საბჭოთა არმია თუ სკოლა? ანუ მანდატურებს გაუმარჯოს!
როგორც შევიტყვეთ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის #53 საჯარო სკოლაში მანდატურებზე გაბრაზებული მეთორმეტეკლასელები საკლასო ოთახში ჩაკეტილან, შიგ არავის უშვებდნენ და გაჰყვიროდნენ:
"მანდატურებს - რა?!" ეს მოსწავლეები მანდატურებმა დასაჯეს, სკოლის საპირფარეშო გაახეხინეს და აიძულეს, ეყვირათ: "მანდატურებს გაუმარჯოს!" სხვათა შორის, სწორედ ამ სკოლაში სწავლობდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის ვაჟიც, ვიდრე წყნეთის სკოლაში გადაიყვანდნენ. ამ სკოლის მანდატურებს ხშირად აქებდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი.
გია კაშია, #53 საჯარო სკოლის დირექტორი:
- ასეთი რამ მოხდა, თუმცა ბავშვებსა და მანდატურებს შორის კონფლიქტი არ მოჰყოლია, მანდატურები თავიანთ საქმეს აკეთებდნენ.
დავით ზურაბიშვილი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი:
- იმ მოსწავლის მშობელი რომ ვიყო, მივიდოდი და ცხვირით მოვახეხინებდი ტუალეტს იმ მანდატურებს და დირექტორსაც, რომელიც მათ ამართლებს, ზედ მივაყოლებდი. რას ჰქვია ახეხინეს, საბჭოთა არმიაა თუ სკოლა? საინტერესოა, რომელიმე მოსწავლემ თუ თქვა უარი ტუალეტის გახეხვაზე. თუ არავინ გამოხატა უკმაყოფილება, ძალიან ცუდია, - ამ ასაკში თავმოყვარეობის შელახვა ყველაზე დიდი ტრავმაა, მაგას სჯობს გცემონ ან გაგაგდონ სკოლიდან. თუმცა მე რა პრეტენზია მაქვს, როცა მშობლებს არ გაუპროტესტებიათ. ამ ხალხს საბჭოთა არმია და სტალინური წესრიგი ენატრება.
წყარო/Source:
http://www.ambebi.geაბა მეგობრებო, ერთხმად დავიწყოთ მანდატურების გამართლება... yes.gif
"მანდატურებს - რა?!"მოკლედ მაშინ იმ თემაში მსჯელობისას აუცილებელი იყო მანდატურების ისეთი მოქმედება. მაგ შემთხვევაში ბავშვი არანაირ ზიანს არ ღებულობს და რბილად რომ ვთქვათ ###ზე კიდია ტუალეტის გახეხვა
ამ თემაში კი ბოვშვი რომ გაიგებს თუ რა ### მამიკო ყავს თავს მოიკლავსო
მე უფრო მგონია რომ მოზარდისთვის ის უფრო ტრამვაა

პ.ს. მორალისტებო გადახედეთ თქვენს ფლოსტებს
This post has been edited by sandroia on 3 Apr 2011, 14:09