არ მიდნა აფხაზეთის პლიაჟები,ეს ცოტა ჰარმენულია(არ ეწყინებათ აქაურ სომხებს,იმედია

)
ჩვენებიც რომ უმღერიან აფხაზეთს და ზღავს მისტირიან,ამაზე მაძაგძაგებს.სირცხვილია! მე მრცხვენია... ვითომ ზღვაზე გასასვლელი არ გვქონდეს...
რიწის ტბის მონახულება მირჩევნია.
საერთოდ,სოხუმისა და გაგრის ქუჩებში ბოდიალი,მარტო
არ მინდა ომით აღებული აფხაზეთი,აღარ მინდა...ევოლუციას განვიცდი.მართალია,ჯერ ბოლომდე ვერ მივაღწიე იმ კრიტიკულ ნიშნულს,რაც მსურს,მაგრამ დიდი ნაბიჯებით მივდივარ მისკენ და ბოლო დროს 80%-დან ასე 20%-მდე დავიყვანე ემოციების მოთოკვის მაჩვენებელი.
პარარელუირად ვზრდი პრაგმატიზმის მაჩვენებელს და მიხარია.თავს ასე უფრო თავდაჯერებულად და უკეთ ვგრძნობ.
არ მინდა,ზაფხულში ჩავიდე და ბოროტული გამოხედვები ვიგრძნო ზურგსუკან.არ მინდა ნეგატიური აურა,პირადად მე ამას არ ვიმსახურებ.
მინდა,თბილისისთვის და სოხუმისთვის ყველაზე მისღებ ვარიანტზე შევჯერდეთ და ორივე მხარეს ღიმილიანი სახეები ვნახო.
ჩემთვის მთავარია,ერთი მტავარი დროშა გვაერთიანებდეს,რუკაზე ერთ ფერში ვიყოთ,ერთი ვალუტა გვქონდეს,ერთი სახელმწიფო და სულ არ მადარდებს,აფხაზებს/აფხაზეთს რა გაზრდილი უფლებები ექნებათ.
მინდა,ქართული წარწერა ისევ ვნახო ოჩამჩირის იმ ცნობილ და საზარელ სურათზე,რომელსაც მე ვერასოდეს დავივიწყებ,რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს.მინდა,სოხუმის ვაგზალზე ქართულად ისევ ეწეროს "სოხუმის ვაგზალი"; მინდა, ქართველი სახელოვანი მამულიშვილების სახელები და გვარები დაბრუნდეს აფხაზეთის ქუჩებზე.მინდა,დევნილები დაბრუნდნენ,ნაწილი მაინც,და გაიხარონ.
მინდა,აფხაზეთი დაბრუნდეს.
მინდა,სოხუმში გადავიტანოთ დედაქალაქი,ფსიქოლოგიური მომენტია.არ მსურს,"პოდლი კონკურენცია" აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის.ასე უფრო მშვიდად ვიქნები,რომ მეცოდინება,ჩემი დედაქალაქი იქაა და არსად გაიქცევა იქაურობა.
ისეთ გაუცხოებასაც აღარ ვგრძნობ აფხაზების მიმართ,როგორც მანამდე.უცხოპლანეტელებად აღარ ვთვლი(უფროს თაობას მაინც,ვისაც კავშირი აქვს თბილისთან,თუდნაც ცუდი გაგებით).
აღარ მინდა დროის უაზროდ კარგვა,კონკრეტული ქმედებები მინდა დავინახო ჩვენი მთავრობისაგან.