#23580968 · 21 Jan 2011, 16:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | რაც შეეხება "რესპუბლიკელების" მიერ გასავრცელებელ და მხარდასაჭერ იდეოლოგიურ მიმართულებას,მის არსს და ბუნებას,ძალიან უჭირთ მისი ძირითადი დებულებების და შინაარსობრივი ასპექტების მნიშვნელოვნების მოსახლეობამდე მიტანა |
აქ უფრო მათი ლიდერების და ამ იდეოლოგიის გამხმოვანებლების ბრალი მგონია, ძალიან დისკრედიტირებულები არიან, ეხლა სად მართალი იყო და სად ტყული ძირითად მასას (ამომრჩეველს) უჭირს გარკვევა, თან განსაკუთრებით საქართველოში ამომრჩევლები იმდენად ხშირად "მოტყუვდნენ" რომ უბრალოთ აღარ აქვთ იმის სურვილიც კი რომ ანალიზი გააკეთონ.
"ნაცმოძრაობა"კი ისეთ ბავშვს მაგონებს, სახლში მარტო რომ დატოვებენ და ხელში ასანთს ჩაუდებენ, დიდი ალბათობაა უბედურობა დაატრიალოს, ის კი ვისაც მიხედვა ევალებოდა "კარი გაიხურეს", ანუ ოპოზიციის გარეშე დარჩენილი ნებისმიერი ხელისუფლება განწირულია შეცდომებისა და თავნებობისათვის, ოპოზიციამ თავისი გაუაზრებელი და ხშირად ვიწრო-მესაკუთრული ინტერესების გამო, ხელისუფლებაზე კონტროლის ერთადერთი მექანიზმი თავისივე დათმო, ჯერ იყო და იდიოტურად მანდატები დახიეს, მერე ეს გაუთავებელი მიტინგ-პროტესტობები და შედეგად რა მივიღეთ? გაფრჩაკებული ჰოპოზიცია (ოპოზიციას შეგნებულად არ ვწერ) და დაუსჯელობის სინდრომით თავში ავარდნილი ავანტურისტი ხელისუფლება...
ერთი დაგვრჩენია, ვილოცოთ რომ ბავშმა ხანძარი არ გააჩინოს....
|