ამატებ, ამატებ.
გადაავსე და ეს არის

ამის საჩვენებლად აგიშენებ მარტივ, ორ-საფეხურიან საზოგადოებრივი ინტერაქციის მოდელს (რომელიც იგივე მეორე საკითხთან მიმართებაშიც გამოგვადგება):
რა არის პატრიოტიზმი? სადღეგრძელოები რომ გამოვტოვოთ, რეალურად ეს არის კონკრეტული ცხოვრებისეული არჩევანების ისეთი ერთობლიობა, სადაც გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმი არის არა პირადი/ინდივიდუალური ინტერესი, არამედ რაღაც აბსტრაქტული კოლექტიური ერთობის ინტერესი.
და რას გვეუბნება ამაზე რაციონალური არჩევანის თეორია? შეზღუდული ინფორმაციის და ნაკლებად პროგნოზირებადი მომავლის არსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებების მიღება იმ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რომელიც გაძლევს ნაკლებ ცდომილებას და მეტ სიზუსტეს. (აპრიორი, საკუთარი ინდივიდუალური ინტერესი ყოველთვის უფრო ნათლად დეფინირებადი და ადვილად კალკულირებადია, ვიდრე კოლექტიური).
შესაბამისად 'პატრიოტული' მოტივები არის აპრიორი ირაციონალური.
ანუ უხილავის ხელისა და ბაზრების თეორიის თანახმად - ექსკლუზიურად ინდივიდუალური ინტერესების გატარება და დაცვა არის გარანტი კოლექტიური კეთილდღეობის ამაღლების?
არის ეს უნივერსალური თეორია და გამოყენებადი ყველა კონსტელაციაზე? რა თქმა უნდა არა.
ეს არის ნეო-კლასიკური კონსტქრუქცია ეკონომიკის, სადაც ტრანსაქციული დანახარჯები ნულის ტოლია და ყველა გადაწყვეტილება მიიღება ხარჯი-მოგების ანალიზის თანახმად.
მაგრამ რეალურ ცხოვრებაში რა თქმა უნდა არ არის ასე.
და შესაბამისად ამ ინდივიდუალურ ინტერესის მაქსიმირებას მოაქვს კოლექტიური მოქმედების პრობლემები. კოლექტიური მოქმედების პრობლემები კი წარმოიშობა მაშინ, როცა ყველა ცალკე აღებული ინდივიდის თვით-მაქსიმირებადი ფუნქციების ერთობლიობა არის სუბოპტიმალური კოლექტიურ დონეზე. ყველაზე უარეს შემთხვევაში ურთიერთგანადგურებადი.
აქ კი თამაშში ერთვება 'ინსტიტუციები' ამ ტერმინის ყვველაზე ფართო მნიშვნელობით.
ინსტიტუციას (იქნება ეს სახელმწიფო, კანონი, კონკრეტული ორგანიზაციის შინაგანაწესი, ტრადიციული თუ მორალურ-რელიგიური ქცევის ნორმები და ა.შ) აქვს როლი, იმგვარად დაარეგულიროს ადამიანთა ინტერაქციები, რომ მათმა კერძო ინტერესების გატარებამ არ შეუქმნას საფრთხელ საზოგადოების ნორმალურ ფუნქციონირებას.
მარტივი მაგალითი არის სახელმწიფო, თავისი დელიქტების სამართლით (როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის). შელიქტების სამართალს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც 'ზიანის' ანაზღუარების ასევე მომავალი 'ზიანის' პრევენციის მიზნით. უმნიშვნელოვანესი სიგნალებია ეს, საზოგადოებრივი ინტერაქციებისთვის.
თუნდაც ფუნდამენტური, რელიგიური ნორმები ავიღოთ - მართლა ღმერთმა კი ჩამოუყარა ის დაფები მოსეს?

10 მცნებაში, როგორც მანამდე ესაიას, იერემიას და იეზეკიელის ნაწერები ტანახაში, ანუ ძველ აღთქმაში.
უმნისვნელოვანესი და ბაზისური ნორმები საზოგადოებრივი ინტერაქციის, რომ ერთმანეთის მოკვლა არ შეიძლება, რადგან თუ ეს ნორმად იქცა - ადამიანთა რესურსები მიმართული იქნება ყაჩაღობა-ძალადობაზე და ამისგან თავის დაცვაზე, რაც მეტად უარყოფითად აისახება საზოგადოების პროდუქტიულობაზე.
იგივე არის ქურდობა, მშობლების პატივისცემა და ა.შ.
და ამის იმპერატიული, "უფლის" სახელში შეფუთვა ასე ვთქვათ ავტორიტეტს მატებდა ყველაფერს.
ჰოდა თუ ბენდუქიძე ამ პარადიგმაში უყურებს სამყაროს - ის უბრალოდ ვერ ჩამოვიდოდა საქართველოში 'პატრიოტიზმისთვის'.
რადგან მორალს, პატრიოტიზმს და 'კოლექტიურ თვითშეგნებას" მაშინ აქვს აზრი თუ შენ ერთი ნაბიჯით შორს იხედები და აცნობიერებ მის აუცილებლობას, რადგან სხვანაირად შენი კონკრეტული ინტერესიც დაზიანდება. მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში არის გამართლებული კოლექტიურის - პირადზე წინ დაყენება.
ასე ვთქვათ რაციონალური პატრიოტიზმი.
და ეს შემთხვევაც არ არის ბენდუქიძის. საერთოდ არ ეხებოდა მას პირადად, საქართველოს 'კარგად ყოფნა'.
ასე რომ ორი არჩევანია - ან პატრიოტიზმთან ახლოსაც არ გაუვლია. ( ეს არ ნიშნავს რა თქმა უნდა რომ მის რომელიმე ქცევას ჰქონდეს ირიბი პოზიტიური ეფექტი საქართველოსთვის, მაგრა ყოველთვის ირიბი და არა პირდაპირი.)
და ან არის პატრიოტი, მაგრამ ამვადროულად სულელია

მე მგონია რომ რა, რა და სულელი ნაღდად არ არის
და შენ?

))
შეიძლება რაღაც ირაციონალური, ნაკლებად მატერიალური ასე ვთქვათ 'სიჭაბუკის მოგონებები', ექსიუპერის ვნებები მოეძალა გასიებულს.
მაგრამ ესეც ნაწილობრივ, მეეჭვება

ახლა წავიწიოთ წინ.
მორალი ეს არის ქცევითი რეგულარობა და ის მუდამ 'გადაფასების პროცესშია'. მორალს, რელიგიას, პატრიოტიზმს და ყველა სახის არაფორმალურ კოლექტივიზმს უნდა ჰქონდეს მხოლოდ "დამხმარე", მეორადი და არა პირველადი იურიდიული წყაროების ხასიათი.
გინდა? იცხოვრებ ამ წესებით
არ გინდა? არ იცხოვრებ
და მისი კოლიზიისას ფორმალურ კანონთან - ფორმალურ კანონს უნდა ენიჭებოდეს უპირატესობა.
მაგრამ მე ვსაუბრობ სასურველ ქეისზე.
აქვე მინდა ისიც ვთქვა, რომ ისეთ სახელმწიფოში როგორიც საქართველოა, სადაც კანონი და სახელმწიფო არის "სხვისი" სამწუხაროდ და არა თითოეული ადამიანის - ეს ლეგიტიმაციის პრობლემა დგას მწვავედ.
ჰქონდეთ აბა საზოგაადოების მასებს სრული რეპრეზენტაცია პოლიტიკური ინსტიტუტების და გადაწყვეტილებების ფორმირების პროცესში - ვინ ოხერი წავიდოდა "ღირსების" და "ქართველობის" საძებნელად?
რა თქმა უნდა მართლები არიან ის ბატონებიც, როცა ამბობენ რომ ამ ტრადიციამ/მორალმა/ქართველობამ გაგვაძლებინა ქართველ ერსო საუკუნეების განმავლობაშიო (

)
მაგრამ ავიწყდებათ ის ფაქტი, რომ ზუსტად იმავე საუკუნეების განმავლობაში საქართველოს სახელმწფო არ არსებობდა და ამიტომ ზუსტად ეს ტრაიბალური, ეროვნული, არაფორმალური მომენტები იყო სუბოპტიმალური გამოსავალი.
კომპლექსურმა საგარეო და საშინაო ფაქტორებმა გამოიწვია ის, რომ სახელმწიფოს (როგორც ერის შემადუღაბებელის ((ეუჰ რა სიტყვაა

)) ფუნქცია აიღო ამ არაფორმალურმა 'მართმადიდებლურმა ქართველობამ' თუ რაც გინდა იმან.
ეს იყო ასე, მაგრამ არა კარგი ცხოვრებისგან.
უფრო ცუდისგან.
და საბოლოო აკორდისთვის, მიუხედავად იმისა რომ 'ჰოსუდარსტვენნიზმი" შორს აქედან
მირჩევნია ვიყო სახელმწიფოს წინაშე ვიყო 'უნიფიცირებულად' ანგარიშვალდებული და 'მეკიდოს' ყველა სხვა სოციალური თუ რელიგიური ავტორიტეტები.
ვიდრე ყველა - წვერებიანი მღვდლით დაწყებული, ქურდით გაგრძელებული და მეზობელი ციციკორეთი დამთავრებული იყოს გარკვეულ-წილად ავტორიტეტი.
სხვა თუ არაფერი ეს არის იურისდიქციების ტრანსაქციული დანახარჯების შემცირება და სკალური ეკონომიკის ეფექტებია.
მაგრამ ეს აპრიორი გულისხმობს საზოგადოების და კონკრეტული ჯგუფების ასე თუ ისე რეპრეზენტაციას პოლიტიკის პროცესში და არა ინდაურების/ვაუჩერების დარიგებას.
და თუ ეს არ მოხდა - მორალი, ტრადიციები, რელიგია (ნებისმიერი გაგებით და თუნდაც არაეფექტური და რეგრესული) იქნება ყოველთვის "განკიცხულების" კოლექტიური იარაღი - "მჩაგვრელების" წინააღმდეგ.
ასეთ კონსტელაციას კი ორი გამოსავალი აქვს - გაუმართლებთ მჩაგვრელებს, ეფექტურ პროლიტიკას გაატარებენ და სოციალური ფონი გაუმჯობესდება - გადარჩებიან.
არ გაუმართლებთ მოაკითხავს მრევლი ჯვრებითა და ქეთევან წამებულის რეპროდუცირებული ძუძუებით

მარტივია, მაგრამ ნაღდი.
აი პატარა ბავშვები რომ ხალობანსა თამაშობენ ქვიშაში - ისე ჩანხართ აქედან.
როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი, ამასაც მე ხომ არ დავუწერ.
იფიქრონ ცოტა ახლა
karlsoni