აშშ-ის სენატის "რესპუბლიკელმა" წევრებმა რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხზე დებატების დაწყება დაბლოკეს
14:58 - 01.07.2011
აშშ-ის სენატის "რესპუბლიკელმა" წევრებმა რუსეთის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დებატების დაწყების საკითხი დაბლოკეს.
როგორც რუსული მედია აღნიშნავს, "რესპუბლიკელებმა" დაბლოკეს დებატების დაწყება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ იმ რიგ შეთანხმებებზე, რომელსაც ობამას ადმინისტრაცია რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხს უკავშირებს".
Газета.Ru-ს ინფორმაციით, ოპოზიციონერი სენატორები განხილვაზე უბრალოდ არ გამოცხადდნენ.
შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლი მოითხოვს, კონგრესმა რუსეთს მიმდინარე წელს ნორმალური სავაჭრო პარტნიორის სტატუსი მიანიჭოს იქამდე, ვიდრე იგი მსო-ში ოფიციალურად გაწევრიანდება.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ეკონომიკის მინისტრის ელვირა ნაბიულინას განცხადებით, რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხი შესაძლოა, წლების მანძილზე გაჭიანურდეს, თუ ივლისის ბოლომდე პრინციპული მრავალმხრივი საკითხები არ გადაწყდება. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა კი განაცხადა, რომ "რუსეთი მსო-ში გასაწევრიანებლად უკვე მიმდინარე წელსაა მზად, თუ პოლიტიკური თამაშები არ იქნება".
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=73776&Itemid=1ელოდენენ ამ დაბლოკვას იობამას გარემოცვაში.
ესეც შენი მსო და აშუშუს ზეწოლა საქართველოზე.
პ.ს. როგორც ამბობენ მსო-ში შესვლა მედვედევს ეჩქარება ხოლო პუტანას კიდევ მაგრა ჰკიდიაო