ვფიქრობ რომ მალე გაირკვევა
http://www.obieqtivi.net/?newsDetail=28992011 წლის 10 აპრილი, 16:00
პატიმარი უთალიშვილი გლდანის მე-8 საპყობილეში გარდაიცვალა[obieqtivi.net]
”ობიექტივის” ინფორმაციით, 2011 წლის 8 აპრილს, გლდანის ციხიდან გამოასვენეს პატიმარი ტრისტან უთალიშვილი, რომელიც ერთ-ერთია 8 გარდაცვლილ პატიმარს შორის.
ოფიციალური ინფორმაციით, პატიმრის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნეა. თუმცა, სხვა წყაროები აცხადებენ, რომ ტრისტან უთალიშვილი ნაცემია და ნეკნი აქვს მოტეხილი. ოჯახი ექპერტიზაზე უარს ამბობს და თავს იკავებს ამ ფაქტის გახმაურებისაგან.
ტრისტან უთალიშვილი თელავის რაინის სოფელ კონდოლის მკვიდრია. მას სამშაბათს, 12 აპრილს დაკრძალავენ.
და თუ დადასტურდა დასასჯელია თუ არა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე?
აჰა სხვა "წყაროებიც":
http://geonews.ge/law/11999-gldanis-cixesh...ardaicvala.htmlონდოლელი პატიმარი გლდანის ციხეში გარდაიცვალაორშაბათი, 11 აპრილი 2011 14:58
თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მცხოვრები ტრისტან მულითაშვილი გლდანის ციხეში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას "წინააღმდეგობის მოძრაობიდამ" აცნობეს. მათი განცხადებით, მულითაშვილის გარდა გლდანის #8-ე საპყრობილეში 8 აპრილს კიდევ 7 პატიმარი გარდაიცვალა.
მულითაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოფელ კონდოლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა რომან ღაღვიშვილმა დაუდასტურა. მისი განცხადებით, ტრისტან მულითაშვილი ნამდვილად ციხეში იყო და გარდაიცვალა, თუმცა რომელ საპყრობილეში და რა მუხლით იხდიდა სასჯელს, მისთვის უცნობია.
"წინააღმდეგობის მოძრაობის" წარმომადგენლის სოსო მანჯავიძის განცხადებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას ასაიდუმლოებს.
http://news.boom.ge/geo/7/20110411/1430104/წინააღმდეგობის მოძრაობა: გლდანის ციხიდან გამოსვენებულ პატიმარს ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნება11 აპრილი 2011 წელი 15:07
საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის განცხადებით, 8 აპრილს გლდანის ციხიდან გამოასვენეს პატიმარ ტრისტან უთალიშვილის ცხედარი, რომელსაც ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნება _ ნეკნი აქვს მოტეხილი.
როგორც წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო მანჯავიძემ დღეს კინოს სახლში, მედიაკავშირ „ობიექტივის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უთალიშვილი ერთ-ერთია იმ რვა გარდაცვლილ პატიმარს შორის, რომლებიც ცოტა ხნის წინ გლდანის ციხიდან გამოასვენეს და რომელთა გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ავადმყოფობა დასახელდა.
„რეალურად კი ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ-ერთი მათგანი ცემისგან დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი სიმსივნეა, თუმცა სხვა წყაროები აცხადებენ, რომ პატიმარი ნაცემია და ნეკნი აქვს მოტეხილი. მისი ოჯახი ექსპერტიზის ჩატარებაზე უარს ამბობს და ფაქტის გახმაურებისგან თავს იკავებს“, _ განაცხადა მანჯავიძემ და დასძინა, რომ ტრისტან უთალიშვილი თელავის რაიონის სოფელ კონდოლის მკვიდრია.
„წინააღმდეგობის მოძრაობა“ საქართველოს ხელისუფლებას საპყრობილეებში პატიმრების წამების აღკვეთასა და ფართო ამნისტიის გამოცხადებისკენ მოუწოდებს.
This post has been edited by No Regrets on 11 Apr 2011, 16:55