#23818065 · 3 Feb 2011, 23:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შარმ-ელ-შეიხსა და ჰურგადაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ 16:54 03-02-2011 ეგვიპტის ქალაქებში, შარმ-ელ-შეიხსა და ჰურგადაში დასასვენებლად მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ . როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქაიროში მდებარე საქართველოს საელჩოს, ძირითადად, ამ ქალაქებში დასასვენებლად მყოფი მოქალაქეები მიმართავენ. სამინისტროს ინფორმაციით, ისინი დასასვენებელი ტურების შეწყვეტასა და საქართველოში დაბრუნებას ითხოვენ. როგორც საგარეო უწყებაში ამბობენ, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩარტერული რეისებით დაბრუნდებიან. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ეგვიპტე-სტამბული-თბილისის მიმართულებით ავიარეისებს ახორციელებს "თურქეთის ავიახაზებიც", თუმცა აღნიშნული რეისი გადატვირთულია, რის გამოც ბილეთების შეძენა გართულებულია. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე ეგვიპტიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის გამოცხადებას არ გეგმავს. მაგარია არა?
კიდევ გადის ტელევიზიებში ეგვიპტის ტურების რეკლამები?
This post has been edited by lasha1997 on 3 Feb 2011, 23:45
|