გადავხედე თემას და მოგახსენებთ ჩემს მოკრძალებელ აზრს ზოგიერთ საკითხზე
[quote]"სიგარეტი კლავს"[/quote]
კლავს სწორი ფორმაა.
[quote]ნაკლები შეცდომები დაუშვან.[/quote] სწორია - ნაკლები შეცდომა
[quote]არანაირ ლოგიკაში არ ჯდება "გასცა",უნდა იყოს გაცა,წესით,მაგრამ ... [/quote]
მართალია. ითვლება, რომ ამ და კიდევ რამდენიმე სიტყვაში (გამოსცა, გასტანა, გასწია) ს- პრეფიქსი ფუძესთანაა
შეზრდილი.
[quote](მექანიკური შეცდომებიც სჭარბობს[/quote]
ჭარბობს ის, მაგრამ - სჭარბობს ის მას[quote]
QUOTE
შექმნა თუ შეჰქმნა?
სწორია შექმნა
[quote]"შედევრულია " -
ასე უნდა იყოს სწორი ქართულად
[/quote]
არც ეს უნდა იყოს სწორი. მარტივად - შედევრია.
quote]ვიღადავოთ. [/quote] - ვიღადაოთ
[quote]
QUOTE
მე მგონი,სჯობს არის სწორი ფორმა
ჯობია-ც სწორია [/quote]
სჯობს,სჯობია (ის მას), მაგრამ - ასე ჯობია , გვიან მოსვლა ჯობს.
[quote]მართლა დავინტერესდი და განმარტებით ლექსიკონში
არის "უყურებს", "იყურება".[/quote]
მეც ამ ფორმას ვხმარობ, მაგრამ ერთხელ შენიშვნა მივიღე და ორთოგრაფიულში გადავამოწმე. იქ ასეთი სიტყვა საერთოდ არ იყო, მხოლოდ უცქერის და უმზერს.
სხვათა შორის, იმავე ორთოგრაფიულში აღმოვაჩინე, რომ სწორი ფორმა ყოფილა არა ცვდება, უცვდება, არამედ ცვთება უცვთება (ცვეთა)
quote]დინოზავრების საყურადღებოდ:
"ჰ" ასოს სიტყვებში გამოყენების თავიდან აცილება შეცდომაა არაა. ორივე ფორმა სწორად მიიჩნევა.
[/quote]
ჩამოვრჩით

გამოქვაბულში ძველმოდურად გვასწავლიდნენ. ეგ კი არა, წარმოიდგინეთ, სასვენი ნიშნებიც კი სავალდებულო იყო იმ ავადსახსენებელ დროს.
This post has been edited by gulcvari on 21 Mar 2011, 02:19