licemer
გააჩერეთ ფორუმი! ჩავდივარ! ჩავ-დი-ვარ!

        
ჯგუფი: Members
წერილები: 43739
წევრი No.: 48791
რეგისტრ.: 8-December 07
|
#24023864 · 16 Feb 2011, 10:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | QUOTE მესმის რომ ოპოზიციის მოტრფიალე ხარ, მაგრამ მათი ნაჭამი მძ******* -ის გასაპრავებლად სისულელეა და აბსურდია კი არ უნდა იძახო
მომკალი და ვერ დავიჯერებ ამ წინადადებას ლიცემერის მიმართ გამოთქმულს, ის უბრალოდ თამაშობს.... |
ჰეი, ამ პოსტთან რა ხელი მაქვს ? Votren * * * კარგი წერილია
მერაბ მერკვილაძე მშვიდობით, იარაღო!
ჰემინგუეის ეს სიტყვები გამახსენდა, როცა 2004 წლის 5 მაისის ღამეს, აჭარის ლიდერის საარაკო შეიარაღება ბავშვის სათამაშოდ იქცა; როცა ხუთჯვრიან დროშაში გახვეული „კმარელები“ მრისხანე სპეცრაზმელების მიერ ქუჩაში დაყრილ ლითონის ფარებს და რკინისგულიან ხელკეტებს საზეიმო მარშის დასაკრავად იყენებდნენ; როცა ერას მოედანზე მდგარი,
საბრძოლოდ შემართული ჯავშანტრანსპორტიორი მუზეუმის ექსპონატს დაემსგავსა; მანამდე იყო ე.წ. „ვარდების რევოლუცია“, - ასევე უიარაღო პროტესტის შედეგი, რომელმაც საქართველოში ედუარდ შევარდნაძის 30-წლიანი მმართველობა დაასრულა. უფრო ადრე - რევოლუცია ყოფილ იუგოსლავიაში. მოგვიანებით, ასეთივე ჭრელაჭრულა რევოლუციების ტალღა ვნახეთ უკრაინაში, ყირგიზეთში... მართალია, ხელისუფლებათა ცვლა ყოველთვის უსისხლოდ და უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობდა. იყო ქაოსიც, მსხვერპლიც. სროლის ხმაც ისმოდა. ცემა-ტყეპა და მუშტების ტრიალიც ხშირი იყო. „რევოლუციაც“ პირობითად შეიძლება დავარქვათ ქვეყნის მმართველი ერთი გუნდის მეორით შეცვლას. უფრო ძალაუფლების გადაბარებას ჰქონდა ადგილი. ხშირ შემთხვევაში კი, ძალაუფლებასთან ერთად, ბიზნესების, წილების, გავლენის, საბიუჯეტო სახსრების, ნარკოდერეფანთა და დანაშაულებრივ საქმიანობათა ერთი მაფიოზური ჯგუფიდან მეორის ხელში გადასვლა ხდებოდა. აკი ამიტომაც, რამდენიმე ქვეყანაში რევოლუციური მეტამოფროზა ძალზე უდღეური აღმოჩნდა და ხელისუფლებაწართმეული ძალების მალევე ქვეყნის სათავეში დაბრუნება გამოიწვია. იმედგაცრუება ერგო წილად საქართველოს მოსახლეობასაც. თავისუფალი მედიის შეზღუდვა, საზოგადოებრივი აზრის აბუჩად აგდება, მეწარმეთა ტერორი, უმუშევრობის ზრდა, უდანაშაულო ადამიანების ციხეში გამომწყვდევა და პრეზიდენტის სასტიკი ბრძანება, რასაც „ნულოვანი ტოლერანტობის“ პრინციპით განწირული უმანკო მსხვერპლი მოჰყვა, ძალადობაზე დამყარებული პოსტრევოლუციური საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდა.
მაგრამ მაინც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო მოძრაობებმა ცხადჰყო, რომ იარაღმა ფუნქცია, სიბასრე, სიმტკიცე დაკარგა. ბოლოდროინდელი მოვლენები, რაც ეგვიპტეში განვითარდა, ამ მოსაზრების კიდევ ერთი დასტურია. დიქტატორთა კასტის ტიპიურმა წარმომადგენელმა, რომელიც ეგვიპტეს სამი ათეული წელია მართავს, ქუჩაში გამოსულ ხალხს შეიარაღებული პირები დაახვედრა და თანამემამულეთა სისხლით მორწყო ქაიროს ცენტრალური მოედანი. მაგრამ თავისუფლებისაკენ სწრაფვას ტყვია ვეღარ აჩერებს. მიუხედავად ასეულობით ადამიანის დაღუპვისა, ცეცხლსასროლ იარაღს მხოლოდ ქვა, ხელკეტი, შიშველი ხელები და მოთმინება დაუპირისპირდა. მსოფლიო შედრკა ეგვიპტელი ხალხის უდრეკი ნებისყოფის წინაშე და შედეგმაც არ დააყოვნა. მრისხანე დიქტატორი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ ავანსცენაზე უმნიშვნელოვანეს მოთამაშეს წარმოადგენდა, მყისიერად დასუსტდა, დაძაბუნდა, გაშიშვლდა და სრულიად უძლური, იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ცოტა ხნით ადრე ხელისუფლება შეიცვალა ტუნისშიც, სადაც, მიუხედავად უიარაღო ხალხის მსხვერპლისა, ძალიან მალე თოფი და დამბაჩა უსარგებლო ნივთებად იქცა. ნიშანდობლივია, რომ ამ შემთხვევაში ხალხის მაკონსოლიდირებელი ფუნქცია ინტერნეტმა, ბლოგებმა და სოციალურმა ქსელებმა შეასრულა. ყოველგვარი „იატაკქვეშა“ საქმიანობის და „ოპოზიციური“ გაზეთის, ტელევიზიის თუ რადიოს დახმარების გარეშე, აფრიკის ხალხებმა ბრწყინვალედ გამოიყენეს ახალი მედიის უსაზღვრო შესაძლებლობანი და ულტრათანამედროვე იარაღის არსენალით აღჭურვილი დიქტატორები კომპიუტერულ ქსელში ნაწარმოები საინფორმაციო ომებით დაამხეს. ზემოთქმულის გათვალისწინებით, სასაცილოდ ჟღერს ქართველ ოპოზიციონერთა წუწუნი იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებისგან მართვადი ტელევიზიები მათ საეთერო დროს არ უთმობენ. ბოლოსდაბოლოს, გაცვეთილ, მაგრამ კარგ მაგალითად გამოდგება ლენინი, რომელმაც ჯერ კიდევ საუკუნის წინ, ყოველგვარი ტელევიზიის გარეშე, ერთი კინკილა გაზეთის დახმარებით, რუსეთის უზარმაზარი იმპერიის ხელისუფლების შეცვლა მოახერხა.
მაგრამ როგორც ბოლშევიკური რევოლუციის შემთხვევაში, ასევე ყველა დროში, ყველა ისტორიულ ეპოქაში, ჯერ კიდევ 21-ე საუკუნემდე, ხელისუფლების შეცვლის აუცილებელ წინაპირობას შეიარაღება წარმოადგენდა. ცეცხლი და მახვილი ხსნიდა გზას ტახტისაკენ და მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით, ცივილიზებული სამყაროს მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო წესრიგის თანახმად, ძალაუფლების წყაროდ და მფლობელად ხალხი განიხილებოდა, ბოლო ათწლეულამდე თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, რომ ახალი ძალები ქვეყნის სათავეში უიარაღოდ მოსულიყვნენ. ბუნებრივია, ნებისმიერ ამბოხს შესაბამისი ფინანსური ბაზა ესაჭიროება. და იხარჯებოდა კიდეც დიდძალი ფული იარაღით აღჭურვისთვის, პროპაგანდისტული საქმიანობისთვის, ხალხის მობილიზებისთვის. ფული დღესაც განსაზღვრავს მეამბოხეთა წარმატებულობის ხარისხს, მაგრამ მისი სამიზნე პრიორიტეტები შეიცვალა. იარაღის შეძენა დღეს თანხების წყალში გადაყრის ტოლფასია, რადგან გვამების გროვით შეკოწიწებულ კვარცხლბეკზე აღზევებულ ხელისუფალთა ლეგიტიმაციის ხარისხი ნულთანაა მიახლოებული. მართალია, გარე ძალების ეჭვს და სიძულვილს არად დაგიდევთ ტირანი, რომელიც ძალაუფლების მოსაპოვებლად, მშობელი ხალხის სისხლით რწყავს გვირგვინისაკენ მიმავალ გზას. მაგრამ საინფორმაციო ტექნოლოგიებმა რადიკალურად შეცვალა ხელისუფალთა დამოკიდებულება გარესამყაროსადმი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ინფორმაციის უწყვეტი ნაკადი აშიშვლებს და ამზეურებს ცივილიზებულ ქვეყნებთან მეტნაკლებად ინტეგრირებული სახელმწიფოების ხელისუფალთა თითოეულ ნაბიჯს. საგარეო ურთიერთობათა სტაბილური რეჟიმი კი, ყოველი პოლიტიკური სუბიექტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. შესაბამისად, ხელისუფლებაში მოსვლის ან ხელისუფლებაში დარჩენის მსურველთა შორის, იარაღის ხელში აღების გეგმა დღითიდღე კარგავს პოპულარობას.
ზემოთქმულის დასტურად, საუკეთესო მაგალითად გამოდგება ქართული პოლიტიკური ბატალიები, რომელზეც ნაწილობრივ, სტატიის დასაწყისში ვისაუბრეთ. ჯერ კიდევ 20 წლის წინ, გამსახურდიას ხელისუფლების შეცვლის მოსურნე ტრიუმვირატმა თბილისი საომარ პოლიგონად აქცია და ქვეყანა სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვია. მომდევნო ცვლილება, რომელიც ისტორიაში „ვარდების რევოლუციის“ სახელით შევიდა, მოსახლეობამ შიშველი ხელებით, უსისხლოდ განახორციელა, რაც ერის პოლიტიკური სიმწიფის ზრდაზე მიუთითებს. ამ შემთხვევაში, ძალიან მოულოდნელი იყო ასეთივე პოლიტიკური კულტურის გამოვლენა ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც უიარაღო ხალხის მიმართულებით არ გაისროლა. 2007 წლის 7 ნოემბერი აშკარად, ხელისუფლების არაადეკვატურობასა და ზემოხსენებული უნარჩვევების დაჩლუნგებაზე მეტყველებს. თუმცა, ხალხი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე დადგა და მიუხედავად უზარმაზარი მასშტაბის საპროტესტო მანიფესტაციებისა, როგორც ოპოზიციონერები ამაყად ამბობენ, „ხიდან ფოთოლი არ ჩამოვარდნილა“. არ ვიცი რამდენად საამაყოა ხის ფოთლებზე ზრუნვა მაშინ, როცა ასეულათასობით ადამიანის მიზანი შეუსრულებელი დარჩა. სისხლისღვრას და კაცისკვლას მშვიდობიანი პროტესტი უდავოდ ჯობია, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია, რომ პოლიტიკამ იმ ადამიანებისა, რომლებმაც ხალხის დასათრგუნად ხელკეტი, მომწამლავი გაზი და სხვა ტექნიკურ-ქიმიური საშუალებები უხვად გამოიყენეს, 2008-ში ვერ შეძლო (ან არ შეძლო) მოსალოდნელი კონფლიქტის თავიდან აცილება და რუსულ ხიშტსა და ტანკს უამრავი ადამიანი შეაკლა. 2009 წლის აპრილის აქციებზე კი, ხელისუფლებამაც თავშეკავება გამოიჩინა და ცალკეულ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, მომიტინგეთა წინააღმდეგ არაფერი მოუმოქმედებია. თავისი უმოქმედობით მოიგო კიდეც და ხელისუფლებაში დარჩა.
ქართულ საზოგადოებაში დღესაც გადაუჭრელ დილემად რჩება კითხვა: ცვლილება არჩევნებით, ცვლილება ხავერდოვანი რევოლუციის სცენარით თუ ცვლილება შეიარაღებული აჯანყებით? ჯერჯერობით უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები. თითოეული სახელმწიფოს სიმტკიცე და უსაფრთხოება კვლავ სამართალდამცავი უწყებებისა და საჯარისო შენაერთების შეიარაღებას ემყარება. იარაღი მიჯნავს კონსტიტუციურ წესრიგს ანარქიისა და ქაოსისაგან. მაგრამ ვფიქრობ, ხალხი, რომელიც იარაღის ძალით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას ან ხელისუფლების შენარჩუნებას, მოსახლეობის მხარდაჭერას მუდამ მოკლებული იქნება. მეფობის მოსურნე თოფიანი კაცი მხოლოდ უნდობლობას იწვევს. მსოფლიო პოლიტიკა კი, სახელისუფლებო ცვლილებების უკეთეს ფორმას უხვად გვთავაზობს. ცოცხალი კედელი და უიარაღო ხელები დღეს არაერთი დიქტატურის მესაფლავე გახდა. ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა იმდენად წაშალა საზღვრის ცნება, რომ ადვილი შესაძლებელია, უახლოეს მომავალში სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტის გადასაჭრელად კიბერ-ომები გაჩაღდეს. ატომური იარაღი კი, ზურაბ წერეთლის მონუმენტის მსგავსად, კულტურული დანიშნულების ობიექტების შემადგენელი ნაწილი გახდეს. მაშ, მშვიდობით იარაღო! ვიდრე ჟანგი შეგეპარება, ახალი ტექნოლოგიების საუკუნე ნადირობის მოტრფიალეთა არსენალში და მუზეუმთა თაროებზე მიგიჩენს ღირსეულ ადგილს.
--------------------
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით... მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.
|