და
anichqaჩემო, ბოდიში და, - ფეხებზე არ გკიდიათ, რა სახელს თუ მეტსახელს შეგარქმევენ?
მაგის შიშით აზრი ვერ უნდა გამოთქვათ თავისუფლად?
აგერ მე, მაგალითად, რეებს არ მეძახიან (აზროვნების მათი დონის ხალხისაგან სულაც არ მიკვირს!), მაგრამ ... მკიდია ცალ ფეხზე (pardon!)
ამათი უმრავლესობა კლიშეებით აზროვნებს.
და მოვლენებზე ძირითადად ის აზრი აქვთ, რაც გაუმზადეს და მიართვეს პრესამ და ტელევიზიებმა. მათ კი გადაყლაპეს. მერე გადმოდგებიან და ყურმოკრულ აზრებს საკუთარ აზრებად ასაღებენ სახის სერიოზული გამომეტყველებით.
რამე განსხვავებული აზრის არა თუ გამოთქმის, ქონისაც კი ეშინია ზოგიერთს.
"განსხვავებული" აზრების გამოთქმას მხოლოდ იმ თემებზე ბედავენ, რომლებიც სანქცირებულია - დღეს უკვე დასავლეთიდან (ადრე ჩრდილოეთიდან მოდიოდა ამგვარი სანქციები).
ამ "განსხვავებული" აზრების თვითონ
შინაარსიც სანქცირებულია.
თან ეს "განსხვავებული" აზრები მხოლოდ იმითაა განსხვავებული, რომ საერთოდ მიუღებელია ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებისათვის.
თორემ დასავლეთში ისინი სინამდვილეში უკვე საკმაოდ გაცვეთილი, მოყირჭებული და შაბლონად ქცეულია.
მე ამაზე მეცინება.
აი, მაგალითად, თქვენს ნათქვამებზეც გამოვხატე ჩემი აზრი - მიმაჩნია, რომ ვითარების სწორი ანალიზი გააკეთეთ.
ასე, რომ, ჩემო
anichqa, ნურავის უარყოფითი რეაქციის გამო თქვენს შინაგან თავისუფლებას ნუ შეიზღუდავთ.
ლაღად, თავისუფლად გამოთქვით თქვენი აზრი.
და ის ფორუმელები, ვისაც ტვინიც გვიმუშავებს და სინდისიც შეგვრჩენია, თქვენი დაჩაგვრის ნებას არავის მივცემთ!
ნუ გეშინიათ!
This post has been edited by Elpite_Elpite on 10 Feb 2011, 00:32