გლეხმა ბერწი და ძვლებამოჩრილი ბებერი ძროხა გასაყიდად წაიყვანა ბაზარში.
რა თქმა უნდა ამ ძროხის ყიდვის მსურველი არ გამოჩნდა. ერთ ბიჭს შეეცოდა გლეხი და უთხრა: - გინდა გაგაყიდინო ძროხაო?
- მიდიო, უპასუხა გლეხმა, მარა როგორ უნდა გაყიდო, ასეთი უგვანი ვის რაში უნდაო?!

- შენ მაცალეო. უთხრა ბიჭმა და დაიწყო ყვირილი: - აბა ძროხა, კაი მეწველი და ტყუპი ხბოს მომგები ვის უნდაო...
იმდენი აქო და ადიდა ეს ძროხა, რომ ხალხმა ერთმანეთს დაუწყო შეცილება - არა მე უნდა ვიყიდო, არა მეო

ამ გლეხმა უცებ მოკიდა ხელი რქაში ძროხას და მიმოფანტა კლიენტები: მე თAვად ასეთ ძროხას ვეძებდი და გიჟი კი არ ვარ გავყიდოო...
ჩემთან კამათისას ნუ ეცდებით იმ იდიოტის როლში აღმოჩნდეთ, გამწარებული რომ ეძებს შავ კატას ბნელ ოთახში, და რომ ვერ პოულობს, რადგან ის იქ არ არის, ისევ მე ნუ დამაბრალებთ, შენ თავად რატომ არ ხედავო?
...
არასდროს დახარჯოთ დრო ახსნა-განმარტებებში, რადგან ადამიანებს მხოლოდ ის ესმით, რისი გაგებაც უნდათ