მთავარი ესაა:
ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინი „თანამდებობის პირი“ გულისხმობს შემდეგ პირებს:
ე) საქართველოს მინისტრი და მისი მოადგილე;
ფ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი და მისი მოადგილეები;
შ) საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილეები, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის, სამსახურის ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები;
................................................................................................და ა.შ.
იკრძალება:
პირად საკუთრებაში საჩუქრის მიღება სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირებისგან, თუ მისი ღირებულება აღემატება საარსებო მინიმუმის ოდენობის ნახევარს (50 ლარს).
ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა.
თანამდებობის დაკავება რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში.
თანამდებობის დაკავება რომელიმე საწარმოში.
როგორც თანამდებობის დაკავება ან რაიმე სამუშაოს შესრულება, ისე აქციების ან საწესდებო კაპიტალის წილის ფლობაც კი იმ საწარმოში, რომლის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
შენიშვნა: აკრძალვა ვრცელდება თანამდებობის პირის ოჯახის წევრზეც.
..............და.ა.შ.