Shurigeკარგი მაშინ
დაარქვით საათს დრომზომი
ვიოლინოს ყელფანდურა
არ მიიღო ხალხმა ეს სიტყვები და...
სამაგიეროდ, ყველგან რო ნიგერია, ჩვენთან ზანგია
ყველგან რო კრაკადილია, ჩვენთან ნიანგია
ეხლა არ მცალია, ხვალ არ მცალია უფრო სწორად და უნდა დავიძინოთ და სხვა დროს ვისაუბროთ თუ გინდა
რაღაცებზე მაინტერესებს შენი მოსაზრება,
უბრალოდ იმის თქმა მინდა და ამ აზრზე ვრჩები, რომ ენა მაშინაა ცოცხალი ზუსტად, როცა ხალხს მიყვება.
რა ჯანდაბად მინდა ენა, თუ ჭილიპყურა პოჭოჭიკი დამაძალეს რაზვადნოი ვტულკის მაგივრად.
როგორც მინდა და რასაც მინდა, ისე ვიტყვი
გაიგებს გამგები? მოეწონება და გაიმეორებს? დარჩება
რატო საუბრობთ ენაზე, როგორც განყენებულ რამეზე ეგ არ მესმის.
ხალხი ლაპარაკობს ამ ენაზე
დიდი პატარა, ერი ბერი, დებილი ბრძენი
ზოგი ისე, ზოგი ასე...
მე ის უფრო მიშლის ნერვებს, რომ წერა და ლაპარაკი არ იციან
პირში და დროში ვერ აბამენ სათქმელს დღევანდელი ჟურნალიუგები
თორემ
სიტყვა ინდუსტრიალიზაცია როგორ მოარჯულა გალაქტიონმა ქე ვიცით
თუმცა, იმის არ იყოს...
ყველა გალაქტიონი ვერ იქნება...
* * *
ერთი რამე კიდევ:
რამდენმა ნასესხებმა სიტყვამ გაუძლო დროს და შერჩა ქართულს?
კვართიო - დარწმუნებული ხარ, რომ 100% ქართულია და არსაიდან არაა აღებული
შეიძლება იყოს კიდეც და მივესალმები მის დანერგვას, მაგრამ ტელევიზორში რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, კვართების ახალი კოლექციაო, არ დაინერგება, საროჩკად დარჩება.
გმირი - კიმერიელიდან მოდის
თავის დროზე დაგმეს ალბათ
ოხერი - შუმერებიდან
და ა.შ.
მაგალითი: შუა ქალაქიდან უცბად აიტაცა ხალხმა
ტოლმა მივეცი, რა ტანი მისცა და ა.შ...
ამას რას ვუშვრებით, ვტოვებთ თუ გაგვაქვს ენიდან?
თუმცა თავად ენამ გაიტანა თავისი თავიდან, ვერ დაინერგა ეს ტერმინი
სერიალთან ერთად დალია სული