Pranksterამაზე მიპასუხე, არ გეცოდება?1982 წლის 14 აგვისტოს ჩარგალში “ვაჟაობის” დღესასწაულზე სიტყვით გამოვიდა ჟურნალისტი ნაზი შამანაური( გაზეთ “სამშობლოს” ყოფილი თანამშრომელი) და არნახული გაბედულობით ამხილა დუშეთის რაიონის თანამდებობის პირთა თვითნებობა და ბოროტმოქმედებანი, აგრეთვე საქართველოს სავალალო მდგომარეობა, რისთვისაც იგი მაშინვე დააკავეს უშიშროებისა და მილიციის თანამშრომლებმა. მასთან ერთად დააკავეს დედამისიც.
სასამართლომ მას იძულებით მკურნალობა მიუსაჯა თბილისის ასათიანის სახ. რესპუბლიკურ ფსიქიატრულ საავადმყოფოში, სადაც ნ.შამანაურმა შიმშილობა გამოაცხადა და იშიმშილა 70 დღე. მიუხედავად ამისა მას მაინც აწამებდნენ ინსულინური შოკებით და ნეიროლეპტიკების ინექციებით,რითაც მზიმედ დააავადეს. 1983 წელს ნ. შამანაური სასიკვდილოდ სცემა მედპერსონალმა, რის შედეგადაც მან მიიღო თავის ქალის ტრავმა და პერიტონიტი. იგი გადაიყვანეს თბილისის მეცხრე სლინიკურ საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა. *** ამონაწერები მისი დღიურიდან:
“ამ დღიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა-წამება. გამატიტვლეს ყველას თვალწინ,თმებით მითრიეს,13 დღის ნაშიმშილარს შემიკრეს ზეწრებით ხელ-ფეხი,ზოგი თმას მიჭერდა,მუცელში მცემდნენ,თმას მექაჩებოდნენ,ცხვირზე ხელს მიჭერდნენ, რომ პირი გამეღო.კანი მეწოდა, დამილურჯდა ტუჩები, სასა დამისივდა, ისე მაგრად მკოჭავდნენ, რომ ძარღვები დახეთქვაზე მქონდა.”
***
20.10.82 “მთელი კბილები ჩამამტვრიეს, სახეზე არ შემეხედებოდა. სულ ჩამოვხმი. როგორც არასდროს, ისე მინდა სიკვდილი. სიმწრისაგან ვრაფერს ვგრძნობდი,წამომივიდა პირიდან სისხლი.დეიდას ვეხვეწები მოგვიტანოს დარიშხანი მე და დედას,ოღონდ ასე წამებით ნუ მოვკვდებით.”
ვალიდა აბუსერიძე:” ხომ დაგწიწკნე და დაგასისხლიანე,ჯერ სადა ხარ დასისხლიანება ახლა იქნება, ისეთ რამეს დაგარტავ, რომ დრინჩი გვერძე მოგექცეს.”
***
“პროტესტის ნიშნად ვშიმშილობდით, როცა შეიტყვეს, თმებით მათრიეს იატაკზე, ნაშიმშილებ მუცელზე პეხი დამაჭირეს.მერე ძუძუზე ფეხი დამაჭირეს სუნთქვის შეკვრამდე.
მერე ზეწრებით შემკრეს, ლანცეტი სასამდე დამაჭირეს, რომ პირი გაეღებინებინათ და კოვზს ბურღივით მიტრიალებდნენ ხახაში, თმებს მქაჩავდნენ ისე, რომ ბღუჯა-ბღუჯა თმები ბალიშზე ეყარა. 3-4 სანიტარი მაწაამებდა ერთდროულად, მცემდნენ მთელი გამეტებით სახეში, ზურგში, კისერს მიდრეკდნენ საქონელივით. ხითხითებდნენ გამომწვევად…”
***
76 დღის შიმშილი… ფილტვებს უჭირს სუნთქვა, სხეულს მოძრაობა… პირში აცეტონის მკვეთრი სუნი მაქ. მედპერსონალი მერიდება: ” ფუუ.. როგორ ყაარს. არ სჭამს და მა რა იქნება…”http://ucnauri.com/157063/ნაზი-შამანაური-მსხვერპლი/
იცი რა ლამაზი და ნიჭიერი იყო? ათასები ჩაალპეს ფსიქიატრიულში და კგბ ჯურღმულებში, და თქვენ აქ რას ლაპარაკობთ. უხერხულიცაა პოლიტგანყოფილება ლამის მსოფლიო ლიდერებს უდებთ აქ ანალიზებს და რეცეპტებს და საბჭოთა კავშირის შეფარული ნოსტალგიით მეორე თემა იხსნება ერთ კვირაში, რუსეთზე თემებს ვითვლიდი და 52 ზე რომ ავედი მერე შევწყვიტე.... (ყველას არ გეხებათ, ვინც ბედნიერ ბავშვობას იხსენებთ მაგრამ ნუ ჩათვლით, რომ თქვენი პასუხის ღირსები არ არიან- გიმეორებთ, ბავშვებიც შემოდიან აქ და.. მეცნობა ძალიან ხელწერა გველური...მახსენდება...თუმცა ადრე უფრო ჭკვიანები ყავდათ, შემოაკლდათ კადრები ეტყობა

)
This post has been edited by rusa1960 on 2 Feb 2012, 14:16