@ analgin
თუ უფლებას მომცემ დავაკოპირებ შენს წერილს და პუნქტებით ჩამოვაყალიბებ:
ბატონო მიხეილ!
ვიცი, რომ ამ ფორუმს კითხულობთ.
თქვენ ხართ მატყუარა, კორუმპირებული და მოძალადე!
თქვენ არასოდეს შეგისრულებიათ არცერთი საარჩევნო დაპირება! არც ჩვეულებრივი დაპირება შეგისრულებიათ ოდესმე! საქართველოს არასოდეს ჰყოლია ასეთი კორუმპირებული და გაზულუქებული ხელისუფლება!
მე ერთი ჩვეულებრივი, რიგითი და წესიერი მოქალაქე ვარ. მე არ ვარ საფლავიდან ამოთხრილი ედპ-ს გურამ ჩახვაძე, არც კრედიტებგასტუმრებული გია თორთლაძე ვარ, არც უფრო დიდ ფულზე გაყიდული გიორგი თარგამაძე ვარ და ამიტომ გეტყვით:
1. ჯერ კიდევ 2003 წელს თქვენი უმთავრესი საარჩევნო დაპირება 1 წელიწადში მინიმალური პენსიის 100$-მდე გაზრდა იყო, ახლა 2011 წელია.
2. ჯერ კიდევ 2003 წელს თქვენ უარი თქვით კრწანისის საპრეზიდენტო რეზიდენციაზე და ჩვეულებრივ ოროთახიან ბინაში ცხოვრების, ეკონომ კლასით ფრენის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ოპელ ვექტრათი მგზავრობის პირობა დადეთ. დღეს 2011 წელია და საქართველოს, მეტიც მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის პირველ პირებს, თითზე ჩამოსათვლელი დიქტატორების გარდა, არცერთ პრეზიდენტს არ უცხოვრია ისეთი ფუფუნებით, როგორითაც თქვენ ცხოვრობთ. არავის ჰქონია თქვენნაირი ძვირფასი სასახლე, არავის ჰყოლია თქვენზე ძვირფასი მანქანები და თვითმფრინავები. არავის უყიდია ბოინგი, რომლის ფასიც ასეულობით მილიონი დოლარით განისაზღვრება,
3. არავის ჩამოუყვანია პირადი ბოინგით მსოფლიოს უძვირესი და უპოპულარულესი მასაჟისტი.
4. არავის უმოგზაურია ამდენი, მათ შორის კოსტა-რიკაში თუ ჰონდურასში.
5. საქართველოს არცერთი პრეზიდენტის ფონდი არ ყოფილა იმხელა და იმდენჯერ მეტი, რაც თქვენია,
6. არცერთისა არ ყოფილა გასაიდუმლოებული, საეჭვო და გაუმჭვირვალე და არცერთიდან პირადი საჭიროებებისა და სურვილების (უფრო ფანტაზიების) დასაკმაყოფილებლად არ იხარჯებოდა ფული.
7. ჯერ კიდევ 2003 წელს თქვენ მთელი მინისტთა კაბინეტი გვერდში ამოიყენეთ და პირდაპირ ეთერში, სახალხოდ დადეთ პირობა, რომ თუ რომელიმე თქვენი მთავრობის წევრის ძმას, დედას, მამას, ცოლს, ბიძაშვილს, მეგობარს ან ახლო ნათესავს მოულოდნელად აღმოაჩნდებოდა ბიზნესის კეთების განსაკუთრებული ნიჭი, ისინი უმკაცრესად დაისჯებოდნენ. დღეს 2011 წელია და დედათქვენს რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი და უძრავი ქონება ეკუთვნის,
8. თქვენს ძმას უმსხვილესი ნავთობკომპანია და სადაზღვევო სააგენტო,
9. ბიძათქვენს ოქროსა და სპილენძის მომპოვებელი საბადო.
9.თქვენს უახლოეს მეგობრებს, ძმებ ბეჟუაშვილებს ქვანახშირისა და მანგანუმის საბადოები, ცემენტის ქარხნები, გაზის გამანაწილებელი კომპანია.
10. ვანო მერაბიშვილის ოჯახს, მამას, ბიძას, ბიძაშვილს, ათეულობით უმსხვილესი და მონოპოლისტი კომპანია და რესტორანი ეკუთვნით, რატომღაც მისი მშობლირუ სოფლის, ადიგენის რაიონის სოფელი უდეს მაცხოვრებლებს, განსაკუთრებით ვანო მერაბიშვილის ტოლებს, ფენომენალური ნიჭი აღმოაჩნდათ ბიზნესისა და ლამის თითო მათგანზე 3-4 უმსხვილესი დისტრიბუტორი კომპანიაა რეგისტრირებული,
11. თქვენს გმირს, ერეკლე კოდუას სასტუმრო და კაზინო საქართველო, მის დედას საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა ბაზრობაზე უმსხვილესი წილები აქვს, 12. საქართველოში ჩატარებულ ყველა სახელმწიფო და გაუმჭვირვალე მსხვილ ტენდერში თქვენი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ ტენდერამდე 1 კვირით ადრე დაარსებული და ახლობლებზე რეგისტრირებული შპს-ები იმარჯვებენ.
13. თქვენ ორი უმსხვილესი ტელევიზია ნამდვილ პატრონებს წაართვით, ისინი დღემდე დაუდგენელ და გასაიდუმლოებულ პიროვნებებს ეკუთვნით და ერთ-ერთი მათგანის შეფი თქვენი ყოფილი ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძეა.
14. თქვენს ყოფილ თავდაცვის მინისტრსა და მსოფლიო მასთაბით ცნობილ იარაღით მოვაჭრე, კორუმპირებულ დავით კეზერაშვილს საქართველოში ლატარიების გაყიდვილ მონოპოლიური უფლება მიეცით, თვალი დახუჭეთ მის მიერ ქართული ჯარის ხარჯზე გაკეთებულ მრავალმილიონიან "ატკატებზე", მასვე ეკუთვნის უმსხვილესი სამშენებლო კომპანიები, მაგალითად არტ-იქსი, რომელიც ნახევარ მილიონს ზემოთ ბიუჯეტის თითქმის ყველა სახელმწიფო ტენდერს იგებს.
15. თქვენი მინისტრების და პარლამენტარების მიერ აბსოლუტურად მონოპოლიზირებულია საკვები პროდუქტების ბიზნესი. თქვენი ყველა მინისტრი და ყველა პარლამენტარი ფლობს მინიმუმ 2-ზე მეტ ფეშენებელურ სახლს დედაქალაქის პრესტიჟულ უბნებში, საუკეთესო ვილებს ზღვისპირეთში, თბილისის შემოგარენში და ზამთრის კურორტებზე, ყველა მათგანს მინიმუმ 2 ახალი და ძვირფასი ავტომობილი ჰყავს, ყველა მათგანი მსოფლიოს საუკეთესო კურორტებზე ისვენებენ.
16. თქვენ 2008 წელს საქართველოს სიღარიბის გარეშე გვპირდებოდით და 50 000 ახალ სამუშაო ადგილს. დღეს 2011 წელია და თქვენივე ოფიციალური სტატისტიკით ყოველწლიურად კლებულობს დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, თქვენივე ოფიციალური სტატისტიკით 4 მილიონიან ქვეყანაში 700 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანი ცხოვრობს.
17. თქვენ დევნილ ადამიანებს 2008 წელს სოხუმსა და ცხინვალში დაბრუნებას შეჰპირდით, დღეს 2011 წელია და მათი დიდი ნაწილი საქათმეებში ცხოვრობენ, ნაწილს კი ყოველ დღე, უფრო სწორად ღამე, კომბლებით ჰყრიან წლობით ნაკოწიწებ და ნაფერები საცხოვრებლებიდან თქვენი მონა და სულგაყიდული ჯალათები.
18. თქვენ საკუთარი ხალხი ბევრჯერ გალახეთ, ბევრჯერ გალანძღეთ, ბევრჯერ შეაფურთხეთ მათ.
19. თქვენ მოსპეთ და გაანადგურეთ სასამართლო სისტემა და გადააქციეთ ის საკუთარი გესტაპოს შტამპის დამსმელ ორგანოდ.
20. არასოდეს საქართველოს ისეთი გაუნათლებელი თაობა არ ჰყოლია, როგორიც თქვენს მიერ ყელში დანაგამოსმული განათლების სისტემის გაზრდილები იქნებიან, იმიტომ, რომ მათ მასწავლებლების მაგივრად ოროსანი ზონერ-მანდატურები ჰყავთ, დირექტორების მაგიერ, დირექტორების მაგიერ ლოტოტრონით არჩეული ნაც-მოძრაობის აგიტატორები და მინისტრის მაგივრად ციხის უფროსი!
დღეს 2011 წელია და გილოცავთ ბატონო მიხეილ!
თქვენ ჯეკ პოტი მოიგეთ!
თქვენი ბავშვობის ყველა ოცნება ახდენილია!
ვისზეც ადრე მხოლოდ მასტურბირებდით, ყველა მოილოგინეთ.
რომელ მანქანაზე თუ თვითმფრინავზეც არ გაპიპინებინებდნენ, ყველას საჭესთან იჯექით.
რომელი ქვეყანა თუ სასტუმროც ინტერნეტში ნანახი ფოტოებით მოგწონებიათ, ყველას საპრეზიდენტო ნომერში ბრძანდებოდით.
ვისაც ბავშვობაში უცემიხართ და დაუჩაგრიხართ, ყველა ციხეშია.
თქვენ ჯადოსნური ჯოხი გაქვთ, სადაც გაიქნევთ შეგიძლიათ სკოლა სასტუმროდ, სასტუმრო სკოლად, მუზეუმი შადრევნად, შადრევანი მუზეუმად, თეთრი შავად, შავი თეთრად, ადამიანი ფურთხად, ფურთხი ადამიანად აქციოთ.
ყველაფერი თქვენია, ყველაფერი გაგდით, ყველაფერს აკეთებთ რაც გინდათ!
კარის მასხარას ძეგლს დაუდგამთ, დავით აღმაშენებელს მანქანების ბაზრობასთან გადაიტანთ.
რობერტ სტურუას სირად გამოაცხადებთ, სირებს რობერტ სტურუებად.
ჩვენ მოღალატედ შეგვრაცხავთ, მოღალატეებს პატრიოტად.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ბატონო მიხეილ!
ახლა მხოლოდ ზოგიერთ რამეს დავწერ მიშიკოზე და მის ხროვაზე (რის შესახებაც უკვე იყო დაწერილი ადრე ფორუმზე ბევრჯერ, forumeli64):
1. ცოფიანი და დორბლიანი ბაჭია თავის მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში. ნაცვლად ამისა დორბლიანმა გაურკვეველი ვადით გაგვიგრძელა ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია
2. ბაჭია გვპირდებოდა, რომ სამხრეთ ოსეთში ქართული იურისდიქცია მშვიდობიანი გზით 2009 წლამდე აღდგებოდა. ნაცვლად ამისა დებილმა წამოიწყო და წააგო ომი, რის შედეგადაც მივიღეთ უამრავი მსხვერპლი, ახალი დაკარგული ტერიტორიები და ათეულობით ათასი დევნილი
3. ბაჭია გვპირდებოდა, რომ შექმნიდა ძლიერ, პროფესიულ არმიას ნაცვლად ამისა, დღეს ქართული არმია სრულად დეზორგანიზებული და დაშლილია, და მისი რეპუტაცია ძალიან დაეცა
4. დორბლიანი ბაჭია მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა, რომ შექმნიდა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლო სისტემას ნაცვლად ამისა ამ დიქტატორმა შექმნა სასამართლო სისტემა, რომელიც წარმოადგენს პროკურატურის კანცელარიას
5. ცოფიანი და დორბლიანი ბაჭია მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა ხელისუფლების დემოკრატიულ დანაწილებას და ორპალატიან პარლამენტს ნაცვლად ამისა მან მოახდენა მთელი ხელისუფლების უზურპაცია.
6. ბაჭია გვპირდებოდა მედიის დამოუკიდებლობის დაცვას ნაცვლად ამისა, მედიის დატერორება და ჟურნალისტების ცემა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ხელწერად იქცა
7. დორბლიანი ბაჭია გვპირდებოდა სრულფასოვანი თვითმმართველობის ჩამოყალიბებას ნაცვლად ამისა ხელისუფლებამ დააკარგვინა ქალაქს ქალაქის, სოფელს სოფლის და რაიონულ ცენტრს რაიონული ცენტრის ფუნქცია
8. ბაჭია მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ნაცვლად ამისა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევრობის გამო სამშობლოს ტოვებს და სამსახურს საქართველოს ფარგლებს გარეთ ეძებს.
9. ცოფიანი და დორბლიანი ბაჭია გვპირდებოდა ადგილობრივი პროდუქციისათვის გასაღების ბაზრების მოძიებას ნაცვლად ამისა მისი მმართველობის პერიოდში საქართველომ დაკარგა ის ბაზარი რაც ჰქონდა
10. ბაჭია მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა ბიზნესისათვის ინვესტიციების მოზიდვას ნაცვლად ამისა, დღეს საქართველოს სტრატეგიული ობიექტები გადაცემულია გაურკვეველი წარმოშობის კომპანიებზე
11. ბაჭია მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა კერძო საკუთრების დაცვას და ხელშეუხებლობას ნაცვლად ამისა ხელისუფლებამ ასობით მოქალაქეს წაართვა და დაუნგრია კერძო საკუთრება
12. ბაჭია მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა ძლიერი და ქმედითი პოლიციის სისტემის შექმნას ნაცვლად ამისა, მივიღეთ პოლიციური სახელმწიფო და პოლიციის სისტემა რომელიც სიკვდილის ბრიგადებად გადაიქცა
13. დორბლიანი ბაჭია მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა, რომ საპენსიო მინიმუმი გაუტოლდებოდა 100 დოლარს ნაცვლად ამისა დღეს საპენსიო მინიმუმი დაპირების ნახევარიც არაა.
14. ბაჭია გვპირდებოდა ეროვნული ღირსებების დაცვას. ნაცვლად ამისა დორბლიანი ცდილობს ხაზი გადაუსვას ყოველგვარ ეროვნულ ღირებულებას
15. ცოფიანი და დორბლიანი ბაჭია გვპირდებოდა 100 საავადმყოფოს აშენებას ნაცვლად ამისა განადგურდა ჯანდაცვის სისტემა
16. დორბლიანი ბაჭია გვპირდებოდა, რომ 2009 წლამდე სიღარიბეს საბოლოოდ დასძლევდა ნაცვლად ამისა, სიღარიბესთან ბრძოლა დებილმა უფასო სასადილოების გახსნით დაიწყო და სიღარიბე დღემდე საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება.
17. კიდევ შეიძლება უამრავი სხვა რამის ჩამოთვლა ამ დებილის აღვირახსნილი ცხოვრების სტილის, უცხოელი ვარსკვლავების, ნაცემი და მოტ###ნული მინისტრების და ჯურნალისტების და ა.შ შესახებ... ხომ ყველამ ვიცით რაც ხდება??????
თუ ვინმეს გაინტერესებთ ტელეფონზე როგორ და რას ლაპარაკობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რა დონე აქვთ (საერთოდ თუ დონეა ეს), როგორ გეგმავენ ამა თუ იმ საკითხებს და ა.შ.:
http://copoka.net/site.php?cat=down&idItem=2773http://copoka.net/site.php?cat=down&idItem=472http://copoka.net/site.php?cat=down&idItem=478ვაი ვის ხელშია ხელისუფლება და საქართველო...
უახლოეს მომავალში იმედია რამე მოხდება და ნაცბოზების ხროვას მოვიშორებთ... ამაზრზენია ეს მარაზმი, რაც ქვეყანაში ხდება.
This post has been edited by mba on 22 Aug 2011, 10:23
მიმაგრებული სურათი
...დალხინებული არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ ვიცოდით, რაც გვჭირდა და რაც შეგვეძლო, ვებრძოდით, ახლა არ ვიცით, რა გვჭირს და რას ვებრძოლოთ? ეროვნული გამოთაყვანება დაგვემართა...
...გიჟი ბევრი ყოფილა და ბევრიც იქნება კიდევ, მაგრამ სათავეში კი არ უნდა დასვა ხელშეუხებლად!...
(c) ოტია იოსელიანი
GVANCA ♥♥♥