გიჟი ხრუშჩოვიდან იწყება ჩემი ზუსტი მახსოვრობა.
1968 წ. სკოლაში ომი გვქონდა პიონერულ ყელსახვევებზე ---სადაც მოვასწრებდით... ვიხსნიდით.
უბნის ინსპექტორი სულ დაგვდევდა-გვამოწმებდა ,,ძნელად აღსაზრდელებს''.
კომკავშირელებს და კომკავშირის მდივანსაც ვბერტყავდით ხოლმე ,,ჩუმად''.
რუსულს არ ვსწავლობდით და ჯანმრთელ სამიანზე გადავდიოდით რუსულზე.
სამაგიეროდ ქართულს, ინგლისურს,ფრანგულს და გერმანულს ვსწავლობდით მონდომებით.
8-კლასის დამთავრებისას ,,ძნელად აღსაზრდელები'' ჩაგვჭრეს და გვაიძულეს სკოლიდან პროფებსა და ტექნიკუმებში გადასვლა.
ასე ამოვყავით თავი საღამოს სკოლასა და პროფში.......
დამთავრდა ჩემი განათლება საბჭოური ამით.
74-75 წლებში აპრილის ბოლოდან თითქმის ოქტომბრამდე - ოჩამჩირიდან ადლერამდე ყველა ,,დახურულ-ღია'' დასასვენებელ სახლსა,ტურბაზასა თუ სანატორიუმების პროდუქტებით მომარაგების-კვების სისტემაში გავდიოდით პრაქტიკას......სოჭიდან მოდიოდა ძირითადად პროდუქცია.
სამოთხე.
სტიპენდია 58 მანეთი.
ეხლაც მიგდია სადღაც 5-ით დიპლომი.... ერთი ოთხიანით.....--- უმაღლესი მე-6 თანრიგის შეფ-კულინარისა.
გამანაწილეს 18 წლის ღლაპი წარმოების უფროსად.....
კიდევ კარგი დამხმარე მუშად ჩამოქვეითებულმა ,, საქმოსანმა ბუღალტერმა'' ,,მიშვილა'' და შემასწავლა-მიწარმოა მთელი აღრიცხვა-ანგარიშგების ბუღალტერია.
დილის 6 საათზე უნდა მე გამეხსნა და მე უნდა დამეკეტა ობიექტი ღამის 12 საათზე.
რამის გამალოთეს და დამღუპეს ღიპით..... ნახევარი მილიონი მანეთის საქონელზე ვიყავი მატერიალურად პასუხისმგებელი პირი.
15 ოფიციანტი მაბარებდა ნავაჭრს და მე ვაბარებდი ბანკში.....ტომრით.
უნდა გააგრძელო სწავლა მოსკოვის კოოპერაციულ ინსტიტუტში.....უნდა შეხვიდე კომკავშირში და მერე პარტიაში ---მაწვებიან ,,ზეიდან''....
ვაი! ეს სადა ვარ ვფიქრობ.... ,,გიორგობისთვე''-ს ჰგავს კომიკურად ჩემი ამბავი.
ხელფასი მაქვს 120 მანეთი და ,,ეკონომია ბუღალტერს'' გამოჰყავს დღეში საშუალოდ ჩემს წილად 100 მანეთამდე.....???
ჩემმა უფროსმა ძმამ შემახვედრა ერთ ჩახედულ ,,ჭკვიანს'' და გამარკვიეს: სუფთა და უკომპრომატო საბუთები ამ სისტემაში ძალიან ცოტას აქვს და ,,გიყენებენო''.
რამე რომ მოხდეს --- ეგრევე გაგწირავენ და წახვალ ციხეშიო!.....ან უნდა ,,ჩაიფლოო ბოლომდეო.''
წამოვედი ეგრევე....მივატოვე პირდაპირ ---თვითონ გადააბარეს ,,სასურველს''......
სულ სამი თვე..... და გავერკვიე საბჭოთა სისტემაში. ესაა ჩემი სახელმწიფო სამსახურის ფინალი დღემდის.
რუსულად ჯერ არცერთი წიგნი არა მაქვს წაკითხული დღემდის...
მამა-პაპიდან მოგვდევს მჭედლობის ხელოვნება მთისა და ხელოვნების გზას დავადექი თვითგანათლების მძიმე გზით და მოვდივარ ასე დღემდის.
34 წელია კაპიტალიზმის წესით ---ჰონონარზე ვარსებობ ყოველგვარი სახელმწიფოს გარეშე.
ასე მოვხვდი მხატვართა კავშირში.
1980 წელს ჩემი ოჯახის თვიური შემოსავალი:
მამა - 495 მან. უპარტიო. ათამდე უმაღლესი მუშური პროფესიით.
დედა- 180 მან.უპარტიო. მუშა.
მე ---2450 მან. საშუალო ჰონონარი თვეში 20% გადასახადის გარეშე.
თუ სამხატვრო სალონში არ იყიდა ვიმემ ჩემი ნახელავი --- 0.
თან ვმონაწილეობ 76 წლიდან რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში.
მაგრამ.....ვიღაც პარტიული ჩინოვნიკი მაინც ჩვენზე ბევრად კარგად ცხოვრობდა......
რატომ?
მერე გავაგრძელებ იმ დროის რეალობების აღწერას... თუ იქნა თემა ,,ცოცხალი''.
This post has been edited by triumpi on 15 Mar 2011, 05:05