#27978237 · 23 Oct 2011, 17:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | ეხლა აგეხილა თვალები 2003 წლის მერე? 2003 წლამდე სად იყავი? მაშინ არ იყო სიყალბე? აი სერიოზულად მაინტერესებს ყოველგვარი ქვეაზრების და ცინიზმის გარეშე. რას აკეთებდი მაშინ? |
თვალები მე ყოველთვის ახელილი მაქვს. ადრე იყო სიყალბე და ერქვა სიყალბე. 7 ნოემბერი ხალხისთვის მოულოდნელი კოშმარი იყო, იმიტომ რომ დაკანონებული ძალადობა სიახლე იყო. შევარდნაძის არეულ დროშიც კი ძალადობას მალავდნენ და არ აჩენდნენ, ეხლა კი გეუბნებიან ძალადობა კი არა კანონიაო!
| QUOTE | | "საბჭოთა საქართველოში " არ გიცხოვრია ეტყობა შენ |
კი, ვცხოვრობდი. კლასბიუროს მდივანიც ვიყავი კლასში, ფორმალურად ვაკეთებდით ყველაფერს, მასწავლებელიც ფორმალურად ითხოვდა, ქაღალდებს ვწერდით და ყველა კმაყოფილი იყო, არავის ჰქონდა ილუზია რომ კომუნისტური ქადაგებები რამეს ნიშნავდა. ის სიყალბე გააზრებული იყო და ფორმალური სახე ჰქონდა. ეხლა აგრესიულად უჭედავენ ხალხს ტვინში რომ ნაცების ყალბი პროპაგანდა არის ნამდვილი, რომ ასეც უნდა იყოს, რომ სახელმწიფოებრიობა ითხოვს ამას.
კომუნისტური წყობის მოშლის მერე უცებ გაქრა მათი იდეოლოგიაც, იმიტომ რომ ყველამ იცოდა რომ ყალბი იყო, და უმტკივნეულოდ შეეგუენ, მაგრამ ეხლა რამდენი დეპუტატი ქადაგებს რუსეთის აგენტებზე, სამშობლოს მოღალატეებზე და აყვავებულ საქართველოზე? ტყუილმა და სიყალბემ დაკარგა ფორმალური მხარე, მას აღარ მალავენ, მისი არ რცხვენიათ.
ნაცებს გონიათ რომ მთავრობა თუ ხარ ყოველთვის მართალი ხარ, მათი კრიმინალი არ ითვლება კრიმინალად, მათი მაფია არ ითვლება მაფიად, მათი კორუფცია არ არის კორუფცია. კრიმინალი სახელმწიფომ დაიკანონა! მაფია სახელმწიფომ დაიკანონა! ტყუილი სახელმწიფომ დაიკანონა! ძალადობა სახელმწიფომ დაიკანონა!
ამაშია საქმე!
|