ნავთობის ფასმა შესაძლოა, ყველა რეკორდი მოხსნას
13:31 22-02-2011
საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ნავთობპროდუქტების გლობალურ ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას არასასურველს უწოდებს .
კავშირში აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში დაძაბული ვითარებისა და ამ რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანში რევოლუციური ტალღის გავრცლების გამო, ნავთობის ფასთან დაკავშირებით მდგომარეობა არაპროგნოზირებადია.
"ახლო აღმოსავლეთში ვითარების შემდგომი ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი კვლავინდებურად იზრდება და 21 თებერვლის ვაჭრობის სესიის შედეგებით, ლონდონის ბირჟაზე IСE Futures Europe ბარელზე ფასი 105,74 აშშ დოლარს შეადგენს. ეს რეკორდული მაჩვენებელია 2008 წლის სექტემბრის შემდეგ. ფასების ზრდა ახლაც მიმდინარეობს ყველა წამყვან სანავთობო ბირჟაზე", - განმარტავენ კავშირში.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ნავთობის ფასის ზრდის მთავარი მიზეზი ლიბიაში არსებული მწვავე ვითარებაა, რის ფონზეც ქვეყანაში მოქმედმა ნავთობკომპანიებმა BP და შტატოილ უცხოელი თანამშრომლების ქვეყნიდან სასწრაფო ევაკუაციის შესახებ განაცხადეს.
ლიბია ერთ-ერთი დიდი ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა, სადაც ყოველდღიურად 1,5-1,6 მლნ ბარელი ნავთობის მოპოვება ხდება. ამავდროულად, ლიბიაში, კერძოდ ნაფურაში შეჩერებულია ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობსაბადოს ფუნქციონირება. მნიშვნელოვანია ასევე ლიბიის ოპოზიციის მუქარა იმასთან დაკავშირებით, რომ შეაჩერებს ლიბიიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტირებას.
კავშირში აღნიშნავენ, რომ ლიბიის საკითხს ემატება ირანში არსებული დაძაბული ვითარება, რომლის შემდგომი გამწვავების პირობებში, ნავთობის ფასმა შესაძლოა ყველა რეკორდი მოხსნას.
http://www.interpressnews.ge/ge/ekonomika/...i-mokhsnas.htmlკიდევ აპირებენ გაძვირებას და წინასწარ ფონს ქმნიან