უი, ლექსი ვნახე აგერ ერთ-ერტ საიტზე...მგონი ესადაგება

აქეთ დიდი წარსული, იქით სამი წერტილი
შეჩვევია ქართველი აქეთ – იქით ყურებას
სულ ამაოდ ბრალია მტრის და გადამთიელის
როდის იყო ვუძლებდით ,,ფოჩიანის” ცდუნებას?
აქეთ პატრიოტები, იქით ,,ბაბაიები”
აქეთ თავი, იქით კი უიმედო ცოლ-შვილი,
აპლაკული ურემი, გზა არგამოჩენილი
რწმენა გადავსებული, რწმენის გული მოშლილი
აქეთ ჩერო ღიპების, იქით ძვლების ტკაცუნი
დიდგორით და შამქორით მოამაყე ლაჩარი,
აქეთ ძარღვამოყრილი რუსთაველის გამზირი,
იქით ძარღვგაწყვეტილი კუნძულები კანარის.
აქეთ დემოკრატია, იქით ანტაგონიზმი
კანონების ჩახრჩობა მედალოსან ღვინოში
აქეთ იქით ორი ზღვის შორს რჩენილი ნაპირი,
დამარცხება ცხადში და გამარჯვება კინოში
საბოლოოდ ფილტვები მაინც გადაგვარდება,
გინდ აქეთ და გინდ იქით მოუკიდე სიგარას,
_ რა ჭირი გვჭირს ასეთი, დღემდე რომ ვერ ვლაგდებით?
_ არაფერი, უბრალოდ ამ ქვეყანას შიგა აქვს!
This post has been edited by jangi on 10 Feb 2011, 22:14