მაშ ასე ძვირფასო ნარჩევო საზოგადოებავ, დროა აღიკვეთოს ტროლების პარპაში განყოფილებაში!

ამონარიდი წესებიდან:
ტროლინგის მთავარი მიზანია საზოგადოების გაყოფა ამა თუ იმ ხერხით. გამომწვევი, სარკაზმული, მაპროვოცირებელი ან იუმორისტული დატვირთვის მქონე ტროლური შეტყობინებები მიმართულია იქითკენ, რომ ჩაითრიოს სხვა მომხმარებლები უაზრო კონფრონტაციაში. რაც უფრო ხმამაღლა რეაგირებს საზოგადოება, მით უფრო მეტი შანსია შემდგომი ტროლინგისა ინიციატორის მხრიდან, რადგანაც ეს ამოწმებს მის მტკიცებას იმას თაობაზე, რომ გარკვეული ქმედებები აღწევს მის მიზანს ქაოსის გამოწვევაში.არის კიდევ რაღაც-რაღაცეები, საკმაოდ გაწელილია ეს წესები და ყველაფერს ერთად ვერ დავაკოპირებ, მაინც არ წაიკითხავთ უმეტესობა :|
ხოდა ესეც ბოლო აბზაცი:
ტროლების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა მოდერატორის ჩარევა. როგორც ხედავთ მოდერატორი გახლავართ და დღეიდან ვკრძალავ:
ნუღარ დააკოპირებთ ბატ.გრიგოლის ტექსტებს.
საკმარისია, ისედაც დიდი ხანი გაგიგრძელდათ.
ჯერ ისედაც ვერ არის ჯანზე ეს განყოფილება და მთლად მარაზმად აქციეთ!
ეს არის გამაფრთხილებელი თემა.
2 დღე საკმარისია იქნება, რათა ყველა გაეცნოს.
ყველა, ვინც არ დაემორჩილება ამ წესს, დაივორნება, შემდგომ კი ბანი დაედება ნიკზე.
გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ და ნუ გამოაცხადებთ დაუმორჩილებლობას, ისევ თქვენთვის დასრულდება სავალალო შედეგებით!

ნუ, პროვოკაციული რომ არის, ამაზე აღარაფერს ვამბობ :|
ჩემი თხოვნაა და აქვე მოგიწოდებთ, რომ დამემორჩილოთ, უფრო სწორად, წესებს დაემორჩილოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა გაცემულ ვორნზე და ბანზე, ბონუსად ვორლოგში კარდუს ავატარი მიემაგრება.
მე თქვენი დიდი იმედი მაქვს!
This post has been edited by ბურზო on 8 Feb 2011, 23:57