური ცხოვრების შანსი ჩვენს ქალაქში?
არ შეუქმნიან პრობლემებს სასწავლებელში, სამსახურში, ბიზნესში, საზოგადოებაში, სამეზობლოში ?
რა გამოსავალია ასეთი არამიშისტი ადამიანებისთვის? 1. დატოვის ქვეყანა, რადგან თავი გადაირჩინოს? 2. თუ თავდაუზოგავად იბრძოლოს მიშისტური რეჟიმის შესაცვლელად, თავისი ადამიანური უფლებების დასაცავად თუ თავის თავის დასაცავად?3. ბედს შეეგუის რომ მონაა, რომ მას შანსი არ აქვს ადამიანური ცხოვრების და სახლემწიფო მის წინააღმდეგ მოქმედებს, მას არ აქვს რაიმეს დამოუკიდებლად კეთების უფლება, უნდა ეშინოდეს რომ ნებისმიერ დროს წაართმევენ, დააჯარიმებენ, დაიჭერენ ან მოკლავენ?
მიმოიხედეთ გვერდზე, დააკვირდით ხალხს, თქვენს ახლობლებს თუ ნათესავებს, პრესას თუ ტელევიზიას. დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველანი დაფიქრებულხართ ამ თემაზე.
ან იქნებ მიშისტი ხარ დღეს, მაგრამ ვთქვათ ხვალ არამიშისტი გახდი, ან ამ რეჟიმმა მოგისროლა, როგორც ბევრი გადაუგდია. მერე რა პერსპექტივა გაქვს? გეღირსება ადამიანური ცხოვდება ამ ქვეყანაში?



* * *
http://www.youtube.com/watch?v=uno_oCV0ahg...player_embedded