ჭიაბერაზოგიერთი ამონაწერი სტატიიდან.
"მას შემდეგ, რაც შევიტყვე, რომ "ენგურჰესს" (რომლის წილი უდიდესია ქვეყნის ენერგოწარმოებაში) თურმე (ეს თავად მითხრა "ენგურჰესის" ერთ-ერთმა მენეჯერმა) ერთი კილოვატი ელექტროენერგიის გამომუშავება ერთ თეთრზე ნაკლები უჯდება, გადავწყვიტე, შემესწავლა რეალობა... გთავაზობთ ზოგიერთი ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებული ელექტროენერგიის იმ ტარიფებს, რომლებიც ოფიციალურად სემეკის დადგენილებაშია მითითებული. მაშ, ასე:
"ენგურჰესს" ერთი კილოვატი ელექტროენერგიის გამომუშავება 2,13 თეთრი, "ვარდნილჰესების კასკადს" კი 1,17 თეთრი უჯდება, "ვარციხჰესს" - 1,25, "ხრამჰესს" - 1,76. ამ სიაში შედარებით მაღალი ტარიფები დაფიქსირებული აქვთ ""ენერგოპროს"" ობიექტებს: "გუმათჰესების კასკადს", "ძევრულჰესს", "რიონჰესსა" და "შაორჰესს". აქვე მითითებულია თბოელექტროსადგურების გამომუშავებული ელექტროენერგიის ღირებულებაც, რომელიც 6-დან 8 თეთრამდე მერყეობს.
გენადი მესხია, ენერგეტიკის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, დოქტორი, მცირე, მინი და მიკროჰესების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი: "ამ მონაცემებით შეწონილი (საშუალო) ტარიფის ღირებულება 4,45 თეთრს არ აღემატება. დღეს იმპორტის წილი ჩვენთან ნულია, პირიქით, საქართველო ელექტროენერგიას ყიდის კიდეც. თბოელექტროსადგურების წილი ქართულ ენერგოსექტორში 20%-ს არ აღემატება. სემეკმა ტარიფის გაზრდა იმით ახსნა, რომ ქვეყნის თბოელექტროსადგურებში გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი გაზის ღირებულების ხარჯზე იზრდება. არადა, სემეკმა ეს დადგენილება 2006 წელს გამოსცა.
როცა ტარიფს ადგენდნენ, მაშინ ელექტროენერგიის ტარიფში თბოელექტროსადგურების წილი 28%-ს შეადგენდა. მას შემდეგ თბოელექტროსადგურების წილი მკვეთრად შემცირდა, შემცირდა მასობრივი გამრიცხველიანების გამო კომერციული და ტექნიკური დანაკარგიც. ბუნებრივია, ამას ზეგავლენა უნდა მოეხდინა ტარიფზე, მაგრამ მის შემცირებაზე არავის უფიქრია.
იმ კომპანიებს, რომელთაც განცხადება შეიტანეს სემეკში და ტარიფის გაზრდა მოითხოვეს, ხელოვნურად აქვთ გაზრდილი ელექტროენერგიის თვითღირებულება. ექსპერტების გათვლებით, ტარიფი 3-4 თეთრით მაინც უნდა შემცირებულიყო". ეს ელექტროენერგიაზე.
გადავიდეთ წყალზე
"ახლა წყალზეც ვთქვათ. დავიწყოთ იქიდან, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ადამიანის უფლება წყალზე, ჰაერთან ერთად, ფუნდამენტურ უფლებათა შორის აღიარა. თანამედროვე პირობებში წყალს შემდეგი მოთხოვნები აქვს წაყენებული: წყალი უნდა იყოს ორგანოლეპტიკურად მისაღები, ქიმიურად უვნებელი და ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო. წყალი ჯერ აუზში უნდა გროვდებოდეს, სპეციალური ფილტრებით იწმინდებოდეს და სპეციალური ანალიზი უტარდებოდეს.
სიმართლე კი ის არის, რომ საქართველოში სათავე ნაგებობებში კატასტროფული ვითარებაა. ფილტრაციაზე ლაპარაკიც ზედმეტია. წყალი მხოლოდ იქლორება და მისი რაოდენობა იმდენად ჭარბია, რომ დროთა განმავლობაში ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო იქნება. ნორმალურ ქვეყნებში წყალზე ტარიფებს მისი ხელმისაწვდომობისა და მოპოვების სირთულეების მიხედვით ადგენენ.
საქართველო მსოფლიოში წყლის რესურსით მდიდარ ქვეყნებში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა, მაგრამ წყალზე დაწესებული ტარიფები ლამის უდაბნოიანი ქვეყნების ტარიფებს უთანაბრდება(?!)."
დანარჩენი აქ. საინტერესო რამეები წერია
http://www.kvirispalitra.ge/public/5425-mo...-qciskaraq.html This post has been edited by gocha333 on 22 Feb 2011, 00:37
შუა უნდა გაიკრიფოს.@ ბიძინა ივანიშვილი.
სპორტი-სპორტსმენი, გვერდი-გვერდზე და არა
სპორცი-სპორცმენი, გვერძი-გვერძე
რუსეთთან ომი უნდა დავამთავროთ@ვინმე იუზერი GIORGELA