საქართველო: თბილისს სამთო-სათხილამურო ცენტრად გადაქცევა სურს
მოლი კორსო
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა საქართველო სამთო-სათხილამურო დასვენების თაყვანისმცემელთათვის სამოთხედ გადააქციოს. ლიდერისთვის, რომელსაც მთავრობის სხდომა მყვირალა მწვანე ფერის სათხილამურო კოსტიუმში გამოწყობილს მიჰყავს, ასეთი იდეა ბუნებრივია, მაგრამ ჩანაფიქრის განხორციელების მაღალი ღირებულება აჩენს ეჭვებს, რომ ეს ოცნება როგორც სჩანს მხოლოდ ამბიციური პროექტია და არა პროგრამა, რომელიც ეკონომიკურ წარმატებაზეა გათვლილი
კამპანია შარშან შემოდგომაზე, მაღალმთიანი სვანეთის ქალაქ მესტიაში დაიწყო. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ სვანეთს ტურისტულ ცენტრად გადააქცევს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს და შვეიცარულ სამთო-სათხილამურო კურორტებს კონკურენციას გაუწევს.
როდესაც იანვარში მესტიაში თოვლი საერთოდ არ მოვიდა, ხოლო ცნობები პირველი ოფიციალური სათხილამურო სეზონიდან მიღებულ შემოსავლებზე ჯერ არ არსებობს, ხელისუფლებამ გამოაცხადა რომ მეორე სამთო-სათხილამურო კურორტს გახსნის – ამჯერად სვანეთიდან სამხრეთით, შავი ზღვის სანაპირო რეგიონის აჭარის მთებში. ამ ყველაფრის გარდა ხელისუფლება ამბობს, რომ ააშენებს ქარხანას, რომელიც თხილამურებს დაამზადებს.
რამდენიმე კვირაში აღმოჩნდა, რომ სათხილამურო ციებ-ცხელებამ ასევე შეიპყრო მიხეილ სააკაშვილის მოკავშირე თბილისის მერი გიგი უგულავაც. ახლა სამთო-სათხილამურო კურორტის სამშენებლო სამუშაოები თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზეც მიმდინარეობს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, რომელიც რეგულარულად ატარებს სოციოლოგიურ კვლევებს და სწავლობს მოსახლეობის მხრიდან პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის დონეს, ფიქრობს რომ მთავრობის მოულოდნელი ლტოლვა სამთო-სათხილამურო კურორტების მშენებლობის მიმართ ერთგვარი დიდი იდეაა, იმ ტიპის უკვე რეალიზებული იდეების მსგავსი, როგორიც იყო ელექტრომომარაგება, საგზაო პოლიცია და გზების მშენებლობა, რომელმაც სააკაშვილს კარგი სამსახური გაუწია.
სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების ხარჯზე ეკონომიკური განვითარების პროგრამის სტიმულირების ფარგლებში, 43 წლის პრეზიდენტი სამთავრობო სხდომებს და ბრიფინგებს ჟურნალისტებისთვის მთის ფერდობებზე მართავს და დრო და დრო ნაციონალური ტელეარხების კამერების წინ, რომლებიც მას მუდმივად უკან დაჰყვებიან იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ თავადაც ფლობს თხილამურებზე დგომის ხელოვნებას. საქართველოს მოსახლოებას „სურს ჰქონდეს მეტი ფული და მეტი საქონელი“ – ამბობს კაჭკაჭიშვილი – „სააკაშვილს კი უნდა რომ თავისი მოდერნიზაციის სტრატეგიით მოსახლეობის უმრავლესობა მოიმხროს… მას ქვეყნის მოდერნიზაციის საქმიანობაზე დაყრდნობით ხელისუფლებაში დარჩენა სურს“.
თუმცა, ხელისუფლება ამტკიცებს რომ სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების კამპანია კარგად გათვლილ სახელმწიფო სტრატეგიას ეფუძნება და არა ვინმეს პირად სურვილებს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას დაევალა წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური ბაზის მომზადება ავსტრიული ფირმა Klenkhart and Partners-ის პროექტისთვის. ანალოგიურ პროექტს მესტიისთვის ქართულ-კანადური კომპანია ამზადებს.
კამათის ცენტრალურ თემად იყო და დღესაც რჩება პროექტების ღირებულება. პრეზიდენტის სამთო-სათხილამურო მარგალიტის მესტიის პროექტის ხარჯები მთლიანობაში 2010-1011 წლებში 254 მილიონი ლარია (145 მილიონი დოლარი). სამუშაოებს ბიუჯეტიდან და საერთაშორისო კრედიტების ხაზიდან დააფინანსებენ. ეს იმ სახსრებზე მეტია, რომლის გამოყოფასაც მთავრობა იმავე პერიოდით გეგმავს გარემოს დაცვის სამინისტროსა და კულტურის სამინისტროსთვის. შესძლებს კი მესტია ისეთი რაოდენობის ტურისტების მოზიდვას, რომელიც მსგავს ხარჯებს გაამართლებს? ეს კითხვა კვლავ ღიად რჩება.
საქართველოს ტურიზმის ნაციონალური სააგენტოს მონაცემებით, 2010 წელს სამთო-სათხილამურო კურორტებს გუდაურს და ბაკურიანს, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში აშენდა, 56 000 მოთხილამურე ესტუმრა. სააგენტოს შეფასებით, მათი 85-90% ქვეყნის მცხოვრებლები იყვნენ. 1 730 უცხოელი ტურისტიდან, რომელიც 2010 წელს სააგენტომ გამოკითხა, მხოლოდ 8%-მა განაცხადა, რომ ამ ორი კურორტიდან ერთ-ერთს სტუმრობდა.
ასეთი ციფრები პრეზიდენტის პროექტის კომერციულ მიმზიდველობას ეჭვქვეშ აყენებს. იმის გათვალისწინებით, რომ შარშან საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე 60 000-ზე ნაკლები ადამიანი ჩავიდა, ეს ციფრი ვერ გამოდგება ახალი კურორტების მშენებლობის გამართლებისთვის, აღნიშნავს სამთო-სათხილამურო ინდუსტრიისა და ტურიზმის საკითხების კონსულტანტი ჟენევიდან ლორან ვანატი.
ის ამბობს, რომ საერთაშორისო დონის სამთო-სათხილამურო კურორტებს წელიწადში საშუალოდ 300 000 ტურისტი სტუმრობს და დასძნეს, რომ ეს ციფრი მერყეობს კონკრეტული ქვეყნის მონაცემების მიხედვით. მთლიანობაში პროექტის კომერციული სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფისთვის, დამსვენებელთა მინიმუმ ნახევარს უცხოელი ტურისტები უნდა შეადგენდნენ – ამბობს ექსპერტი.
ადგილობრივი საინფორმაციო ტურისტული ცენტრის მონაცემებით, მესტიაში კურორტის გახსნის შემდეგ იქ მხოლოდ 200 ადამიანი იმყოფებოდა. ასეთი დაბალი მაჩვენებელი წლევანდელი უთოვლობითაც აიხსნება.
საქართველოს ტურიზმის ნაციონალური სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის ბექა ჯაყელის თქმით, სააგენტო გეგმავს ქართული სათხილამურო კურორტების დატვირთვა არსებულ შესაძლებლობებს „გაუთანაბროს“. „ახლა ჩვენ განვითარების საწყის ეტაპზე ვიმყოფებით. ვფიქრობ, დიდი სამუშაო ჩატარდება. ეს გრძელვადიანი პროექტია“ – ამბობს ჯაყელი და ხაზს უსვამს იმას, რომ მისი უწყება მუშაობს იმ მიმართულებით, რომ მარკეტინგულმა კამპანიამ ფეხი აუბას ადგილებზე არსებულ პოტენციალს.
ამ მიზნის მიღწევა შეიძლება დამოკიდებული იყოს დამსვენებლთა მოთხოვნებზე. მაგალითად მესტიაში ახალი გზებია, სასტუმროები, აეროპორტი და იტალიური საბაგირო, მაგრამ ინვენტარის გაქირავების მომსახურება არ არის.
მომხმარებელთა სიმცირე ჯერ არ ასახულა პატარა მაღაზიის მეპატრონის თამილა ჩართულიანის პრეზიდენტის გეგმებთან დაკავშირებულ ოპტიმიზმზე. „პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობას სვანეთი აინტერესებს“ – ამბობს იგი – „ახლა ყველას სურს სვანეთის ნახვა, რაც მე ძალიან მახარებს“.
ეს უდაოდ გაახარებს საქართველოს მთავარ მოთხილამურესაც. „არ არსებობს არც ერთი მიზეზი, რაც ხელს შეგვიშლის საქართველო მსოფლიოში ცნობილ ტურიზმის ცენტრად გადავაქციოთ“ – უებნებოდა ის იანვარში აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებს.
http://foreignpress.ge/?p=16589
ქვის ხანა იმიტომ კი არ დასრულებულა, რომ ქვები გათავდა....
Let's move to clean energy.