პიროვნებები რომ ვიცოდე და მტკიცებულებები მქონდეს, ფორუმზე კი არ ვიჯდებოდი

უბრალოდ, ჩემი ვერსიაა, რომელიც რატომღაც უფრო გამიმყარდა 2008 წლის ომის დროს და შემდეგ.
რამდენიმე საინტერესო პროექტი იყო, რომელზეც ჟვანიას დროს ხელისუფლება მუშაობდა - კარგი პირი უჩანდა და ცხინვალიდანაც ხშირი იყო კონტაქტზე გამოსვლა, რაც ზურას სიკვდილის შემდეგ, ფაქტიურად, შეწყდა. რატომღაც, ერთ-ერთი ის ადამიანი იყო, რომელსაც ცხინვალელები, ასე თუ ისე, ენდობოდნენ.
თუკი ედიკას დროს რუსებმა კოკოითი მოიყვანეს, რომელმაც ავტონომიის საკითხი ფაქტიურად მოკლა, იმ პერიოდში ცხინვალში მის გარდა სხვა დასაყრდნობი ვერ იპოვეს და იგრძნეს რა, რომ ჟვანიას უკანა კარის დიპლომატიასთან მარცხდებოდნენ, შესაძლოა, ისარგებლეს ზურას სისუსტეებით და მოაწყეს გაგუდვა. ამის შემდეგ მკვეთრად დაიძაბა ცხინვალელებთან ურთიერთობა და შედეგად რაც მივიღეთ, კი ვიცით.
ეს არის უბრალოდ ჩემი ვერსია.