ჩოხაშენ რა გითხარი

ნიკს აღარ დავხედე ავატარი მომხვდა თვალში და ერთი 10-ჯერ მაინც გადავიკითხე პოსტი... მეთქი რამე ხომ არ აჭამეს კარდუსთქო

რაც შეეხება თემასა და სტატიას.
ძალიან მომეწონა. კარგად თავმოყრილი და გულიანად დაწერილი სტატია და მითუმეტეს, გაჟღერებულია მასში ყველა ის გულისტკივილი, რაც მე პირადად გამაჩნია.
ერთადერთ გამოსავალს აღნიშნული სიტუაციიდან ვხედავ იმაში, რომ თავად ჩვენ უნდა დავიწყოთ დემოკრატიის მშენებლობა და "გადემკრატება". რას ვგულისხმობ?
არ უნდა ხდებოდეს მასობრივი აქციები განუსაზღვრელი, უტოპიური მოთხოვნების წამოსაყენებლად (რაც მთავარია, ადგილზე შეთხზულის) ვინმე პოლიტიკური ფიგურის დაძახილზე.
ადამიანები თავიანთი ნამუსის მიხედვით უნდა აპროტესტებდნენ ისეთ კონკრეტულ საკითხებს, როგორიც არის მიუღებელი ფაქტი, ან მიუღებელი საკანონმდებლო ცვლილება და ა.შ.
თუნდაც ავიღოთ ის წარუმატებელი მცდელობა უკანონოდ დაშლილი ვეტერანთა აქციის მხარდაჭერა. მართალია, პირველი მცდელობა იყო წარუმატებელი, მაგრამ ეს იყო პრეცენდენტი, სასიამოვნო. იმედის თვალით ვუყურებ, რომ მსგავსი აქციები გაგრძელდება და ხალხიც შეემატება.
უნდა დამთავრდეს "პოლიტიკური აქციობანას" ერა და დამკვიდრდეს რეალური საზოგადოებრივი, სამოქალაქო პროტესტის ერა!
(ეუF, რა ხმამაღლა დავასრულე უსტარი).