საკუთარ თვალში ბეწვსო... თუ როგორაა ეგ?
* * *
პირიქით...
თავიდან არასწორად ეწერათ - ”ჩემს გვერდით ჩემი ბანკია”...
მოგვიანებით გაასწორეს...
* * *
მოკლედ, რეზიუმეს ვაკეთებ....
აი, რა შედეგი გვაქვს თემის მეექვსე გვერდზე (ჩემთვის მეექვსეა

):
შეცდომაა - სწორია
გაკვეთილები კვაჭანტირაძესგან - გაკვეთილები კვაჭანტირაძისგან
მიცა - მისცა
ვსვავ - ვდვსმ
ვასხავ - ვასხამ
ვიზავ - ვიზამ
კარგათ - კარგად, ცუდად, მაგრად, ნამდვილად და ა.შ.
მაგრამ,ნებსით თუ უნებლიედ - ნებსით თუ უნებლიე
თგვერძე - გვერდზე
გამარჯობათ - გამარჯობა
ნავარჯიშები - ნავარჯიშევი
ნაწვალევი - ნაწვალები (აქ ცოტა დავიბენი.

რომელია სწორი? )
ამპულა - ამპლუა
[მე მას] მიულოცე/მიუტანე... - [მე მას] მი
ვულოცე/მი
ვუტანე...
ორი საქართველოს მოქალაქე - საქართველოს ორი მოქალაქე
შეურაწყოფა - შეურაცხყოფა
ინცინდენტი - ინციდენტი
პრეცედენტი - პრეცენდენტი
მართმადიდებელი - მართლმადიდებელი
შვაში - შუაში
სწორია: ბოდიში მოუხადა, მადლობა გადაუხადა
არასოდეს არ ვყოფილვარ - არასოდეს ვყოფილვარ
რამის - ლამის
იღწვის - იღვწის
ახლახანს - ახლახან
არ აქ, არა აქ - არ აქვს
არ მითქვია, არ მინახია - არ მითქვამს, არ მინახავს
ყურება, უყურე - ცქერა, უცქირე, მზერა (მაგრამ ეს ფორმები ძალიან მეხამუშება

)
არაფელი - არაფერი
აბსოლიტურად - აბსოლუტურად
ნაკლები შეცდომები - ნაკლები შეცდომა
ვიღადავოთ - ვიღადაოთ
სწორია: სჯობს, სჯობია (ის მას), მაგრამ - ასე ჯობია , გვიან მოსვლა ჯობს.
ცვდება, უცვდება - ცვთება, უცვთება
მთასვლელი - მთამსვლელი
რესპოდენტი - რესპონდენტი
ვიდაოთ - ვიდავოთ
გადაირივნენ - გადაირიენ
დაჯილდოვება - დაჯილდოება
უგულვებელყოფა - უგულებელყოფა
ვღებულობ - ვიღებ
ვგებულობ - ვიგებ
მატულობს - იმატებს
კლებულობს - იკლებს
ტყვილია, ტყვილი, ტყვილა, იტყუება - ტყუილია, ტყუილი, ტყუილად, იტყუილება
სახში - სახლში
მაგნები-ისინი (იგინი)
რამდენიმე წლის უკან - რამდენიმე წლის წინ
მაგენს - მაგათ
გაწყენიებ - გაწყენინებ
ოდისმე - ოდესმე
წესივრად - წესიერად
იზავდით - იზამდით
ვაგხანალიაა - ბაკქანალია
დასვავს - დასვამს
დგავს - დგამს
ხვალე - ხვალ
ვაშკაცი - ვაჟკაცი
გამაგებიეთ - გამაგებინეთ
წესივრად - წესიერად
ბრჩხილები - ფრჩხილები
პოპულალური - პოპულარული
გადაირიენ - გადაირივნენ
მის ნაირი - მისნაირი
ფრინავი - მფრინავი
მაშინათვე - მაშინვე
მაქ - მაქვს
კორუპცია - კორუფცია
გენეტელიები - გენიტალიები
კართოფილი - კარტოფილი
რეცეფტი - რეცეპტი
რაშვები - რას შვრები
ჩემს გვერდით - ჩემ გვერდით
თუ შევცდი ჩაასწორეთ. (სასვენი ნიშანი ხომ არ დავაკელი ამ წინადადებას?

)
This post has been edited by LeGo on 22 Mar 2011, 01:30