კარდუ დაბერდება... გაზიარება გადმოწერა
ნინო თარხნიშვილი
ინტერვიუ გიგა ნასარიძესთან
მითხარი შენი სახელი და გვარი და რატომ დაირქვი კარდუ?
ჩემი სახელი და გვარია გიგა ნასარიძე, ნიკს კი აბსოლუტურად არალიტერატურული ისტორია აქვს, უფრო პოლიტიკური, ადრე ჩემი ინტერნეტთან ურთიერთობა რუსულენოვანი პოლიტიკური ფორუმებით დაიწყო, თავიდან ძირითადად ვკითხულობდი რას წერდნენ და მერე პასუხის გაუცემლობა რომ შეუძლებელი გჰახდა მომინდა დარეგისტრირება თან ისეთი ნიკით რომ ძალიან ქართული ყოფილიყო(საინტერესო სიტყვათ შეთანხმებაა \"ძალიან ქართული\") და თან არც ბანალური, მაგ. კოლხი, იბერი და მსგავსი ამიტომაც კარდუ ავირჩიე. თუ ვინმეს აინტერესებს თვითონ სიტყვა კარდუს მნიშვნელობასაც მოვუყვები
სიტყვა კარდუს მნიშვნელობაც გვაინტერესებს, აბა რა...
ბევრმა იცის კიდეც, მგონი გრიგოლ რობაქიძეს ეკუთვნის ეს იდეა(მაინც ყოფილა ლიტერატურასთან კავშირში)კარდუ ძველთაძველი ქართული სახელმწიფო წარმონაქმნი ყოფილა, მეტიც სიტყვა ქართველიც აქედან მოდისო : კარდუ -->ქართუ --> ქართუელი --> ქართველი რაღაც დაახლოებით ასეთი, ენათმეცნიერი არ ვარ, სამწუხაროდ
შენს ბავშვობაზე მოგვიყევი, სად დაიბადე, როგორი ბავშვი იყავი, ცელქი, ჭკვიანი, მორცხვი, კომუნიკაბელური, მოკლედ ყველაფერი...
დავიბადე თბილისში. ოჯახში პირველი ვიყავი, რომელიც თბილისში დავიბადე, ანუ პირველი თაობის თბილისელი ვარ რაც შეეხება როგორი ბავშვი ვიყავი, ძალიან მორცხვი, მორიდებული, უთქმელი, უსიტყვო და ასე შემდეგ, სიმართლე ითქვას, დიდად არც შევცვლილვარ მას შემდეგ არ ვიცი, რით იყო ეს გამოწვეული, შეიძლება იმით, რომ ბავშვობაში ბევრი ოპერაცია და მსგავსი უსიამოვნო რაღაცეები გადავიტანე და მშობლები არც ბაღში და სპორტის არც ერთ სახეობაზე არ მატარებდნენ და აქტიურ თამაშებსაც მიკრძალავდნენ. ცოტა რომ წამოვიზარდე, მერე გავცელქდი საკუთარი ინიციატივით, ისიც გავცელქდი რა, სკოლიდან თუ გავიპარებოდი ხოლმე მაშინ ჯერ კიდევ ახლად გახსნილი ვიდეოსალონების მოსანახულებლად და ჰოლივუდს საზიარებლად
და გაიხსენე, შენი პირველი ჰოლივუდური აღტაცება... რომელმა ფილმმა მოგხიბლა ყველაზე მეტად?
ფილმებთან ჩემი საკუთარი დამოკიდებულება მაქვს, ვთვლი რომ ფილმები იმისთვის იქმნება, რომ ადამიანი გაერთოს და არა ბევრი იფიქროს, ამიტომ ჩემი პირველი აღფრთოვანება ჰოლივუდით(პრინციპში ჰოლივუდიც კი არ ყოფილა ის) ძალიან პატარაობაში იყო. ფილმი ე.წ. კუნგ ფუზე და რადგან მაშინ ყველა ფილმს რუსული სახელით მოიხსენიებდნენ მეც ასე დავწერ \"უხოძიტ დრაკონ პრიხიძიტ წიგრ\", სიუჟეტიც საინტერესო ჰქონდა ბრიუს ლის მკვლელობას იძიებდა მისი მოსწავლე თუ ვიღაც ეგეთი, ნუ მოკლედ მეორე ჩინელი
ოოო, როგორც ჩანს, საკმაოდ მძიმე სიუჟეტი იქნებოდა...
და როდის აღმოაჩინე, რომ თურმე არცთუ ისე ცუდი იუმორის გრძნობა გქონდა? თუ არ ვცდები ეს უნივერსიტეტის წლებს უნდა უკავშირდებოდეს. და მოკლედ, მოგვიყევი შენი სტუდენტობის შესახებ. ყველაზე სასიამოვნო და საინტერესო პერიოდები გაიხსენე, თორემ მთელ სტუდენტობას რა გაიხსენებს...ანუ, ყველაზე კარგად რა გაგონდება?...
კი, კი სტუდენტობისას იყო, როცა არმოვაჩინე, რომ შემიძლია ისეთი რაღაცის მოფიქრება, რაზეც ხალხი იცინის, თუმცა აქამდეც დიდხანს მივდიოდი. უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე კა ვე ენის გუნდი კეთდებაო მითხრეს და მეც მოვინდომე მონაწილეობის მიღება. რომ მივედი, გუნდი თითქმის დაკომპლექტებული იყო და კაცმა, რომელიც გუნდის მოსამზადებლად მოეწვიათ, მკითხა სიმღერა თუ იციო, იმდენად მინდოდა ამ გუნდში მოხვედრა, უსინდისოდ ვიცრუე, კი როგორ არა მეთქი და ამიყვანეს. მერე იმ გუნდს არც უთამაშია ისე დაიშალა. მერე ახალი შევქმენით მე და ჩემმა მეგობარმა და სადღაც მესამე სეზონზე დავიწყეთ დამოუკიდებლად ხუმრობების მოგონება. რაც შეეხება ჩემს სტუდენტობას. ის სულ სამ წელიწადს გაგრძელდა. მაგრამ მიუხედავად ამისა. სრული ათი წელი მაქვს თითქმის ყოველი დღე უნივერსიტეტში გატარებული, და ყველაზე სასიამოვნო იყო სადღაც ასე თორმეტი საათისთვის. რომ მივიდოდი უნივერსიტეტის ბაღში. გავივლიდი და თითქმის ყველას. რომ ვესალმებოდი ხოლმე. ვინც კი გზაზე შემხვდებოდა, მაგრამ ერთ მშვენიერ პირველ სექტემბერს საშინელ რაღაცას მივხვდი, ვიდექი პირველი კორპუსის წინ და პირველ კურსელ, რა დასამალია და, გოგონებს ვათვალიერებდი და უცებ მივხვდი, რომ მე რომ პირველ კურსზე ვიყავი, ეს გოგოენები პირველკლასელები იყვნენ, სიმართლე გითხრათ შემეშინდა და იმ დღიდან სულ უფრო იშვიათად მივდიოდი ხოლმე უნივერსიტეტში, ეტყობა დავბერდი.
აჰა, გოგონებსაც მივადექით, ღმერთო, არ დამსაჯო ასეთი არალიტერატურული ინტერვიუსათვის, მაგრამ, ლიტერატურასაც მივხედავთ: შენი პირველი შეყვარებული თუ გახსოვს, და სიყვარუის ახსნის რაიმე განსაკუთრებული და ორიგინალური მეთოდისთვის ხომ არ მიგიმართავს?... აუფ, რა რთულად ჩამოვაყალიბე ეს კითხვა...
კი როგორ არ მახსოვს, შეყვარებული ძნელად თუ ეთქმოდა იმას, მე ცამეტი წლის ვიყავი და ჩემი პარალელური კლასელი მიყვარდა, მიყვარდა ცალმხრივად, რადგან არც კი წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა იმ გოგოსთან მისვლა და გამოლაპარაკებაც კი, ამ სიყვარულში ყველაზე საინტერესო კი ის გახლდათ, რომ მე და ჩემს უახლოეს მეგობარს ერთდროულად გვიყვარდა ის გოგო, თან ვითარებას ისიც ართულებდა, რომ ჩემი მეგობარი იცნობდა მას, მე კი არა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ის ჩემი მეგობარი სულ მეხვეწებოდა, წამო გაგაცნობო, ძალითაც მიმათრევდა (ჩემზე ღონიერი იყო), მაგრამ გავუძალიანდი, მერე დუელიც გვქონდა მე და ჩემს მეგობარს მაგ გოგოს გულისთვის, ვიშოვეთ პლასტმასის დაშნები და ვფარიკაობდით ვინ მეტ დარტყმას მიაყენებდა მეორეს, ყველაფერი წესების დაცვით იყო, თავის მსაჯით სეკუნდანტებით და ა.შ. როგორ დასრულდა შერკინება არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, ბოლოს შევთანხმდით, ჩვენ რას ვწყვეტთ გოგომ თავად აირჩიოსო, რა ვიცი მგონი სრულად გავეცი კითხვას პასუხი
ჰო, სიყვარულის ახსნის მეთოდზე არ გილაპარაკია, ჰოდა, მაშინ ამ კითხვაში მიპასუხე ამაზე, შენი მეუღლე როგორ მოხიბლე...და აქვე, შენი შვილები გაგვაცანი...
წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვხიბლე, მართლა ვერაფრით ვერ ვხვდები ქალი რომ ვყოფილიყავი რით შეიძლებოდა ჩემს თავს მე მოვეხიბლე

მაგრამ ეტყობა რაღაც ფარული შარმი მაქვს


რაც შეეხება ბავშვებს უფროსი ნიკოლოზ ნასარიძე ოთხი წლისაა, ერთხელ ვიღაცამ ნიკა თუ ნიკუშა დაუძახა და არა მე ნიკლოზი მქვიაო შეუსწორა, მეორე კიდე ლუკა სამი წლის ხდება თოთხმეტ ივლისს, გაუტეხელი ადამიანია თუ რამის გაკეთება არ უნდა ვერაფრით გააკეთებინებ რა მეთოდითაც გინდა სცადე მისი დასჯა ან მოქრთამვა

ძნელია მამობა? როგორ შეეგუე ამ მეტად საპასუხიმგებლო \"ტიტულს\"?
ძნელია, ძნელია ოღონდ კარგი მამობაა ძნელი თორემ ჩემნაირი სახლში რო მ არასოდეს ვარ და ბავშვებს რომ მხოლოდ დილით ათი წუთით ვხედავ ხოლმე არაა ძნელი, ჯერ კიდევ ვეგუები
ეჰ, ვერ ყოფილხარ კარგი მამა კარდუ, ვერა...
სამაგიეროდ ტელევიზორში ხომ გხედავენ ხშირად... შენი სამსახურის შესახებაც გვიამბე... რას ნიშნავს შენთვის ტელევიზია და საერთოდ რამდენად საინტერესო საქმეს ემსახურები?...
ტელევიზია ზოგადად არ ვიცი, ჩემი საქმიანობა კი საინტერსოდ მეჩვენება, მართლა ძალიან საინტერესოა წერო და აკეთო რაღაცეები რითაც თუნდაც რამდენიმე ადამიანს აიძულებ რაღაც, თუნდაც უმნიშვნელო საქმეს მოწყდეს და ტელევიზორს მიუჯდე, შეიძლება ეს ძალაუფლების რაღაცნაირი განცდაც არის არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში საინტერესო სამუშაოა, შეიძლება ითქვა ტელევიზიაში ჩემი საქმიანობა ჩემი საყვარელი საქმეა ამ ეტაპზე
კარდუ, თავმდაბლობა არ დაიწყო და პირდაპირ მითხარი, ძნელია პოპულარობა?
კიიი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვეღარ ვმგზავრობ, მარშუტკაში არ ჩავმჯდარვარ რამდენი ხანია და მეტროში ვერ ჩავსულვარ, არადა ორივე მოსახერხებელი და იაფი ტრანსპორტია, თუმცა არავინ თქვას რომ პოპულარობა სასიამოვნო არ არის, ან თქვას მაგრამ ტყუილად ჩავუთვლი

საკმაროისად არათავმდაბალი ვიყავი???
ასეთი გულახდილი პასუხი პოპულარობაზე არასდროს მომისმენია... მაგარი ხარ...
და მოდი ახლა ლიტერატურას მივადგეთ. როდის დაიწყე წერა? და რატომ დაიწყე წერა?...
ჰოო ამასაც საკმაოდ გრძელი ისტორია აქვს, ყველაფერი დაიწყო იმით რომ ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა მოდი მუსიკალური ჯგუფი გავაკეთოთო. მე დავთანხმდი და რადგან არც მუსიკის შექმნა შემეძლო, არ სიმღერა და არც დაკვრა ჩემს თავზე ტექსტების წერა ავიღე, პირველი სიმღერის ტექსტი რომ დავწერე მერე ჩავთვალე. რომ ძალიან მარტივი ყოფილა მეთქი სტრიქონების რითმვა და დავიწყე ძალიან ცუდი ლექსების წერა. დიახ. დიახ. მეც კი ვწერდი ლექსებს, მერე ერთერთი უსაქმურობისას რაღაც უცნაური სიუჟეტი მომაფიქრდა, მოთხრობისათვის დავწერე, მერე კიდე დავწერე, კიდევ და კიდევ, მერე ექსპერიმენტებსაც მივმართე ტექსტებში. მქონდა ერთი შავყდიანი რვეული, სადაც ვწერდი ამ ლექსებს, მოთხრობებს, სიმღერის ტექსტებს და ყოვლად უაზრო ჩანაწერებს. ბოლოს მივხვდი, რომ უაზრობა იყო ეს ყველაფერი და შევწყვიტე... ამ ორიოდე წლის წინ კი რამდენიმე ძველი მოფიქრებული სიუჟეტი გამახსენდა და გადავწყვიტე კიდევ ერთხელ მეცადა წერა და ასე დაიწყო ჩემი \"მწერლობის\" მეორე წრე
და საინტერესოა, რამდენად ხშირად მოდის თავში ორიგინალური იდეები ორიგინალური მოთხრობებისათვის?...
საკმაოდ ხშირად თუმცა უმრავლესობის ქაღალდზე გადმოტანის ნიჭი არ მაქვს

რაზეც ყოფნის ნიჭი ასე თვეში ერთხელ შემიძლია ახალი მოთხრობის წერა დავიწყო თუ არ დამეზარა
ე.ი. ზარმაცობ კიდეც...
რომელია შენი საყვარელი მოთხრობა? (საკუთარს ვგულისხმობ)...
მე? მე ალბათ ყველაზე ზარმაცი ადამიანი ვარ მსოფლიოში
უხაროდა ალბათ, მაგრამ ახლებიდან ამანდა კლარა ბოილისი იდუმალი მკვლელობაც მომწონს, იუმორისტის სიკვდილიც... რავიცი
მოდი, ვიბლიცინტერვიუროთ:
რაზე ბრაზობ ხოლმე?
როცა დიდი ხნის განმავლობაში არ ესმით ჩემი ახსნილი, ან როცა გულწრფელი ვარ და არ ჯერათ
საყვარელი მწერალი?
არ მყავს, უფრო სწორად ბევრი მიყვარს დაწყებული აგათა კრისტიდან და არტურ კონან დოილიდან გარძელებული ასტრიდ ლინდგრენით და კიდევ გაგრძელებული რობერტ ლუის სტივენსონით ჟიულ ვერნით და დასრულებული აკუტაგავათი და კორტასარით, თუმცა ნებისმიერ მომენტში შეიძლება ეს გვარები ჩანაცვლდეს სხვა გვარებით. უი აკა გამომრჩა მორჩილაძე
ძალიან გრძელი პასუხი გამომივიდა ბლიცინტერვიუსთვის
ეგ არაფერი, მზე უფრო გიყვარს, თუ მთვარე?...
მზე მზე მზე!!!!!!!!!!!!!თუმცა ადრე მგონი ღამის ფრინველი ვიყავი
და ბოლოს,
როდის დაბერდები?...
არ მინდა!!!არასოდეს არ მინდა, მაგრამ იმედია მხოლოდ სიკვდილის წინ
http://lib.ge/body_text.php?4311არ დაბერდე კარდუ არაა

This post has been edited by kuskusa5 on 24 Jan 2011, 18:07