საჭიროა ბოიკოტის გამოცხადება ! იდეა მდგომარეობს შემდეგში:
1. უნდა მოხდეს იდეის "პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს" მასობრივი, ორგანიზებული გავრცელება ავტომფლობელთა შორის . . .
2. აქცია-ბოიკოტის მონაწილეების რიცხოვნობა უნდა შეადგენდეს დაახლოებით ავტომფლობელთა 75%-ს მაინც (მინიმუმ 55%იც შეიძლება ვივარაუდოთ) როდესაც ამ მასშტაბებს მიაღწევს პროტესტში ჩართვის მსურველთა რიცხვი შეიძლება კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლა . . .
1. რადიკალური ქმედება მდგომარეობს შემდეგში:
საერთოდ არ მოვიხმართ საწვავს არცერთი ბენზინგასამართი სადგურიდან და ვირჩევთ მგზავრობის ალტერნატიულ გზებს (მეტრო, ველოტრანსპორტი, ქვეითად და ა.შ) მანამდე სანამ არ გააიაფებენ საწვავს (კრიზისული პერიოდი სავარაუდოდ ზემოთაღნიშნულლი ყველა პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გასტანს 6-12 თვეს)
2. შედარებით არარადიკალური ქმედების გზა (გათვალისწინებით საკითხისა "აუ უმანქანოდ რა გაძლებს 1 წელი" : )
საერთოდ არ მოვიხმართ არცერთი ბენზინგასამართი სადგურის საწვავს გარდა ერთი რომელიმე კონკრეტული ქსელისა (რომელთანაც მოხდება მოლაპარაკების წარმოება) იმ პირობობით რომ რომ ის დააკლებს ბენზინის ფასს და ყველა ავტომფლობელთა 75% მხოლოდ იმ კონკრეტულ ბენზინგასამართ სადგურში იყიდის ბენზინს . . .
თუ იდეა მოგეწონათ სხვა დეტალები, კონკრეტული საკითხები და წვრილმანები თქვენ დაწერეთ
ჯაყო! კიდევ ვიღაც არის ამ ქვეყნად ღმერთის გარდა. ის "ვიღაცა" ურმით დასდევს ფეხმარდ მგლებს... დიდხანს დასდევს. ბოლოს, რაც უნდა მარდად ირბინოს მგელმა, სადაც უნდა გადაიკარგოს, ურმით მდევარი "ვიღაც" იმ მგელს მაინც დაეწევა და კბილებს დააგლეჯს. ასეა მომართული ეს ქვეყანა, ჯაყო! © მ.ჯ