გვითხარი, თუ გინდა

მეც მიფიქრია. და ახალი ვერაფერი მოვიფიქრე.
მიზეზი საბჭოურობას დამყნილი გაუნათლებლობაა. საბჭოელი ვინ არის? ვინ და, კომპლექსების ბუკეტია. "არავინ დამჩაგროს!"

"ხომ არავინ მასულელებს?!"

"მატყუებენ?!"

აი, ასეთი განგაშებისგან შედგება ტიპური საბჭოელის "სულიერი ცხოვრება".
განგაშები კი იმიტომ სჭირს, რომ ვითარებას ვერ აფასებს - არ ჰყოფნის ინტელექტი, განათლება, სამუშაო უნარები, მეთოდურობა. და ეს გულის სიღრმეში კარგად ესმის, თუნდაც საკუთარ თავს არ უტყდებოდეს.
ხოლო ინტელექტი და განათლება რომც ჰყოფნიდეს, საკუთარი თავის რწმენა აკლია, არ სჯერა, რომ სწორად აფასებს გარემოსა და ფაქტებს. და გაუცნობიერებლად ამასაც შესანიშნავად გრძნობს, თუნდაც ცნობიერად საკუთარ თავსაც არ უმხელდეს.
ამიტომ ჰომო სოვეტიკუსის მთავარი საზრუნავია, გამოჩნდეს ჭკვიანი. "ის ყველაფერს ხვდება"

"მას ვერ მოატყუებ"

"არა, მაინც როგორ გაგვშიფრა"

- სხვების ნათქვამად ნაგულისხმევი მსგავსი ფრაზები საბჭოელის წარმოდგენას პირადი ტრიუმფის შეგრძნებით უღიტინებს.
გავიხსენოთ ჩვენი პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, ექსპერტების დიდი ნაწილის სამუშაო პრაქტიკა. საკმარისია რამე გაჩხაკუნდეს, რომ მაშინვე ბრძნული სახით მრავალ ვარიანტს დაახვავებენ. განსაკუთრებით სასაცილოები, ფაქტობრივად, ყველა შესაძლო ვარიანტს ასახელებენ. იმიტომ რომ, მერე რაც გინდა მოხდეს, გარანტირებულად "გამოცნობილი" ექნებათ. ანუ - "არ მოტყუვდა". "მაგარია".
აქედან იბადება ის უაზრო აბდაუბდა, რასაც გავსებული აქვს პოლიტიკური სივრცეც, მედიასივრცეცა და ცხადია, ეს ჩვენი მრავალტანჯული ფორუმიც.
ამიტომაც "არ სჯერათ" არავისი და არაფრის, რათა მერე არ აღმოჩნდეს, რომ ცდებოდნენ ან მთლად საშინელება - თურმე რამეს ვერ ხვდებოდნენ!

სწორედ ესაა ყველაფრისადმი უნდობლობის წყაროც.
სხვათა შორის, მსგავსი კომპლექსები კვებავს კონსპიროლოგიასაც.
ვისაც ასეთი კომპლექსები არ აქვს, კონსპიროლოგი ვერ გახდება, ვერ დაიჯერებს. რომ 9/11 ამერიკელებმა მოაწყვეს ან რომ 12 ებრაელი რაბინი მართავს სამყაროს.
ეს სააზროვნო ინსტრუმენტის ნაკლია და მას ყველაფრის უნდობლობა თუ კონსპიროლოგობა დაუნდობლად ააშკარავებს.
ქართველები მეტს რომ სწავლობდნენ, საკუთარი თავის იმედად იყვნენ, მარჩენალ თუ მფარველ "ძუძუს" ინფანტილურად არ ეძებდნენ მის დღეში - აღარც ეგრე მოიქცეოდნენ, როგორც პირველ პოსტში აღწერე.
This post has been edited by Geronti on 10 Feb 2011, 22:02