| QUOTE | | პროდასავლური ორიენტაცია რა დოზანაა?! |
წარმოიდგინე ცამეტი-თოთხმეტი წლის,ლამაზი და რამდენადაც ლამაზი,იმდენადვე ბრიყვი გოგო,წარმოიდგინე უბნის N1 ძველი ბიჭი,ნარკომანი,მექალთანე და ავარა,რომელიც ამ ბრიყვ გოგოს გულწრფელად შეუყვარდება და აქ,რაც არ უნდა პარადოქსული იყოს,ვარკვევთ, რომ ამ ბიჭს ეს გოგო საერთოდაც ფეხებზე ჰკიდია,მაგრამ, ამ გოგოს,მიუხედავად იმისა,რომ მას ჰყავს გაცილებით უკეთესი და ღირსეული თაყვანისმცემლები,ამ ბიჭის გარდა სხვა არავინ აინტერესებს,მიუხედავად იმისა,რომ მისთვისაც კი,მიუხედავად მოკლე ჭკუის ქონისა,ცხადზე უცხადესია მისი და მისი ტრფობის ობიექტის ურთიერთობის უპერსპექტივობა. ახლა აიღე სიტყვები "გოგო" და "ბიჭი",ჩაანაცვლე ისინი პოლიტიკური ერთეულებით,რაც დავწერე ისიც გადაიყვანე პოლიტიკურ კონტექსტში და დაახლოებით ალბათ მიხვდები ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილში არსებული"პრო დასავლური" ორიენტაციის რაობას.
|