- გისმენთ, ყურმილში ქეთრინის ნაზი , სექსუალური ხმა გაისმა.
- გამარჯიბა მისს დონოვან.
ყურმილი გაჩუმდა
-ქეთრინ, აქ ხარ? -ჩავძახე ტელეფონს
- ჯორჯ, შენ ხარ? როგორც იქნა ხმა გაიღო ტელეფონმა
-შენ როგრო გირჩევნია, სიცილით ვკითხე.
-კი არ მირჩევნია, მინდა რომ იყო.
-ოკ, მაშინ მე ვარ. ალენისგან წამოვედი და ეხლა ლოს ანჯელესში მოვდივარ.
- ოჰო, გელოდები სულმოუთქმელად. შეხვედრა მაქვს, მაგრამ გადავდებ.
- ხომ იცი , მსხვერპლი არ მიყვარს ქეთრინ. , რომ გათავისუფლდები , მობილურზე დამირეკე, ხომ იცი ჩემი ნომერი?
- ზეპირად , გულწრფელად მიპასუხა
- ოკ, გელოდები.
ტელეფონი გავთიშე და გაზის პედალს ფეხი მივადგი.
ფერმიდან ისე წამოვედი , რომ ნაფიქრიც კი არ მქონდა სად უნდა მეცხოვრა. რა უნდა მეკეთებინა. 150.000 დოლარი მქონდა და იდეაში, არ უნდა გამჭირვებოდა. მოვდიოდი და კალიფორნიის ულამაზეს ბუნებას ვათვალიერებდი. ძალიან ლამაზია, გურიას ჰგავს რაღაცით

, ორი ტიპი დავინახე მანქანის გაჩერებას ცდილობდნენ. არავინ უჩერებდა. ტრასაზე რომ მანქანა გაგიჩერონ ლამაზი გოგო უნდა იყო

. მე გავუჩერე, მაინც მეზარებოდა ლოს ანჯელესამდე მარტო მგზავრობა. ჩინელები იყვნენ, ასე 25-26 წლის ბიჭები. აქამდე გრუზავიკმა მოგვიყვანა , მერე გაუხვია და დაგვტოვა აქო. მატარებლის ფული არ გვაქვს და ასე დავდივართო. ერთი ინგლისურს საკმაოდ კარგად ლაპარაკობდა. გამიკვირდა, ალბათ დიდი ხანია აქეთ არის და გზის ფული როგორ არა აქვს მეთქი. ალბათ კაზინოში ფლანგავს. . თითქოს ფიქრებს მიმიხვდაო, ეგრევე მკითხა, გაინტერესებს ფული რატომ არ მაქვსო? თავი დავუქნიე. დაიწყო მოყოლა. თურმე ჩინელებს ასეთი წესი აქვთ, როდესაც რამეს მიაღწევენ ემიგრაციაში და ბიზნესს გახსნიან , მაღაზიას, რესტორანს , საამქროს, არა აქვს მნიშვნელობა რას, მუშახელი მხოლოდ ჩინეთიდან მოჰყავთ, იმ პირობით რომ ტიპი უფასოდ იმუშავებს 2 წელიწადი, ამერიკული ვიზის და საბუთების სანაცვლოდ. ნუ ბინა და საჭმელი ექნება, მაგრამ 2 წლის განმავლობაში ერთ ცენტსაც ვერ მიიღებს.სამაგიეროდ ორ წელიწადში გრინ ქარდი აქვს, ინგლისური იცის (თუ დებილი არ არის) და გზა ხსნილი აქვს დემოკრატიის შუქურაში

. ის დამქირავებელიც მოგებულია, მუშახელი იაფი კი არა და, საერთოდ უფასო ჰყავს. იაფად ჰიდის ყველაფერს და ჩინური ბიზნესი კვლავაც კონკურენციის გარეშეა

. ეს ჩემი თანამგზავრებიც ასეთი გასტარბაიტერები იყვნენ. მე ვუთხარი ლინ (ასე ერქვა) , მერე ხომ შეგიძლია არ იმუშაო ეგ ორი წელიწადი, იპლეტო და გადააგდო ეგ შენი ჩამომყვანი მეთქი. თვალები შუბლზე აუვიდა ტიპს, ეგ რა თქვი , მაგით ხომ მთელს სანათესაოს მოეჭრება თავი მთელი გუანჯოს პროვინციის მასშტაბით, ესეც არ იყოს, ჩინელები ერთმანეთს არ ვაგდებთ, მუდმივი სახელმწიფოს პრინციპი დაირღვევაო. ეგ რაღა ვეჩნაია დერჟავაა მეთქი. რაო და , ჩვენ, ჩინელებს ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ ჩვენი მუდმივი ცხოვრების საიდუმლო, მარადიულ ჩინეთშია. სანამ ჩინური სახელმწიფო იარსებებს, მანამ ჩვენც ვიცოცხლებთ და მისის ნაწილი ვიქნებით. მე პირადად და ვინმე სხვა როდის მოკვდება და რა მოუვა არ არის მთავარი, ჩვენ ყველანი მოკვდავები ვართ, აი ჩინეთმა კი მუდამ უნდა იარსებოსო. თორემ მისი გაქრობით ხომ ჩვენი კვალიც სამუდამოდ გაქრება პლანეტიდანო.
ჩავფიქრდი ტო, რაღაც ბურთი მომაქვს ყელში, ჩემი ქვეყანა გამახსენდა, ჩემი თანამამულეები. ბლიად, ჩვენ რომ ასე ვფიქრობდეთ, ქართული დროშა კრემლის თავზე იფრიალებდა მეთქი.
* * *
ლინი ძალიან საინტერესო თანამოსაუბრე აღმოჩნდა, 3 საათი ერთად ვიმგზავრეთ და ჩინეთზე და ჩინელებზე იმაზე მეტი გავიგე ვიდრე 27 წლის განმავლობასი გამეგონა

ამ ერის მიმართ პატივისცემით და მოკრძალებით განვიმსჭვალე. მეც მოვუყევი რაღაცეები ფერმაზე და საქართელოზე. ტელეფონები გავცვალეთ და ერთმანეთს დავემშვიდობეთ ძმებივით მხურვალედ
ქალაქში რომ შევედი უკვე ბინდდებოდა, ქეთრინს არ დაურეკავს , ვიფიქრე ალბათ აღარც დარეკავს მეთქი და სასტუმროს მოძებნა დავაპირე. ის იყო დაუნთაუნში რაღაც სასტუმროს პარკინგზე რომ ვაჩერებდი მანქანას , რომ ტელეფონმა დარეკა. მერი იყო.
-რატომ წახვედი ჩვენი სახლიდან? მოსალმების მაგივრად მითხრა
- მომბეზრდა. ცოტა მეტი ექშენი მჭირდება, ვუპასუხე თითქმის გულწრფელად.
- ეხლა სად ხარ?
- დაუნთაუნ ლოს-ანჯელესში, სასტუმროში ვსახლდები.
-მერე ჩემთან წადი სახლში, მე ხვალ ჩამოვალ, გასაღები კონსიერჟს აქვს, დავურეკავ და ვეტყვი რომ მოგცეს.
- დიდი სიამოვნებით. გამიხარდა მე.
- გკოცნი, ხვალამდე , გამიღიმა ტელეფონმა.
-მეც. გავუღიმე ტელეფონს.
მერის სახლი ლოს ანჯელესის პრესტიჟულ უბანში იყო. 39 სართულზე კოხტა ორ საძინებლიანი ბინა უბრალოდ , მაგრამ გემოვნებით იყო მორთული. ყველაფერი დაწკრიალებული და ლამაზი იყო. აივნიდან ლამაზი ხედი იშლებოდა ღამის ქალაქზე. ტანსაცმელი გავიხადე და შხაპისკენ დავიძარი. ისევ ტელეფონი აწკრიალდა.
ქეთრინი რეკავდა.
ვავა, გავიფიქრე და ხმამაღლა გამარჯობა ვთქვი)))
- სად ხარ ჯორჯ? ქოშინით მკითხა ტელეწამყვანის ხმამ.
- მერის სახლში.
- საად??? გაოცდა ქეთრინი.
-მერის სახლში, მისამართი გითხრა? არ ხარ ნამყოფი?
-ნამყოფი ვარ, მაგრამ შენ მანდ რას აკეთებ?
-აი ეხლა ლივინგში ვდგავარ ტიტველი და ტელეფონზე ვლაპარაკობ, ისე შხაპის მიღებას ვგეგმავდი.
-მერი სად არის?
- არ ვიცი, მგონი სან-დიეგოში, ხვალ ჩამოვა.
- მოვიდე? განაგლდა ქეთრინი.
-მობრძანდი, ცოტა ფიქრის მერე ვუპასუხე.
- მოვდივარ, 40 წუთში მანდ ვიქნები.
- ოკ, მე მანამდე ვიბანავებ.
ქეთრინმა ყურმილი დაკიდა. მე შხაპისკენ წავედი.
* * *
შხაპს ვიღებდი და თან ამ გოგოებზე ვფიქრობდი, ეს ორი ამერიკელი ჟურნალისტი, კარგი ცხოვრებით, სტაბილური შემოსავლით და სოციალური სტატუსით რამ გადარია ამ უპატრონო ქართველ ემიგრანტს რომ გადამეკიდნენ მეთქი. ალბათ სტატუსები და მდგომარეობა არაფერ შუაშია. მთავარია ის გრძნობის სიმი შეურხიო ქალს (კაცსაც) ყველაფერს რომ გააკეთებინებს. მერი მაგალითად რომანტიკამ დაქოქა, ქეთრინი თავმოყვარეობამ. ცალ ცალკე ყველა ინდივიდი ჩვეულებრივი სუსტი არსებაა, თავისი სუსტი წერტილებით, გინდა დიქტატორი იყოს, გინდა მეფე და გინდა გრუზჩიკი. ყველას თავისი სისუსტე აქვს, ამას თუ მიაგნებ მერე ვეღარაფერი შეგიშლის ხელს. ასეთ აბდაუბდაზე ვფიქრობდი და თან ჩემს მომავალ ცხოვრებას ვგეგმავდი (მთელს ცხოვრებას კი არა, უახლოეს ორ დღეს

)