ექიმმა მერის ყოველდღიური აუცილებელი სეირნობა გამოუწერა , ვსეირნობდით და სულ ის ლაპარაკობდა, მადლობებს მიხდიდა, მე ვბრაზდებოდი. მეკითხებოდა , ხომ ჩამოხვალ ლოს-ანჯელეშიო. მეც პირობას ვაძლევდი რომ აუცილებლად ვინახულებდი. ერთხელაც მერი მომიტრიალდა, სერიოზული სახე მიიღო და პირდაპირ ტყვიასავით მომახალა.
-ქეთრინი რატომ არ გაჟიმე?
მე დავიბენი
- შენ რა იცი? დავსვი იდიოტური კითხვა.
- თვითონ მითხრა.
-ოჰო, მერე ის არ გითხრა რატომ არ გავჟიმე?
-არა
-არ მინდოდა და იმიტომ.
- რატომ, არ მოგწონს?
- ძალიან მომწონს.
-მერე ?
-მერე მე სხვა მიყვარს , ეშმაკმა იცის რატომ წამოვაყრანტალე.
-ვინ? თითქმის ჩურჩულით მკითხა მერიმ
- შენ! აღმომხდა.
მერი გაშეშდა. რა თქვი???
არაფერი, მიყვარხარ .
არ მჯერა, დამარცვლა მერიმ . არ მჯერა რომ შენ ჩემსა და ქეთრინს შორის არჩევანი ჩემზე გააკეთე.
-არც მე. ვუპასუხე სერიოზულად.
მერიმ კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მე ტუჩებზე ხელი დავაფარე და მაგრად ვაკოცე, მერიმ მიპასუხა და მოსახდენიც მოხდა, იქვე, მინდორზე
ჰო, მერი კიდევ 5 დღე დარჩა, უნდა წასულიყო აუცილებლად. ყოველ ღამეს ერთად ვატარებდით, რაღაც სისულელებზე ვლაპარაკობდით და ბევრს ვიცინოდით. მერი ბედნიერი იყო.
მე არა.
მერე მერი წავიდა ლოს-ანჯელესში, ათასჯერ მაინც მკითხა როდის ჩავიდოდი. მეც ვეუბნებოდი რომ მომავალ შაბათ კვირას მასთან გავატარებდი. მალე ალენი უნდა ჩამოსულიყო თავის მაშასთან ერთად, ქორწილი და მთელი ამბები იგეგმებოდა. უკვე ზაფხული იყო, მაგრად ცხელოდა. მაშამ ვიზა მიიღო, ალენი სალტოებს აკეთებდა სიხარულით , ნუ, სკაიპში ასე ჩანდა. მალე ჩამოვიდნენ. მე დიდი ზარზეიმით დავხვდი ლოს-ანჯელესის აეროპორტში, უკრაინულ პონტში პური და მარილით დავხვდი
მერი ამ დროს სხვა შტატში იყო და დახვედრას ვერ დაესწრო. ყოველდღე მირეკავდა, მეკითხებოდა ხომ გიყვარვარო, მეც ვპასუხობდი კი მეთქი, თუმცა ვიცოდი რომ არ მიყვარდა)))))
რანჩოში სხვანაირი ცხოვრება დაიწყო, ოჯახში დიასალისი გაჩნდა, მაშა ძალიან მაგარ საჭმელებს აკეთებდა, ალენსაც ართობდა და ფერმაშიც ეხმარებოდა. მე ვგრძნობდი რომ მაინცდამაინც საჭირო არ ვიყავი. ალენს დაველაპარაკე ერთ დღეს.
-ალენ, უნდა წავიდე
-სად?! გადაირია.
-არ ვიცი, გავიღიმე, აქედან ნაღდად უნდა წავიდე. , შენ ბედნიერი ხარ მაშასთან, ყველაფერი კარგად გაქვს. მე არ ვარ ისე საჭირო შენთვის, მეც სიმართლე გითხრა არ მინდა მთელი ცხოვრება რანჩოზე გავატარო. შენი წყალობით ბლომად ფულიც მოვაგროვე, შემიძლია სადმე დავსახლდე და ბიზნესი დავიწყო.
-შენ შვილო, გაგიფრენია. გაბრაზდა ალენი.
-მაპატიე ალენ, ვუთხარი და გადავეხვიე.
ალენმა ერთი მანქანა მაჩუქა. 50.000 დოლარზე ჩეკიც გამომიწერა, ისე, საჩუქრად, პირობა ჩამომართვა რომ ხშირად ვესტუმრებოდი და დამემშვიდობა დიდი ზარზეიმით.
მე მანქანაში ჩავჯექი და გეზი ლოს-ანჯელესისკენ ავიღე.
ქალაქს რომ მივუახლოვდი ქეთრინის და მერის ტელევიზიი ტელეფონის ნომერი ავკრიფე.
-მეხუთე არხი გისმენთ . ალაპარაკდა სასიამოვნო ხმა
-გამარჯობა , ქეთრინ დონოვანთან მინდა ლაპარაკი.
-ვინ ბრძანდებით? მკითხა ხმამ
-ქართველი. ვუპასუხე მე.
This post has been edited by Unbesito on 25 Mar 2011, 11:40