#24627868 · 24 Mar 2011, 21:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ღმერთმა გაგიმარჯოთ იაპონლებო!
ხვალ იაპონიის მთავრობის გრანტის ფარგლებში "საქართველოს კარიტასის" გაუმჯობესების პროექტის გახსნის ცარემონია გაიმართება 17:47 - 23.03.2011 ხვალ იაპონიის მთავრობის "გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების გრანტის" ფარგლებში საქველმოქმედო ფონდ "საქართველოს კარიტასის" გაუმჯობესების პროექტის გახსნის ცარემონია გაიმართება.
ცერემონიას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა, საქართველოს მთავრობისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
პროექტის მიზანია, სარეაბილიტციო ტექნიკის და უნარშეზრუდულ პირთა ტრანსპორტირებისთვის სპეციალური ავტოტრანსპორტის მიწოდებით სარეაბილიტაციო ცენტრი გააუმჯობესოს.
"საქართველოს კარიტასის" პროექტის საგრანტო კონტრაქტს ხელი 2009 წლის 20 ოქტომბერს იაპონიის საელჩოსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს კარიტასის" მიერ მოეწერა.
პროექტით, რომლის ბიუჯეტიც 59,726 ამერიკული დოლარია, დაახლოებით 380 პირი ისარგებლებს.
"გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო დახმარების პროგრამა" შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს გამოეყოფა. საგრანტო პროგრამა 1998 წელს დაიწყო. დღეისთვის საქართველოში 8,370,097 აშშ დოლარის ღირებულების პროექტია დაფინანსებული, ხოლო იაპონიის განვითარების სრულმა დახმარებამ საქართველოსთვის ჯამში 362 მილლიონ აშშ დოლარს მიაღწია.
This post has been edited by forumeli64 on 24 Mar 2011, 21:09
--------------------
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!" "არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში! ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...
|