დასხდნენ და იოცნებონ,რომ აშოტ კურაპალატი სომეხი იყო.
რახამც ვიღაცას ეოცნებება კურაპალატის სომხობა,
ეგრევე სომხად იქცევა.

თემა უნდა გაგეხსნათ მეც,გან-ში.
საჭიროდ ვთვლი პატარა ახსნა-განმარტება დავწერო.
ბაგრატიონთა გვარის აღზევება დაიწყო ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში.
ბაგრატიონები საქართველოსა და სომხეთშიც ერთ-ერთ უდიდესი გავლენის
მთავართა საგვარეულოდ იყო მიჩნეული. ბაგრატიონებმა მეფობას მიაღწიეს
საქართველოში მე-9 საუკუნის დასაწყისში(აშოტ დიდის დროს),
ხოლო სომხეთში მე-9 საუკუნის ბოლოს. ქართველ ბაგარატიონთა საგვარეულო სამფლობელოს
ცენტრი იყო კლარჯეთი. ბაგრატიონთა გვარეულობა ძველ-ქართული ფარნავაზიანთა
დინასტიის განშტოებას წარმოადგენს. ძველი საისტორიო წყაროების მიხედვით,
ქართველები გადმოსახლებულან თანამედროვე მიწა-წყალზე სამხრეთიდან, რომელიღაც
ქვეყნიდან, რომელსაც ეწოდება ''არიან-ქართლი''. ეს გადმოსახლება მომხდარა
აზო-ფარანავაზიანთა დინასტიის წინაპრის მეთაურობით. სავარაუდოდ, არიან -ქართლში უნდა
იგულისხმობოდეს ხეთა-ურარტუ. როგორც ვიცით, ბაგრატიონები თავს დავით მეფის შთამომვლად თვლიდნენ.
როდის მოხდა სომხეთის ბაგრატიონების გამოყოფა საქართველოს ბაგრატიონთა გვარეულობისაგან...
სომხეთის კოგის პროვინცია იყო სომხური არშაკიდების სამფლობელო. ეს პროვინცია
გადავიდა ბაგრატიონთა ხელში მას შემდეგ, რაც სომხეთში დაეცა არშაკიდების დინასტია.
თავდაპირველად სომხეთის ბაგრატიონების სამფლობელო იყო სომხეთის სპერის
პროვინცია. ეს პროვინცია მდებარეობდა ჭოროხის ხეობის სათავეში. სპერის ქალაქი იყო
ბაიბურთი. ისტ. წაყაროებიდან ირკვევა, რომ ამ ტერიტორიაზე როგორც ანტიკურ, ისე
საშუალო საუკუნეებში მოსახლეობა იყო ქართული. ეს ტერიტორია ანტიკურ დროში შეიერთა სომხეთმა,
მაგრამ მოსახლეობა ქართული გახლდათ. სომხეთის სპერის გვერდით არსებობდა იბერიის სპერიც,
რომელიც კლარჯეთის ნაწილი იყო და ის სომხეთმა დაიჭირა. მოსახლეობის შემადგენლობა არ შეცვლილა,
სომხების იქ ჩასახლებას ადგილი არ ჰქონია. მოსე ხორენელი აღნიშნავს, რომ სომხეთის ბაგარტიონთა
სამფლობელო, რომელიც მდებარეობსო სომხეთის დასავლეთ სანაპიროზე, არისო მხარე, სადაც
არ ისმისო სომხური ენა. სომხეთის სპერი ეს არის ნაწილი, ჩამონაჭერი მესხეთის მხარეებისა.
ამის შემდეგ გასაგებია, რომ სპერის ამ ტერიტორიაზე, რომელიც სომხეთის ფარგლებში გადავიდა, მმართველ მთავრებად დარჩენილა განშტოება იმავე ბაგრატიონებისა, რომლებიც მკვიდრობდნენ აქ უფრო ადრე,
ვიდრე ეს მხარე სომხეთს შეუერთდებოდა. სომხეთის ბაგრატოვანთა შტოს გამოყოფა ქართველ
გვარეულობიდან უძველეს ხანაში მოხდა, ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, როდესაც სომხეთმა
შეიერთა იბერიის სანაპირო სპერის მხარე. მათი გავლენა ნელ-ნელა იზრდებოდა.
მე-4 ს-ის შემდეგ, როცა სომხეთში დაეცა არშაკიდების სამეფო სახლი, სომხეთის ბაგრატიონთა
მფლობელობაში გადავიდა არარატის კოგის პროვინცია და ციხე-ქალაქი დარონქი.
ბაგრატიონთა სომხური შტო დროთა განმავლობში ახლო დაუკავშირდა სომხეთის ქვეყანას.
უფრო მოგვიანებით მიიღეს სომხეთის მეფობაც. მე-7 საუკუნის ისტორიკოსის სებეოსის მატიანეში მოყვანილია გენეალოგია ბაგრატიონთა გვარისა, რომელიც იწყება ფარნავაზიდან. აქვე,
სომხეთის ბაგრატიონთა
სახლის წრმომადგენელი ბაგრატი მოიხსენიება როგორც ფარნავაზიანი. მოსე ხორენელი,
სომხეთის კარის ისტორიკოსი, კატეგორიულად უარყოფს სომხეთის ბაგრატიონების სომხურ
შთამომავლობას. მას მოჰყავს თქმულება ბაგრატიონთა გვარის ჰურიასტანიდან შთამომავლობის შესახებ,
რაც უცილობლად გამოძახილია ქართველთა უძველესი თქმულებისა.აი, ასეა საქმე და დაწყნარდით სუყველა!.....
This post has been edited by Phobos on 23 Feb 2011, 00:46