არ ვიცი რითი დავიმსახურე ესოდენ დიდი ყურადღება, მაგრამ მე აუცილებლად ვისაგებლებ ამ შემთხვევით და გადავცემ მოკითხვას ჩემს მეგობრებს, ნათესავებს, მეზობლებს. განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩემს მამობილს ალენს. ჩემს საცოლეს და კიდევ ბევრ ყოფილ საყვარელს. უკაცრავად, არ გამომრჩეს, განსაკუთრებით დიდი მადლობა ამერიკულ ძალოვან სტრუქტურებს , რომლებმაც ასე კომფორტულად და რაც მთავარია სრულიდ უფასოდ ჩამომიყვანეს ევროპიდან ჩემს მეორე სამშობლოში და ცივ ნიავს არ მაკარაბდნენ.
მოსამართლემ ვიღაცას ჰკითხა, ამან ფსიქიური შემოწმება თუ გაიარაო.
მე როგორც ამ ქვეყნის პატრიოტი ვალდებული ვარ დაგეხმაროთ და გადაგაჭრევინოთ ის ამოცანები, რომლის წინაშეც თქვენ და ეს ქვეყნა იმყოფებით. გთხოვთ, შემეკითხეთ, აუცილებლად გულწრფელად გიპასუხებთ.
-სცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? მკითხა ეგრევე.
- რაში. შევუბრუნე კითხვა.
- თქვნ ავრცელებდით და სავარაუდოდ ორგანიზებას უკეთებდით ყალბი ამერიკული ვალუტის დამზადებას.
-ტყუილია.
- თქვენ არ აგზავნიდით წერილებს უამრავი ადამიანის ფოსტაზე?
- კი
- თქვენ სთავაზობდით ნახევარ ფასად მიგეყიდათ ფული ?
- კი
- როდესაც ისინი გიგზავნიდნენ ელექტრონულ ვალუტას თქვენ მათ უგზავნიდით კუპიურებს.
- ჭეშმარიტებაა.
-შესაბამისად ყალბ კუპიურებს.
- ტყუილია გავუღიმე თემიდას.
-როგორ თუ ტყუილია, გაუკვირდა.
- ჩვეულებრივად, მე ნამდვილ ფულს ვაგზავნიდი. თანაც შეთავაზების წერილში არსად მიხსენებია ყალბი ფული, უბრალოდ ვამბობდი , რომ უპრობლემოდ დაახურდავებდნენ. ბუნებრივია, ნამდვილ ამერიკულ დოლარს უპრობლემოდ მოიხმართ))))
- ანუ თქვენ გინდათ სთქვათ რომ ხალხს ფულს სჩუქნიდით?
- არა, ისინი მე ამ ფულს ისევ უკან მიბრუნებდნენ
-რატომ? გაცოფდა მოსამართლე.
-იმიტომ რომ ისევ გაეორმაგებინათ, იმიტომ რომ ადამიანები ხარბები არიან, სიხარბე კი თვალსაც აბნელებს და გონებასაც. მე ჩვეულებრივი ფინანსური პირამიდა შევქმენი, თუმცა ვერავინ დამადანაშაულებს რომ მოვარტყუე, ყველა მომთხოვნს ფულს პატიოსნად ვუგზავნიდი. გარდა ამისა, ჩემი ხელმოწერა არ არის არცერთ კონტრაქტზე ან ვალდებულებაზე, მე არ მაქვს კომპანია და არ ვეწევი კომერციულ საქმიანობას. ჩაატარეთ ექსპერტიზა ყველა კუპიურაზე რაც ჩემს სახლში იპოვეთ, მოიძიეთ ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თქვენ ვერ ერთ ყალბ კუპიურას ვერ იპოვით! ნუთუ არავინ დაფიქრებულა თქვენი კოლეგებიდან რატომ არის ეს ფული ასეთი კარგი ხარისხის, რატომ ხურდავდება ყველგან უპრობლემოდ , და რატომ არ განსხვავდება იგი ნამდვილისაგან. იმიტომ რომ ის უბრალოდ ნამდვილია!

ჩემმა მდევრებმა, კლიენტებმა და მოწინააღმდეგეებმა თავად შექმნეს მითი გრანდიოზული ყალბისქმნელის შესახებ, თავადვე დაიჯერეს და ამ მითის ტყვეები გახდნენ.
This post has been edited by Unbesito on 29 Mar 2011, 04:59