აბსოლუტურად სწორად შენიშნე, ოღონდ ეგ ამ ჩვენს წილხვედრეთში არც უცნაურია და არც პარადოქსი.
აგერ. შენი სიტყვების დამადასტურებელი მაგალითი დღესაც შემხვდა:
სახალხო კრების ახლად დაფუძნებული ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი აკაკი ჩოფლიანი - "ისეთი ახალგაზრდული მოძრაობა, რომელიც სახალხო კრებას აქვს, აქამდე არ ჰყოლია არც ერთ პოლიტიკურ პარტიას"http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...8-07032011.htmlვინმე აკაკი ჩოფლიანმა ჯერ თქვა, რომ აბსოლუტურად არაპოლიტიკური წარსულით მოვედი წარმომადგენლობით სახალხო კრებაშიო. მერე კი ასე ჭიკჭიკებს - სახალხო კრების კარი ყველასთვის ღიაა და სხვა პარტიები რას გააკეთებენ, არ მაინტერესებსო. ანდა ეს ციტატა: "გარწმუნებთ, სახალხო კრება არის ერთადერთი ალტერნატივა ხელისუფლებისა და იმ ძალებისაც, ვინ თავს ოპოზიციონერს უწოდებს".
ანუ რა ხდება? როგორც 90-იანებში - უმეტესობამ არ იცოდა პოლიტიკის პროფესიონალური კეთება, მაგრამ ჯიუტად ესწრაფვოდა მოვლენების სათავეში მოქცევას. ჰოდა, რადიკალიზმის გარდა სხვა მეთოდი თითქმის არც გააჩნდათ.
დღესაც მგავსი ვითარებაა. რით უნდა გამოირჩეს რომელიმე ჩოფლიანი კოლეგა-ოპოებისგან? რით და, ვინც უფრო ხმამაღალი ბაგუნით ჩაიცემს მჯიღს გულში და უფრო ხატოვნად დაიწყევლება, უფრო "შესამჩნევი" ხალხის რჩეულიც თურმე ის ყოფილა.
პირადად ჩემთვის კი, ერთი კონკრეტული გერონტისთვის, უბრალოდ უნიჭო Yლეთა ჯოგი ღავღავებს - რევოლუცია, რევოლუციაო. და პირველ რიგში კი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ თვით იმ ჯოგში გამოირჩნენ.
ამომრჩეველთაგანაც ბევრი როგორ უყურებს: ვისაც დუჟი გადმოსდის - იმას მუხტი აქვს, საინტერესოა, ხოლო ვინც პროფესიონალურად ცდილობს პოლიტიკის გაკეთებას - ის ჩმორია, "უინტერესოა".
მომისმინეთ. რადიკალუნიებო - თქვენ ხართ პიტალოები და თქვენი საქმე - მხოლოდ საქმის გაფუჭებაა.
აი, ბევრი ამომრჩეველიც რომ თქვენნაირი არ იყოს, ამ ქვეყანას კიდევ ექნებოდა წარმატების შანსი. მაგრამ არა შეჯდა მწყერი ხესა.
This post has been edited by Geronti on 7 Mar 2011, 21:26