რა ჩივილი? რის ჩივილი?
http://www.ombudsman.ge/files/downloads/ge...jkdufgonjrj.pdfგამოძიება, მათ შორის, წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე
სამართლებრივი რეაგირება, პროკურატურის პრეროგატივას წარმოადგენს. სახალხო
დამცველის ფუნქცია ამ თვალსაზრისით ინფორმაციის მოპოვებით და მიწოდებით,
ასევე, საჭიროების შემთხვევაში, პროცესუალური ხასიათის რეკომენდაციების მიცემით
შემოიფარგლება. სახალხო დამცველი მოკლებულია საშუალებას, გავლენა მოახდინოს
ფაქტების კვალიფიცირებაზე და საქმის გამოძიების არსებით ასპექტებზე.
მიუხედავად ამისა, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ერთ–ერთი მთავარი პრობლემა, რაც
დაკავშირებულია არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებასთან, სწორედ მათი
არასწორი კვალიფიკაციაა – ხშირად გამოძიება იწყება არა წამების ან დამამცირებელი ან
არაადამიანური მოპყრობის მუხლით, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების
გადამეტების მუხლით, რაც სამოხელეო დანაშაულს წარმოადგენს და გაცილებით უფრო
მსუბუქ სანქციას ითვალისწინებს.
იქვე ცოტა ქვემოთ:
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია და სხვადასხვა მასალებისა და ცალკეული
ფაქტების ანალიზი ცხადყოფს, რომ პროკურატურა, ხშირ შემთხვევებში, ზერელედ
ეკიდება დაკავებული პირების წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის შემცველი
ქმედებების გამოძიების საკითხს და ამგვარი ქმედებების შემცველ სისხლის სამართლის
საქმეებს. როგორც უკვე აღინიშნა, ხშირ შემთხვევაში, ამგვარ ფაქტებს აკვალიფიცირებს
არა როგორც წამებისა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის
დანაშაულებრივ ქმედებებად, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად ან ცემად. ამგვარ საქმეებზე გამოძიება თითქმის ყოველთვის ატარებს
ფორმალურ ხასიათს და ხშირ შემთხვევებში მთავრდება საქმის შეწყვეტით, ან წლების
განმავლობაში გამოძიების გაჭიანურებით. ამგვარ საქმეებზე, რაც ყველაზე უფრო
საყურადღებოა, გამოძიება წყდება თავად სამართალდამცავი ორგანოების
თანამშრომლების ჩვენებებზე დაყრდნობით და ზოგიერთ შემთხვევაში,
დაზარალებული უარყოფს სახალხო დამცველისთვის მიცემულ ახსნა–განმარტებას და
ჩვენებას იძლევა სამართალდამცავთა სასარგებლოდ. ზოგ შემთხვევაში, სასამართლო–
სამედიცინო ექსპერტიზა ინიშნება ისეთ დროს, როცა დაზარალებულს აღარ აღენიშნება
დაზიანებები – მომხდარიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.
პ.ს. ევროსასამართლოს პრეცედენტების თანახმად, თუ პირი დაზიანდა პატიმრობის ან სხვა
ისეთ დროს, როდესაც იმყოფებოდა პოლიციის კონტროლის ქვეშ, ნებისმიერი ასეთი
დაზიანება წარმოშობს მტკიცე პრეზუმფციას, რომ პირი სასტიკ მოპყრობას დაექვემდებარა
სახელმწიფოს ვალდებულება ეკისრება, წარმოადგინოს დამაჯერებელი .
ახსნა-განმარტება, რამ გამოიწვია დაზიანებები. თუ სახელმწიფო ამის ახსნას ვერ
წარმოადგენს, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საკითხი აშკარად წამოიჭრება.
This post has been edited by kakala on 4 Apr 2011, 00:23