"გარდიანი" - ჰოსნი მუბარაქი 70 მილიარდიანი ქონების მფლობელია
ეგვიპტის პრეზიდენტი, ჰოსნი მუბარაქი 70 მილიარდიანი ქონების მფლობელია. ასეთია ექსპერტთა მონაცემები, რომელსაც "გარდიანი" აქვეყნებს.
მუბარაქის ქონების უდიდესი ნაწილი ბრიტანეთის და შვეიცარიის ბანკებშია. მუბარაქი ფლობს უძრავ ქონებას ლონდონში, ნიუ-იორკში, ლოს-ნჯელესში და მიწის ნაკვეთებს წითელი ზღვის სანაპიროებთან.
გამოცემის ცნობით, მუბარაქისთვის ხელმისაწვდომი იყო საინვესტიციო შეთანხმებები, რომელსაც ის მისი პრეზიდენტობის 30 წლის მანძილზე და ასევე მაღალ სამხედრო თანამდებობებზე ყოფნისას ფლობდა. ამ შეთანხმებებიდან მოგებამ მილიონობით დოლარი შეადგინა.
არაბული გაზეთის "ალ ჰაბარის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მუბარაქი მანჰეტენზე, ბევერლი-ჰილზსა და როდეო-დრაივზე არსებული უძრავი ქონების მფლობელია. მისი შვილები გემალი და ალაა ასევე, მილიარდერები არიან.
პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორის, ამანი ჯამალის თქმით, მუბარაქმა გამდიდრება სამხედრო სამსახურში და ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოახერხა.
"მისი რეჟიმის დროს კორუფცია ყვაოდა და სამოქალაქო რესურსები ხშირად პირადი გამორჩენის მიზნით გამოიყენებოდა. ეს ახლო აღმოსავლეთის დიქტატორებისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი მოდელია. ისინი შიშობენ, რომ ხელისუფლების დაკარგვის შემთხვევაში მდგომარეობას და ქონებას დაკარგავენ", - აცხადებს ამანი ჯამალი.
მუბარაქის შემოსავლების შევსების დამატებითი წყარო შარმ-ელ შეიხის სასტუმროები და მიწის ნაკვეთებია.
როგორც ჩანს, ღრმა ძილით ეძინათ ეგვიპტელებს...