აქ არასწორად რომ არავინ გაიგოს.
საბჭოთა კავშირს, მის ეკონომიკის სტრუქტურასა და საზღვრებსა, ასევე მის არაეფექტურობას საკმაოდ კარგად ვიცნობ.
და შესაბამისად არანაიარად არ ვამტკიცებ მის უპირატესობას - უფრო პირიქით.
და ყველაფერი ამის ფონზე რამდენად სამარცხვინოა, რომ თვით ასეთ არაეფექტურ ქვეყანაში - მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობდა იმაზე უკეთესად, ვიდრე დარჩენილ მსოფლიოში (ორი ათეული სახელმწიფოს გარდა).
როგორც იმ პერიოდში, ასევე დღეს.
და ეს პერიოდი გრძელდებოდა სადღაც 50-იანებიდან 89-90 წლამდე.
მანამდე ომი იყო - გინდა არ გინდა მოიტანა გაპარტახება და მსხვერპლი.
უფრო მანამდე კი რეპრესიები და ინდუსტრიალიზაცია.
და აქვე პასუხი სპორტს.
კოლექტიური მოქმედების პრობლემების დაძლევის, ანუ საზოგადოების ეკონომიკური მართვის ორი გზა არსებობს მხოლოდ:
აუტომატიზირებული მოტივირების სისტემა (მონეტიზირებული და/ან არამონეტიზირებული "თაფლკვერით"), ანუ ბაზარი და ინიციატივა-
იძულების/რეპრესიული ინსტრუმენტარიუმის იდეურად გამართული და მძლავრი სისტემა (იგივე "მათრახები") - 'სტალინიზმი' ასე ვთქვათ.
შესაბამისად სწრაფ დროში - გიგიანტური ეკონომიკური ზრდის მიღწევა - მხოლოდ იძულების/რეპრესიული მეთოდებით იყო შესაძლებელი.
რამნდენად გამართლებული, ჰუმანური, მორალური და ა.შ. - ეს უკვე სხვა საკითხია. თუმცა ტექნიკურად - სხვანაირად არ გამოდიოდა.
იმისათვის, რომ ამ წამოწყებისგან გრძელვადიან პერსპექტივაში "რამე" გამოსულიყო - სტალინის შემდეგ უნდა მოსულიყო დენ ქსიაოპინის ტიპის ლიდერი და ვნახოთ, იქნება ამერიკა დაცემულიყო ამ ჭიდილში

მაგრამ ეს ლირიკაა ამჯერად:
მთავარი კი ის არის, რომ
მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ 50-60-70-80-იან წლებზე, როდესაც საშუალო-სტატისტიკური საბჭოთა მოქალაქე უკეთ ცხოვრობდა, ვიდრე ის ცხოვრობს ახლა.
ანუ ამოსავალი წერტილი არ არის ჰელსინკის კავშირი და თავისუფლებები.
არც GDP ზრდის ტემპები, არამედ ადამიანის სოციალური დაცულობის ხარისხი.
და სამარცხვინოა, რომ ეს "ბოროტების იმპერია", დიქტატურა და სოციალისტური ეკონომიკა ახერხებდა ამას უკეთ, ვიდრე დღევანდელი ქვეყნების უმრავლესობა.
This post has been edited by Codex on 15 Mar 2011, 04:34