მოკლედ გავითვალისწინებ კარდუს თხოვნას და ვეცდები მოკლედ ჩამოვწერო ამ დაპირისპირების მიზეზები.
პირობითად ხელისუფლებას მივანიჭებ ციფრ 1-ს,ოპოზიციას ციფრ 2-ს კითხვა პასუხის დროს რომ გასაგები იყოს ვინ რა თქვა

1.ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ქონდა მონაწილეობის საშუალება,ტენდერის პროცესში ასევე ჩართულნი იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები მეტი გამჭვირვალობის მისაღებად.(მონაწილეობდნენ ქრისტიან დემოკრატების და თუ არ ვცდები ალიანსის წევრები)
2.ტენდერი ჩატარდა უსამართლოდ და გაიმარჯვეს უგულავასთან დაახლოებულმა კომპანიებმა რომელთაც ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ ქონდათ,მოვითხოვთ ტენდერის გაუქმებას და ახლის ჩატარებას(კუკავა,ხიდაშელი)
1.გაიმარჯვეს იმ კომპანიებმა რომელთაც დააკმაყოფილეს ტენდერის პირობები და წარმოადგინეს შესაბამისი საბანკო გარანტიები(უგულავას თუ ვიცნობ ტენდერში არ უნდა მივიღო მონაწილეობა?) ძველმა ფირმებმა რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ ტენდერში 2000 წელზე მაღლა მანქანის შემოყვანაზე უარი განაცხადეს ,როდესაც გამარჯვებულებმა ფაქტიურად ახალი მანქანების შემოყვანაზე განაცხადეს თანხმობა რაც დაახლოებით 200 000 000 მილიონის ინვესტიცია გახლავთ ქალაქის ტრანსპორტში,შესაბამისად გამარჯვება ამათ ერგოთ.
2.თქვენ აიმხედრეთ მთელი ქალაქი,ტრანსპორტმა შეწყვიტა მოძრაობა თქვენს გამო ,ხალხი დაზარალდა ამით
1. მძღოლები შეიყვანეს შეცდომაში იმ კომპანიებმა რომლებიც დღეს მოქმედებენ ,ამას მოყვა ეს აქცია ,ვაღიარებთ რომ მეტი პიარი იყო საჭირო ამ საკითხთან დაკავშირებით.
2.რას უშვებით იმ ხალხს რომლებიც ამდენი ხანი იკვებებოდნენ ამ ბიზნესით?იმ ხალხს რომელსაც შეძენილი ქონდა ლიცენზია და თუ ეს ბიზნესი უკანონოა ,თქვენი ხელისუფლების დროს რატომ აძლევდით მისი წარმოების საშუალებას ?
1.ჯერ ერთი 2004 წლიდან სამარშუტო ხაზებზე არც ერთი ლიცენზია არ გაცემულა , ისევე როგორც არც ერთი თეთრი არ მიდიოდა ბიუჯეტში,ამ ხაზების მფლობელები ყველანი იყვნენ გაფრთხილებულნი რომ ტენდერის გამოცხადების შემდეგ თუ ისინი ვერ შეძლებდნენ მის მოგებას მათი ბიზნესი შეწყვეტდა არსებობას ,მათ ბოლო გაფრთხილება და მომავალი ტენდერის პირობებზე გაფრთხილება მიიღეს ერთი წლით ადრე ,ასე რომ ყველა დაინტერესებულ პირს ქონდა დრო მომზადებულიყო და ვინც შეიტანა განაცხადი ყველამ მიიღო მონაწილეობა ,თუმცა მათმა შემოთავაზებულმა პირობებმა ვერ დააკმაყოფილა სატენდერო მოთხოვნები. რატომ ვაძლევდით უკანონო ბიზნესის წარმოების უფლებას? ეს ყველაზე საიტერესო შეკითხვაა .
2. თქვენ უწესებთ მაღალ გადასახადებს მძლოლებს ,რის გამოც გაფიცვაა და ეს ბუმერანგივით შემოგიტრიალდებათ არჩევნებზე.
1.აქ ისევ გარკვეული დაინტერესებული ჯგუფების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან გვაქვს საქმე ,პირიქით ჩვენ კი არ ვზრდით არამდენ ვამცირებთ გადასახადებს 10 ლარამდე ,მანაქანის შესყიდვა იქნება სურვილისამებრ 10+35 ლარი 5 წლის ვადით. ჩვენ ასევე შემოგვაქვს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის შეღავათები რაც მოქმედებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში,დღეს ამ შეღავათით სარგებლობს 600 000 მდე მოქალაქე ,მათ საშუალება ექნებათ ისარგებლონ ამ შეღავათით სამარშუტო ტაქსშიც,რასაკვირველია ამ სხვაობას თბილისის მერია იხდის.
2.თქვენ გააძვირებთ მგზავრობაზე ფასებს რაც დაარტყავს ჩვენს ისედაც გაჭირვებულ მოქალაქეებს.
1. სამარშუტო ტაკსების ფასის დადგენა არ არის მერიის უფლება ,თუმცა ჩვენ დარწმუნებულნი ვართ რომ ფასები არ გაიზრდება ,რადგან ფასის გაზრდა გამოიწვევს მგზავრების შემცირებას და სხვა ტრანსპორტით მგაზავრობას აიძულებს მათ, ჩვენ ვგეგმავთ ასევე ტრამვაის აღორძინებას რაც თავისთავად წარმოშობს ალტერნატივას და ჯანსაღ კონკურენციას.
მგონი ეგ იყო ძირითადი საკითხები,თუ არა დაამატეთ.

ასევე უკაცრავად თუ რომელიმე მხარის პოზიცია ზუსტად ვერ განვმარტე.
This post has been edited by LARSI on 27 Feb 2011, 15:25
ისა, უკაცრავად, ცხინვალს ვაძინებ და ცოტა იქეთ იხმაურეთ რა...
არ დათმო და დაგითმობენ.
ვაჟკაცი ხარ მაშინ როდესაც ცხოვრობ ისე როგორც შენ გინდა.