იმ ღამეს ეროტიკული სიზმარი ვნახე. ძროხები ფერმასთან შეჯგუფებულიყვნენ და პლანს ეწეოდნენ. დილას ავდექი და არ გავიპარსე. არავის ვეპრანჭებოდი. აქეთ მომხიბლონ ეპტ

ხანდახან ვფიქრობ, რომ მამრის და მდედრის მიზიდულობის ძალის საიდუმლო პატივმოყვარეობაა. უმეტესწილად. თუ არ მოვწონვარ ესე იგი ბანძად მთვლის. ჰაიტ! როგორ თუ არ მოვწონვარ და იწყება თავის მოწონების ამბები. საკმარისია გოგოს აგრძნობინო რომ არ მოგწონს, მერე თავიდან ვერ მოიშორებ

არიფები პირიქით შვრებიან , ამიტომაც იტანჯებიან

. მე ამ ბოჩოლა გოგოებს გარეგნულად ძალიან გულგრილად ვექცეოდი. ქალი ფენომენია, ესენი ჩურჩუტი ფენომენები იყვნენ. საუზმეზე მათ სამსახურზე ვისაუბრეთ. მე როდესღაც ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი. გარდაბნის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში. ძალიან გაუკვირდათ ამ საკითხში რომ ვერკვეოდი. ალბათ დებილი ვეგონეთ მანამდე.

როდესაც გაიგეს რომ რამდენიმე ენაზე თავისუფლად ვსაუბრობდი, სულ გამოშტერდნენ. ამერიკელების უმეტესობამ ინგლისურიც არ იცის წესიერად. მკითხეს, ასეთი ინტელიგენტი აქ რას აკეთებო. აბა რა ვაკეთო და სად ვიყო მეთქი, კითხვა რომ შევუბრუნე ენა დაებათ, ვერ მიპასუხეს

მერე ერთი ორი სიაფანდი კომპლიმენტიც ვუთხარი და სასეირნოდ დავპატიჟე. ისე ვსეირნობდით , გეგონება შანზელიზეზე მივაბოტებთო.

ამათ ეს ველური ბუნება აღაფრთოვანებდათ. ბალახი, მთების პეიზაჟები და მთელი ამბები. მე ვუყვებოდი ევროპაზე, აფრიკაზე და აზიაზე, პირდაღებულები მისმენდნენ. მერე ლიზიმ დააბრეხვა, შენზე სტატია უნდა დავწერო, ინტერვიუს ხომ მომცემო.

შენ შიგ ხომ არა გაქვს მეთქი, კი არ ვუთხარი , გავიფიქრე. ბოლოს მაინც დამითანხმა. მეც დავიწყე მოყოლა. როგორ დავიბადე შემთხვევით, როგორი უცნაური ბავშვობა მქონდა, როგორ ისხდნენ ჩემი სახლის სახურავზე კიტოვანის სნაიპერები და როგორ ვესროდი მათ რაგატკიდან.

როგორ ავითესე სამშობლოდან ჯერ კიდევ პირტიტველი, შემოვიარე პლანეტა დედამიწა და ბოლოს ამ ღვთის და ეშმაკის მიერ კურთხეულ მიწაზე მოვხვდი. დავსახლდი ნიუ იორკში, დავეთრეოდი ლას-ვეგასში , სადაც ბოლო კაპიკებს რულეტკაზე და ბოზებზე ვხარჯავდი

, მერე ალენი გავიცანი და მეშველა. არმოვაჩინე რომ ჩემი მისია ამ ცოდვილ მიწაზე, ძროხების წველვაა, რომ სისულელე და ფარჩაკობაა ყველაფერი დანარჩენი.
ფერმერი ყველაზე საჭირო ტიპია ქვეყანაზე. აბა რა ჩემს ფეხებს შეჭამდით სამასი მილიონი კაცი, ჩვენ რომ არ ვიყოთ მეთქი. მოკლედ ბევრი ვეკაიფე. ლიზი სურათებს მიღებდა, მეც ვპოზიორობდი პარის ჰილტონივით. მამაჩემი თუ მნახავს იმ ჟურნალში ალბათ გული გაუსკდება. კაცს დიპლომატად მამზადებდნენ და მწველავი გავხდი

მეთქი აბა , მერისთან ერთად გადამიღე სურათი და ჟურნალში დაბეჭდე. დაიბოღმა ლიზიკო, ცეცხლზე ნავთი დავუსხი, მერიჩკას კაი ჩოყლაყივით გადავხვიე ხელი და მივიხუტე. ვერ მოითმინა და მეც მინდა სურათი შენთანო. წიპა კორესპონდენტი და რესპონდენტი. მოვიდა. ხელი არ მოვხვიე, ჯიბეებში ჩავიწყვე ხელები და გავიკრიჭე. რაღას იზამდა , იღიმოდა ნაძალადევად.
რაღაც ინტერვიუსმაგვარი გამოგვივიდა. ლიზიმ, მე ამას დავამუშავებ და მაგარ სტატიას გავაკეთებო. წარმატება ვუსურვე, გულში ვფიქრობდი, ვაი შენს პატრონს მეთქი ბადმინტონი ვითამაშეთ გავარდნაზე, მე ყველა ხელი წავაგე , ესენი მართლა კარგად თამაშობდნენ. ალენს დავურეკე, ვუპატაკე, შენი ასული და მისი მხევალი სრულ წესრიგში არიან , ძროხებსაც არა უშავს და მექსიკელებსაც ვაკონტროლებ მეთქი
This post has been edited by Unbesito on 1 Apr 2011, 11:48