გავკადნიერდები და აქვე დავწერ რაჭულ დიალექტსაც.
საზოგადოდ ცნობილია, რომ რაჭული დიალექტი უახლოვდება თავის ლექსიკით ქართულ სალიტერატურო ენას, თუმცა რა თქმა უნდა მას აქვს განსაკუთრებული ინდივიდუალური ლექსიკური მარაგი.
ეს სიტყვებია:
* ბოშუნა-გოგო.
* რუგუჩუნა - მსუქანი ბავშვი.
* მუდუა - ჩუმი,ეშმაკი ადამიანი.
* ბალანგარი - უსუფთაო.
* ბანდალი - ბანცალი-წონასწორობის დაკარგვა.
* გასკვანჩული - გასკვნილი.
* ჭრიახი - ქათმის კაკანი.
* კვიწიანა - პატარა ყურიანი.
* ქოცო - პატარა ქვევრი.
* ანჩხლი - ბრაზიანი.
* გაკნაჭული - ძლიერ გამხდარი.
* ბაჭული - შეკეცილი-ლობიანი-პურში ჩართული შეკაზმული ლობიო.
* განატეხი - ღვთისთვის შენაწირი ნიგვზიანი შეკეცილი.
* მიშკილუანი - გაქუშნული კანგაცლილი ლობიანი.
* ბოხჩუანი - პატარა ოთხკუთხედი ხაჭაპური.
* მოპილიატებული - შემოკავებული.
* ჩაჩუხარებული - დაგლახავებული.
* მოკირწყლული - გაბინძურებული.
* ოხობოხო - ბევრნაირი საჭმელი.
* დაჩაჩანებული - დაუძლურებული.
* შეუკეთურო - ნიშნავს კაცს, რომელსაც სიკეთის გაკეთება ეზარება.
* მობღუნძული - ბეჭებში მოხრილი.
* ბუსაილა - ხასიათ გამოუმჟღავნებელი კაცი.
* პირაოში - პირში მთქმელი.
* ქაქანა - უაზროდ მოლაპარაკე.
* ბეყე - გამოთაყვანებული.
* ლოჟრიანი ამინდი - ნიშნავს ნესტიან ამინდს.
* დაბუჟღაობენ - ირევიან.
* ბუჭურჭყელა - ჭიანჭველა.
* საბიჯგნი - საყრდენი მცენარის ღეროსთვის.
* ბია - კომში.
* დაფალვა - დაგვა.
* მიჭიჭყნილი - შემჭიდროვებული.
* არ გადაბრაკო - არ გადახარო.
* კარდალა და გოჭუნა - ზუსტად განაწილება.
* შეხტა შეკვიწიალდა - აღშფოთდა.
* დაწიგნული - კარგად დასუფთავებული კარ- მიდამო.
* აჩაჩა - ორხელა სახვნელი.
* აჭოფვა - აზომვა.
* აყარი - შუა ცეცხლის დროს წარმოქმნილი ჭვარტლი და ჭუჭყი.
* თაღრი - ღვინის მოსაკავებელი პირგანიერი ჭურჭელი ჭური თიხისა.
* კვაჭინა - მოკაული ჯოხი.
* მელული - ნაკელის ასაკრეფი ხის იარაღი.
* ნალფარა - ძველი რკინეული, გადაგდებული რკინა.
* რას მენახშები - რას მელაპარაკები.
* უყი - დასვენებული მიწა.
* ფიფანდურა - ბრინჯაოს ყელსაბამი, ფულის მსგავსი ყური აქვს, რომელშიდაც ძაფი აქვს გაყრილი
* შოშობი - ჩხუბის, შარის ატეხვა.
* ჭიროხი - დიდი გობი.
* თავისახლობა - ქალისთვის დედ-მამის სახლი.
* სახლიკაცი - ოჯახის წევრი (ძმა)
* ხაპი - საწნახელი.
* ხრიკა - ორშიმო - ღვინის ამოსაღები.
* ყურიანი - თიხის ჭურჭელი ლობიოს მოსახარშად.
* ორომი - ლობიანის ან ხაჭაპურის ხის გასაპრტყელებელი მრგვალი საგანი ხელის მოსაკიდით.
* ცალი - ტყავის ჭურჭელი (ტიკი) ღვინისთვის.
* საშოთავი - პურის რთონეზე მისაკრავი.
* გოზინაყი - თაფლში მოხარშული ნიგოზი.
* დაყვინტილება - ჩათვლემა.
* დედა შვილს არ აიყვანს - არეულობა გაწევ-გამოწევა.
* ჯორგო - მარცვლის დასანაყი(ამოღრმავებული ხის კუნძი)
* კრინჩხი - ხის ტოტებისაგან გაკეთებული ცოცხი.
* მაღვალაკი - მავნებელი, მაწუხებელი.
* ოჯინჯალი - ქვაბის დასაკიდებელი ჯაჭვი.
პ.ს იმედია გურულები არ მიწყენთ
მე ვარ ნაწილი მთელის იმ ნაწილისა...