მე ვიცი რითიც შეიძლება აიხსნას.
ამოწურა თავისი თავი ბიზნესში კახამ. გარდა ამისა სხვა ხალხი მოვიდა რუსეთში, უთხრეს რაც ჭამე - ჭამე და ახლა ჩვენი დრო მოვიდაო.
რა თქმა უნდა შეეძლო დარჩენილიყო მოსკოვში და ეცხოვრა საკაიფოდ, მაგრამ უმოძრაოდ.
საქართველოში კი მიეცა შანსი თავი გამოეცადა სხვა ამპლუაში, ანუ საჯარო მოხელი, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღების ამპლუაში.
გაცილებით უკეთ ჯდება ეს ბენდუქიძის მოტივაციებში, ვიდრე პატრიოტიზმი.
ეს ერთი,
და ახლა რაც შეეხება მორალს. მოდი ჯერ ჩამოვყალიბდეთ რა არის მორალი? არაფორმალური ქცევის ნორმები, რომელსაც აქვს მარეგულირებელი ფუნქცია.
აქვს თავისი რეპუტაციული და სანქციური მექანიზმები.
რას ემყარება ეს მორალი - 'მართმადიდებლობას' თუ 'ჭეშმარიტ ქართველობის ეტალონს' ეს არარელევანტურია ამ შემთხვევაში.
მორალს, ისევე როგორც საზოგადოების გარკვეული წესებით მოქმედებას აქვს თავის დადებითი თვისებები, სხვადასხვა თვალსაზრისით რა თქმა უნდა.
მაგრამ ამ შემთხვევაში ამას უნდა ჰქონდეს კონსისტენტური, გამჭვირვალე და მეტ-ნაკლებად სამართლიანი ხასიათი.
უნდა იყოს თანამედროვე და განვითარების ხელშემწყობი.
აქვს თუ არა ეს თვისებები საქართველოში (ჯერ ისევ) დომინანტურ ქცევის ნორმებს თუ მორალს ეს კიდე ძალიან საინტერესო კითხვაა?
როდესაც ამაზე ვფიქრობ ეს სიტყვები მიტივტივდება.
ხომ არ გეცნობათ მორალისტებს?

)
(აქ კონკრეტულად ანიჩკა არ იგულისხმება რა თQმა უნდა)
'შენი კუთვნილი, მათ შემდეგ მოსულმა, შენმა უკვდავმა ბაბუებმა შეჭამეს.
რომლებიც დღესაც ჭამენ და ხორციან საჭმელს
შენზე სადღეგრძელოებს აყოლებენ.
შენ გასწავლიდნენ ცოტა ზრდილობას, ცოტა კეთილგონიერებას, უფრო მეტად ტყუილს,
და მაღალფარდოვნებას, მაღალფარდოვნებას, მაღალფარდოვნებას.
რომლითაც უნდა მოკლა, რომლითაც უნდა ილოცო, რომლითაც უნდა დასცინო,
რომ უკვდავ ბაბუათა სუფრასთან გეღირსოს ლუკმა -
და არა ნახევრადმშიერთა პური - ფურაჟი.
შენ არ უნდა იოცნებო მაღაროზე, სადაც იპოვი რამეს.
შენ სხვას უნდა წაართვა უკვდავი წინაპრების სახელით,
რადგან წინაპრებშიც არიან უკვდავნი და მკვდარნი.
როგორც ჩანს მიხვდი, რომ ეგნატე ნინოშვილი,
გიორგი ქუჩიშვილი, კოტე კაპანელი, ვალერიან გაფრინდაშვილი,
შალვა კარმელი და ტიციანი
შენი წინაპრები არ უნდა იყვნენ.
შიმშილით კვდომა სამარცხვინოა ღვთისმშობლის ქვეყანაში.'
ამიტომ უნდა ფრთხილად ვიყოთ.