მგონი ამ მეორე სტატიიდან ყველაფერი ცხადია - შეშიუნდა ჭაბუკი

მას შემდეგ, რაც „პრესა. ჯი“–ზე ლადო სადღობელაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებული მიმოწერა სტატიად იქცა, სადღობელაშვილმა სტატიის კომენტარებს გადახედა, მისი სამარცხვინო ბრალდების (სოზარ სუბარის ჰომოსექსუალიზმში დადანაშაულების შესახებ) საქვეყნოდ დადასტურების შეეშინდა, სასწრაფოდ შექმნა ფბ–ზე ახალი პროფილი და განაცხადა, რომ ორი ძველი პროფილი „ხელისუფლებამ გაუტეხა“ და რომ მისი სახელით მისსავე პროფილზე ინკოგნიტო ავტორი პოსტავდა. ანუ, სადღობელაშვილმა განაცხადა, რომ სოზარ სუბარის მიერ გამოთქმული ბრალდებები არა მას, არამედ ინკოგნიტო ავტორს ეკუთვნის.
სადღობელაშვილის ამ მარტივი სვლის გასაშიფრად და მისთვის ნიღბის ჩამოსახსნელად, „პრესა.ჯი“ ასევე მარტივ სქემას გთავაზობთ:
როგორც ჩანს, სადღობელაშვილს დაავიწყდა, რომ „ფეისბუქზე“ ფიქსირდება ამა თუ იმ კომენტარის, პოსტის დადების დღე და საათი.
ლადოსთვის სამწუხაროდ, სოზარ სუბარისადმი მიძღვნილი პოსტის გამოქვეყნების დროც დაფიქსირებულია: – პარასკევი, 23:49 წუთი.
http://www.facebook.com/permalink.php?stor...100001058165239 სანამ წაშლის, შეგიძლიათ, დარწმუნდეთ.
ვისაც სურს, დაიჯეროს, რომ ლადო სადღობელაშვილს სუბარისადმი მიძღვნილი პოსტი არ გამოუქვეყნებია, არც კომენტარები უწერია და ეს ვიღაც „ნაბიჭვარმა“ (როგორც სადღობელაშვილი უწოდებს) „გაუჩალიჩა“.
ვისაც სურს, დაიჯეროს, რომ სადღობელაშვილის საიტის გამტეხავმა ინკოგნიტომ მხოლოდ სოზარ სუბარს „უკბინა“ და მის გვერდზე შეღწევის მუხედავად, დანარჩენი მასალები ოპოზიციური შინაარსის ატვირთა.
ვისაც სურს, დაიჯეროს, რომ სადღობელაშვილმა მხოლოდ „პრესა.ჯი“–ს მიერ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შეამჩნია, რომ მისი გვერდი ფბ–ზე გატეხილი იყო.
სხვათაშორის, მის გვერდზე გამოქვეყნებული ბინძური ბრალდება „პრესა.ჯი“–მ მხოლოდ იმ მიზნით გამოაქვეყნა, რომ ეჩვენებინა, როგორ მიუღებელ მეთოდებს მიმართავს ზოგიერთი პოლიტიკოსი თუ პოლიტიკანი. ობიექტურ მკითხველს არ გაუჭირდება სტატიაში „პრესა.ჯი“–ს სარედაქციო პოზიციის ამოკითხვა.
რასაკვირველია, სტატიის გამოქვეყნებამდე „პრესა. ჯი“ ლადო სადღობელაშვილს ტელეფონზე დაუკავშირდა და მის გვერდზე გამოქვეყნებულ ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა.
ლადო სადღობელაშვილს მაშინ არ უთქვამს, რომ მისი პროფილი გატეხილი იყო და ბრალდება მას არ ეკუთვნოდა, ანუ, სტატიის გამოქვეყნებამდე მან კარგად იცოდა, რა ეწერა მის პროფილზე, თუმცა განცხადება, რომ ბრალდება მას არ ეკუთვნის, ახალი პროფილით – „ლადო ვარ სადღობელაშვილი“ პოსტზე მხოლოდ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მისი ბრალდებების გამოქვეყნებას უარყოფითი რეზონანსი მოჰყვა: „დაახლოებით ერთი საათის წინ“ – ასეა მითითებული მის მიერ ახალი პროფილით გამოქვეყნებულ კომენტარზე.
სხვათა შორის, სადღობელაშვილი ჩქარობდა და ვინც ჩქარობს, შეცდომებს უშვებს. მას ერთი ელემენტარული დეტალი დაავიწყდა: „ფეისბუქი“ არ იძლევა საშუალებას, მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ ბმულებზე თუ სტატუსებზე კომენტარი გააკეთოს მან, ვინც ამ მომხმარებლის მეგობრების სიაში არ არის. ანუ, რა გამოდის? ნამდვილმა ლადო სადღობელაშვილმა მისი სახელით მოსარგებლე ინკოგნიტოს მეგობრობის თხოვნა გაუგზავნა და იმანაც სასწრაფოდ დააკმაყოფილა? როგორც წესი, ვინც პროფილებს ტეხავს, ასე არ იქცევა.
პირველ საუბარში, როცა „პრესა.ჯი“ დაინტერესდა სადღობელაშვილის პოზიციით და მას ტელეფონით დაუკავშირდა, მან დაადასტურა, რომ ბრალდება მას ეკუთვნის, უბრალოდ, დეტალებზე საუბარი არ ისურვა და „დაბალანსებული სტატიის“ დაწერა ითხოვა. მეტიც, მან ჟურნალისტს მის გვერდზე გამოქვეყნებული ბრალდებების შესახებ მისივე ციტატების გამოყენების ნებართვაც მისცა, თუმცა, ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა.
„პრესა.ჯი“ აქვე აქვეყნებს „ვლადიმირ სადღობელაშვილის“ სახელით დარეგისტრირებული მომხმარებლის შეტყობინებას, რომელიც სადღობელაშვილთან ტელეფონით საუბრის შემდეგ პმ–ში მიუვიდა „პრესა. ჯი“–ს რედაქტორის მოადგილეს, ლაშა ბერულავას:
„

ლაშა იმედია დააბალანსებ სიტუაციას...

)) ხო სხვათაშორის თუ ძალიან გაუტია ბატონმა სოზარმა მზად ვარ გავაღრმავო პონტი, თუმცა მეეჭვება ”ჭკვიანმა” პოლიტიკოსმა ამაზე რიაგირება იქონიოს.“....
http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=2946
"ვინც რა უნდა თქვას, აკეთე საქმე, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევ. იყავი თანაბრად გულგრილი ქებისა და ძაგების მიმართ."
"იქნება მართლაც კარგი რამ იყოს ის ოქროს ხანა, სულ ზღაპარ–ზღაპარ რომ გვსმენია ხოლმე, მაგრამ, მტერს, ძმებო, სულ მოლზე წოლა, სალამურის დაკვრა და წყაროს ჩუხჩუხი..."