ვერ ვიტყვი რომ სამანტა ლუჩიასავით შთამბეჭდავი იყო. მასაც ჰქონდა თავისი საინტერესო მილფური შარმი. დილის შვიდ საათზე როგორც იქნა დავიძინე. მზის სხივებმა და სიმღერამ ერთად გამაღვიძეს. ადრე იყო. დღის პირველი საათი, მზე ანათებდა და სამანტა მღეროდა

. ვაი, აქ რა ხდება, ვიკითხე უმანკო სახით. პასუხად ლოგინში კრუასანები, ფორთოხლის წვენი და ყავა მივიღე. როგორც ჩანს ოჯახურ სცენებს ვერ გადავურჩები, გავიფიქრე და კრუასანები გადავსანსლე. პრინციპში განცხრომისა და მაიმუნობებისთვის ორი დღე კიდევ მქონდა.

სამანტას ვუთხარი, ეხლა გაიძურწე შენს ოთახში, შენმა დაქალებმა რამე არ ისქესონ , უხერხულია მეთქი

ის წავიდა. მე გადავბრუნდი და დავიძინე. სიზმარში ალენის ფერმა, ძროხები და პიტერი ვნახე.
ისევ საღამო და ისევ აივნიდან ძრომიალი, სპორტული ცურვის გაგრძელებით ნამდვილად არ მინდოდა. უბრალოდ ავდექი, არ ჩავიცვი და კომპს მივუჯექი, ძალიან ჩავუღრმავდი იმ თემას რასაც მე ვაპირებდი. სახელდახელოდ ტქსტიც შევთხზე.
სალამი მეგობარო,
რადგან შენ ამ წერილს კითხულობ უკვე ბედნიერი, იღბლიანი ადამიანი ხარ! არაჩვეულებრივ შანსს გაძლევ რომ გამდიდრდე, შენ იცი რომ ფული არსებობს სხვადასხვანაირი. ოქროსი, ვერცხლის, ქაღალდის, ელექტრონულიც კი. თუმცა , ძირითადად ქაღალდის. ფულის დამზადებას სჭირდება ქაღალდი, ქაღალდის დამზადებას კი ხე. ქაღალდი რომ მიიღონ, ადამიანები ჩეხავენ ტყეებს, ფული რომ მიიღონ კი ხშირად ჩეხავენ ერთმანეთს. ჩვენ გაგვიმართლა! არ დავჩეხავთ ერთმანეთს და ისე ვიშოვით ბევრ, ბევრ ფულს.
მოკლედ, მე შენ გამოგიგზავნი 2 ქაღალდის დოლარს, მას შემდეგ რაც შენ ერთ ელექტრონულ დოლარს მე გამომიგზავნი. ნებისმიერ ინტერნეტ საანგარიშსწორებო საშუალების სახით. პაიპალი, მანიბუქერსი, ნეტტელერი, ვებმანი და კიდევ ბევრი სხვა. შემ შეგიძლია გადმორიცხვას პროტექციის კოდი დაუყენო, რომლესაც მხოლოდ მას შემდეგ მეტყვი რაც ქაღალდის კუპიურებს მიიღებ.
მოკლედ, შენ მირიცხავ 50 დოლარის პეიპალს (მაგალითად) , მე შენს მითითებულ საფოსტო მისამართზე გიგზავნი 100 დოლარიან კუპიურას. მას შემდეგ რაც შენ ამ ფულს მშვიდობიანად მოიხმარ, მეუბნები გადარიცხვის კოდს.
მე შენ ვერ მოგატყუებ და გადაგაგდებ, შენ დაზღვეული ხარ. ხოლო თუ შენ სულელი აღმოჩნდები და 100 დოლარის გამო მე მომატყუებ. გადაგდბული ისევ მე დავრჩები. ასე რომ შენი გადასაწყვეტია.......
ამას შავი ვარიანტი დავარქვი და კომპი დავკეცე.
This post has been edited by Unbesito on 28 Mar 2011, 14:29