განათლებაც და ჯანდაცვაც აბსოლუტურად უფასო იყო ყველა დონეზე, რაც შეეხება ექიმებისგან ფულის აღებას, ამას უფრო მადლიერიბა ერქვა ვიდრე ფასიანი ჯანდაცვა ანუ პაციენტი და მისი პატრონი ჩაუკუჭავდა ხოლმე ჯიბეში ორ კაპიკს ექიმს....
განათლება ფასიანი იყო... ჩასაბარებელი პროგრმა რადიკალურად განსხვადებოდა სკოლის პროგრამისაგან..
უმაღლესში ჩასაბარებლად ნიჭიერ ბავშვსაც სჭირდებოდა მაღალკვალიფიციური რეპეტიტორი, თანაც ისეთი, რომელიც საგამოცდო პროცესში იღებდა მონაწილეობას... რადგან შეიძლება ძალიან კარგად მომზადებული ყოფილიყავი, მაგრამ მაინც ვერ მიგეღო შესაფერისი ნიშანი შესასვლელ გამოცდაზე...
მოკლედ გამოცდებზე მყოფი ლექტორ მასწავლებლების დიდი ბიზნესი იყო რეპეტიტორიბა.. 1000 მანეთიდან 1500 ღირდა ერთი საგანი 4 საგანი ბარდებოდა.... კიდევ პარალელურად იყო ძალიან მაღლი დონოს ჩაწყობა.. ბავშვს საერთო არ უხდებოდა გამოცდაზე მისვლა.. სახლში მიჰქონდატ იქ აწერინებდნენ.. ეს ძირითადად სამედიცინოზე და საერთაშორისო ურთიერთობების .. და იურიდუილის ხალხი იყო ასე კორუფციში ჩაფლული.. ასეთი ჩაწყობა დიდი ფული და ძალიან მაგარი ნაცნობობის ერთობლიობა იყო...
თუმცა იყო ნიჭიერი.. ძალიან ნიჭიერი და მშორომელი ბავშვებისათვისაც გასავალი..( კომაროვი, ვეკუა... რომლებიც 4 საგნიდან 3 საგანში გამზადებდნენ) თუმცა ამ სისტემასაც ჰქონდა ძალიან ბევრი ნაკლი.. და მათი ჩამოთვლაც არ ღირს.. კორუფცია ამ სკოლებში ყვაოდა...
ჯანდაცვა უფასო იყო.. მაგრამ ყველა იხდიდა... შედაგად, შეიძლება ისეთი რამეც ემკურნალად რაც არ გჭირდა...
ცხოვრებაში ორჯერ შემხვდა ეგეთი სიტუაცია... დაზღვევა თუ გაქვს ეხლა არაფრის დიდებით არ გიმკურნალებენ ზედმეტს...
ყველა კატეგორიის და სირთულის ოპერაცია სრულიად უფასოდ კეთტებოდა, ქირურგებს კი 50-100 მანეთს ყოველთვის ჩუქნიდნენ ხოლმე ოპერაციის მერე, რომც არ გეჩიუქებინა არანაირი პრობლემა არ იყო....
შეიძლება არ ყოფილიყავი საოპერაციო, მაგრამ მაინც გაგჭრიდნენ.. იმ 100 მანეთის ხათრით...
მაგრამ ადამიანის მკურნალობაზე ვინმეს უარი რომ ეთქვა, აქაოდა, ფული არა აქვსო - დედის ფათახს დაახურავდნენ თავზე !
კი ნამდვილად... ასეთი შემთხვევები უფრო იშვიათი იყოო..
დღევანდელი ექიმების ძირითადი იმ ანყიდი დიპლომების პატრონებია.. კორუფციის მწვერვალებს, რომ იპყრობდა სამედიცინო ინსტიტუტი,,
განათლება ყველა დონეზე პირველი კლასიდან დოქტორანტობამდე ასევე უფასო იყო....
ეს უკვე განვიხილე....
ყველგან მუშახელის დეფიციტი იყო, სამუშაო უფრო მეტი იყო ვინემ დასაქმების მსურველი...
იყო ფარული უმუშევრობა.. მაგალითად კვლევითი ინსტიტუტები ამ ფარული უმუშევრობის დაფარვის სისტემა გახლდათ.. მაგალითად ერთ ინსტიტუტში "მუშაობდა" 5 000 თანამშრომელი.. რეალურად 200 კაცი აკეთებდა იქ რამეს.. დანარჩენი კლუბივით ყავის სასმელად დადიოდა იქ.. ამაში ფიქტიურ ხელფასს 120 მანეთს იღებდა...
საბჭოთა კანონებით ყველა დასაქმებულს თუ თავისი საცხოვრისი არ ქონდა, ეკუთვნოდა ფართობის გამოყოფა ე.წ. საერთო საცხოვრებელში...
ნაწილობრივ მართალია.. მაგრამ როგორც დღეს მაშინაც ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობდა ქირით...
ანაზღაურებადი შვებულება 28 დღე იყო...
მართლია
საგზურები დასასვენებელ სახლებში 24-28 მანეთი ღირდა სამჯერადი კვებით და სანატორიალური მკურნალობით.
საგზური ყველას არ ხვდებოდა.. პირველ რიგში მისი შოვნისთვის ქრთამი უნდა მიგეტანა.. ანუ 30 ლარი არ ღიდა სინამდვილეში..
სამჯერადი კვება კი არ იჭმეოდა... საჭმლის ხარისხი დღევანდელი ყველაზე ცუდი"სასადილოს" დონესაც ვერ ქაჩავდა...
მოკლედ ჭამა შენი უნდა ყოფილიყო..
ლიკანშიც კი პურით გაჯერებულ კატლეტებს და გრეჩიხას ანუ წიწიბურას მიირთმევდნენ...

თუმცა ნაკლიც ბევრი ქონდა იმ წყობას, მაგრამ სოციალური მხრივ დღევანდელთან შედარებაც არ შეიძლება, ხშირად დასავლეთის მაცხოვრებლებიც კი ერთგვარი შურით უყურებდნენ სსრკ-ს, მართალია, ჩვენთან შედარებით ღარიბულად ცხოვრობთ, მაგრამ თქვენ არ იცით, რამხელა ბედნიერებაა, თქვენ რომ ხვალინდელი დღის შიში არა გაქვთო....
ეჰჰჰჰ.... აი, ამდაგვარ აღმშენებლობას თუ ვეღირსებით კიდევ ოდესმე ამ ქვეყანაში...
რავი, არა მგონია...
მაღაზიები ცარიელი იყო... საშუალო ხელფასი 200 მანეთი იყო.. პენსია 50 მანეთი...
ჩექმა 200 მანეთი ღირდა.. ფერადი უცხოური ტელევიზორი 2000 ლარი.. ჯინსის შარვალი 200 მანეთი..
საჭმელიდან რძე და რძის ნაწარმი იაფი იყო პურთან ერთად.. ხორცი და კარაქი ტალონებზე იყო 1980 წლიდან...
არაფერი იშოვებოდა.. უბრალო შპალიერი ბუნების საოცრებასავით ძნელი საშოვარი იყო...

ეხლა თქვენ იკითხავთ, როგორ ახერხებდა ხალხი ცხოვრებას..
საქართველო ყველაზე ანტიკომუნისტური ქვეყანა გახლდათ მაშინაც... გლეხი საკარმიდამოს ამუშავებდა.. და ბაზარი კარგად მუშაობდა... ნაწილი რაღაცას უშვებდ ცეხავიკები ერქვათ მაგათ...
ნაწილი კი პირდაპირ იპარავდა( მაგალითად ისეთი ფეხსაცმელს ვუშვებდით.. ესპანური ჩექმასავით.. იყო ანუ წამების იარაღივით.. და რადგან არავინ არის მაზოხისტი და არ იყიდებოდა,, მერე ვწვამდით ამ ფეხსაცმელს.... თუმცა ეს არც მუშის არც ამ ფეხსაცმლის გამომშვები ქარხნის დირექტორის კეთილდღეობაზე და ხელფასზე არ აისახებოდა)....
და კიდევ ყველაფერზე ბატონობდა პატივცემული ქრთამი...
განსაკუთრებით ზარალდებოდა მოსახლეობის ის ნაწილი ვინც კანონის და მორალის ფარგლებში ცხოვრობდა..
მორალის ფარგლებში ცხოვრება აუცილებელია.. მაგრამ საბჭოთა ამორალური კანონები პირდაპირ ახრჩობს კაცს....
კანონმორჩილ და წესიერ ხალხს ძალიან უჭირდა მაშინ...
მოკლედ არის ერთი ასეთი საბჭოთაა ფილმი სადაც მთავარ გმირს ასეთი წყევლით წყევლიან.. შენ იცხოვრე მარტო ხელფასზეო..