http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&s...60&info_id=7710N 3 - 30 ოქტომბერი 2009
კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით განთავსების წესის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
დადგენილება №3
საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლისა და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის, 51-ე და 511-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია,
ადგენს:
1. დამტკიცდეს ”კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით განთავსების შემდეგი წესი:
ა) არასახელმწიფო ენაზე (ქართულ და აფხაზურ ენებზე წარმოებული ფილმების გარდა) წარმოებული მხატვრული, ასევე დოკუმენტური ფილმი, ტელეფილმი, ფილმის სერია ან სერიალი, კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში განთავსდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე - ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულ ან აფხაზურ ენაზე დუბლირებული სახით;
ბ) კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელები, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებენ არასახელმწიფო ენაზე წარმოებულ მხატვრულ ფილმებს, ვალდებულნი არიან სამაუწყებლო ბადეში განათავსონ დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესითა და სიხშირით;
გ) დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები არის პროდუქცია, რომელიც წარმოებულია აშშ-სა და კანადაში, აგრეთვე ყველა იმ ქვეყანაში, რომელშიც ძალაშია ”ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ“ ევროპის კონვენცია;
დ) დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები, კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში განთავსება მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრირებით;
ე) ამ პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კერძო ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი, ვალდებულია მის სამაუწყებლო ბადეში განათავსოს დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები, მისი თვის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული არასახელმწიფო ენაზე წარმოებული მხატვრული ფილმების 20% ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს კვირაში 4 მხატვრული ფილმისა. თუ ერთი თვის მანძილზე, სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია არასახელმწიფო ენაზე წარმოებული 4 მხატვრული ფილმი, მაშინ მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრირებით, განთავსდება 1 დასავლური წარმოების მხატვრული ფილმი;
ვ) თუ ამ პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროდუქცია თვის სამაუწყებლო ბადეში მეორდება, განმეორებითი განთავსება უნდა განხორციელდეს იმავე ენაზე, რა ენაზეც პირველად იქნა ჩასმული სამაუწყებლო ბადეში; გამეორება არ ითვლება ცალკე განთავსებად;
2. ამ დადგენილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ ვრცელდება იმ მაუწყებელზე, რომელსაც თვის სამაუწყებლო ბადეში 4-ზე ნაკლები არასახელმწიფო ენაზე წარმოებული მხატვრული ფილმი აქვს განთავსებული,
3. კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა, რომელიც მაუწყებლობს ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებით განსაზღვრულ ყველა სამაუწყებლო ზონაში, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება დაიწყონ 2010 წლის 1 იანვრიდან, ხოლო ყველა სხვა მაუწყებელმა 2010 წლის 1 ივლისიდან;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
და მერე შევიდა ცვლილება:
http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&s...60&info_id=8397N 2 - 14 მაისი 2010
კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
დადგენილება № 2
“მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილებით დამტკიცებულ “კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 09.11.2009 № 138 მუხლი 1594) შევიდეს შემდეგი რედაქციის ცვლილებები:
ა) პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა) კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმ შემთხვევაში თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატვრულ ფილმს, დოკუმენტურ ფილმს, ტელეფილმს, ფილმის სერიას ან სერიალს ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებული მხატვრული ფილმი, დოკუმენტური ფილმი, ტელეფილმი, ფილმის სერია ან სერიალი განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე - ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულ ან აფხაზურ ენაზე დუბლირებული სახით, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევისა;
ბ) პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ბ) კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმ შემთხვევაში თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატვრულ ფილმებს, ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები განათავსოს მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით, ამ დადგენილებით განსაზღვრული სიხშირით;
გ) პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;
დ) პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ე) ამ პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კერძო ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი, ვალდებულია მის სამაუწყებლო ბადეში განათავსოს დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები, მისი თვის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული არასახელმწიფო ენაზე წარმოებული მხატვრული ფილმების არანაკლებ 30%-ს ოდენობით. თუ ერთი თვის მანძილზე სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია არასახულმწიფო ენაზე წარმოებული არა უმეტეს 5 მხატვრული ფილმისა, მაშინ მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით განთავსდება 1 დასავლური წარმოების მხატვრული ფილმი მაინც;”
ე) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნას;
2. კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად თვის სამაუწყებლო ბადეში მხატვრული ფილმების ამ დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული პროცენტული გაანგარიშებით განთავსება უზრუნველყონ ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 2 თვის შემდეგ;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
წევრი კარლო კვიტაიშვილი
წევრი აკაკი სიხარულიძე
This post has been edited by Iraklion on 5 Feb 2011, 16:17