გრინვიჩ ვილიჯში პატარა მაგრამ ხმაურიან ბარში შევედი, ძირითადად ოცდახუთწლამდე ახალგაზრდებს მოეყარათ თავი. მე თავი ბებრად ვიგრძენი. ჯეიმსონს ვწრუპავდი , ვაკვირდებოდი ალკოჰოლისგან და ვნებისგან დარეტიანებულ გოგო-ბიჭებს. ჩემს გვერდით სკამზე ასე 37-38 წლის აი, სექს ენდ ზი სიტიში რომ მანჰეტენელი ქალებია ისეთი დეიდა იჯდა. ჩემს გემოვნებაში მაინცდამაინც არ ჯდებოდა , უბრალოდ თანამოსაუბრე დამჭირდა. მინდოდა ახალგაზრდობის ამბავი მომეყოლა, თავის გაგრძელებებით, თანაც ისე რომ ჩემი არც ვინაობა სცოდნოდა და არც არაფერი. შევნიშნე ისიც ვისკის სვამდა სოდით. მის მაგივრად ბარმენს მე შევუკვეთე, ჭიქა მივუჭახუნე და ეგრევე მივმართე, გნებავთ საინტერესო ისტორიას მოგიყვებით ჩემი პირადი ცხოვებიდან?

ცოტა გაიკვირვა, შეცბა მაგრამ ალბათ ისიც მოწყენილი იყო და მოწყალე ღიმილით დამიქნია ქერა თავი. მეც დავიწყე
დიდი ხნის წინ მე წხრამეტი წლის ვიყავი, ეს ჯერ კიდევ წინა საუკუნეში იყო

ოთხი მეგობარი დასასვენებლად ბულგარეთში წავედით, ოქროს ქვიშებზე. მაგარ დროს ვატარებდით. დღისით ზღვაზე და აუზებზე ვეყარეთ, ღამე დისკოტეკებზე დავდევდით გოგოებს. ერთ მშვენიერ აგვისტოს დღეს ჩვენი მეგობრის დაბადების დღე დადგა. აღსანიშავად დისკო-ბუნგალო "ჯამაიკაში წავედით" ბართან ვიჯექით, აი როგორც აქ და შამპანურით ვლოცავდით. უცებ დარბაზში სამი გოგო გამოჩნდა. ორი აშკარად არასრულწლოვანი იყო, მესამეს ბავშვური სახე და მოწიფული მოზარდის საოცრად პროპორციული აღნაგობა ჰქონდა. გრძელი წაბლისფერი თმა წელამდე სცემდა. ჯინსის შორტებიდან უსასრულოდ გრძელი და ლამაზი ფეხები იწყებოდა. მთავარი მაინც თვალები იყო, მშვიდ და ნაღვლიან მზერაში უდაოდ დიდი ვნება იმალებოდა. რას მიაშტერდი? გამკრა ხელი მეგობარმა, შეხედე ბიჭო რა ლამაზია, დარეტიანებულივით მივუგე. მერე რას ელოდები, ადექი და მიაჭერი, დაცინვით მითხრა იუბილარმა. მე გავბრაზდი, წამოვხტი და ეგრევე მივადექი სამეულს.რჩეულს ხელი გავუწოდე და ცოტა გაუბედავად ვუთხარი ჩემი სახელი. იმანაც გაუბედავად ჩამომართვა და ალა მქვიაო წაიჩურჩულასავით. მე ვუთხარი, რაღაც ძალიან ჰგავხარ ანგელოზს და ვერ შემოგბედავ არაყზე და ვისკიზე დაგპატიჟო, მოდი ფორთოხლის წვენი დავლიოთ მეთქი. გაიცინა და კი ბატონოო , მითხრა. ამდენი ფორთოხლის წვენი ჩემს ცხოვრებაში არ დამილევია. ვიცეკვეთ , წავჩურჩულე ძალიან მომეწონე მეთქო. იმან ვერ გაიგო, უკვე მუსიკა ხმაურობდა, დისკოტეკა იყო დაწყებული. გავუმეორე და კიდევ რომ ვერ გაიგო, მაიცა მეთქი, ვანიშნე. საღაცას ანტრესოლზე მოწყობილ დიჯეის კაბინაში ავძვერი. მიკრაფონი მაიტა მეთქი ვთხოვე. გუბაზა რომ ბღუჯავს მიკროფონს ისე ჩავბღუჯე და მთელს ხმაზე გამოვაცხადე- ალა, შენ ძალიან კარგი გოგო ხარ, ჯორჯს ძალიან მოეწონე მეთქი. ხალხმა ტაში დაუკრა. დაბლა რომ ჩამოვედი ჩემი ახალი ნაცნობი ყურებამდე გაწითლებული დამხვდა. მერე მითხრა, უნდა წავიდე, თორმეტი საათის შემდეგ რომ მივიდე სასტუმროში პრობლემები მექნებაო. თურმე მოსწავლე ყოფილა ტო, 14 წლის

მთელი სკოლა იყო ჩამოსული, რამოდენიმე კლასი. ხელმძღვანელები მკაცრად აკონტროლებდნენ. მე გამოვსლევდი, აშკარად 19-20 წლისას ჰგავდა. გამოვერკვიე და გაცილება შევთავაზე. შეყოყმანდა, მაგრამ უარი არ უთქვამს. ტაქსით მივაცილე და მეორე დღის ორ საათზე შეხვედრა დავუთქვი. უფრო სწორად შეხვედრა კი არა , მოგაკითხავ მეთქი დავპირდი. მთელი ღამე დარეტიანებულივით ვიყავი, გული ბაგაბუგობდა სულ. ერთი ნახვით შეყვვარებას ჰგავდა აშკარად. საგულდაგულოდ გამოვეწყვე დილას, მანქანა გამოვიყვანე გაქირავებიდან. ყვავილებიც ვიყიდე და ასე მივადექი ალას სასტუმროს. უკვე ჰოლში მელოდა. რომ დავინახე კიდევ უფრო ცუდად გავხდი. დღის შუქზე კიდევ უფრო ლამაზი იყო. პირველად დავფიქრდი ცხოვრებაში ცოლის მოყვანაზე.

ალა უკრაინის სამხრეთით მდებარე პროვინციული ქალაქიდან იყო, ხუთი დღე კიდევ იქნებოდა ვარნაში. მე ერთი კვირა კიდევ მქონდა დარჩენილი. ის დღეები სხვა გოგოებს საერთოდ არ ვუყურებდი ზედ. ალასთან ერთად დავქროდი აღმა-დაღმა, ყურებამდე შეყვარებული ვიყავი. თუმცა სექსზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო, ჰო, თოთხმეტის არ ყოფილა ჯერ, ცამეტის იყო

მისი წასვლის წინა დღეს თავი გავიგიჟიანე, პატარა კატერი დავიქირავე. ბლომად ფეიერვერკები ვიყიდე, მეგაფონიც დავითრიე და მთელი ღამე მისი სასტუმროს წინ დავცურავდი , ლექსებს ვკითხულობდი, ბოლოს მაშხალები ავაბრდღვიალე, ალა, მიყვარხარ მეთქი დავიღრიალე და ზღვაში ვისკუპე. კბილებში ვარდი მქონდა გარჭობილი

მის აივანზე (მესამე სართულზე) ავძვერი და ყვავილი მივართვი. პირველად გავიგე რას ნიშნავს ბედნიერი ადამიანი.
მეორე დღეს იყო ბევრი ცრემლი და წუხილი. საუკუნო სიყვარულის ფიცები და დაპირებები. ავტობუსით წავიდა მთელი ჯგუფი, მე თითქმის რუმინეთის საზღვრამდე მივაცილე მანქანით, სიგნალებით და გიჟობებით
სამ დღეში მეც ჩავედი თბილისში, ტელეფონს ვეცი და მარიუპოლში. დედინაცვალმა გამომკითხა დაწვრილებით ვინ ოხერი ვიყავი , რომ გაიგო ცხრამეტი წლის გრუზინი მუტრუკი ვიყავი მაინცდამაინც არ ეჭაშნიკა თუმცა ალას დამალაპარაკა და სატელეფონო რომანიც გაჩაღდა.
დღე არ გავიდოდა სამჯერ მაინც რომ არ გველაპარაკა. ის ფოსტიდან რეკავდა ხოლმე. მე სახლიდან. სად იყო ინტერნეტი, სკაიპი და კაი ცხოვრება
წერილებსაც კი ვუგზავნიდით ერთმანეთს. ატკრიტკებს და რამე
ოთხი თვის თავზე კი უცნაური რაღაც მოხდა. მამამისმა აიღო ყურმილი, მკვდარი და ცოცხალი მაგინა, სულ პედოფილი მეძახა და მითხრა აქ აღარ დარეკოო. მეთქი შენ რა გინდა კაცო, შენი სასიძო ვარ. გოგოს ვუყვარვარ მეთქი. აი თუ უყვარხარო და მოეთრიე აქო, დაუძახა. ალამ, ცრემლების ყლაპვით მითხრა, აღარ მინდა შენთან ურთიერთობა, აღარ დარეკოო. მე თითქოს კოსმოსიდან საღაც მაჩუ პიკჩუში ჩამოვვარდი. ყურმილი ერთ საათს მეკავა ხელში და ვღმუოდი.
* * *
აზრზე რომ მოვედი ისევ დავრეკე, მერეც ბევრჯერ ვცადე, ტელეფონთან არ მოდიოდ, ყურმილს ან მამა იღებდა ან დედინაცვალი და ეგრევე მიკიდებდნენ.
ერთ კვირაში გადავწყვიტე მარიუპოლში წავსულიყავი. ჩემი კაპიტალი გადავთვალე. სამოცდახუთი ლარი მქონდა. აშკარად არ მეყოფოდა. ფულის ჩალიჩი დავიწყე, ორ კვირაში ათას დოლარს მოვუყარე თავი . თვითმფრინავს კიევამდე სამასი დოლარი უნდოდა, მერე მატარებელი, სასტუმრო და რამე. ცოტა იყო. ამ ფულით ჯერ თურქეთში წავედი და ორი თვე ანტალიაში სასტუმროში შვეიცარად ვიმუშავე

სამი ათასი რომ შევაგროვე, მერე ავტობუსით ჯერ სტამბულში ჩავედი, იქ თვითმფრინავს მოვახტი და კიევში ჩავფრინდი. გამოვედი თუ არა აეროპორტიდან ეგრევე ვაგზალზე წავედი და პირველივე მატარებელს დავაჯექი.
მარიუპოლში დილის ექვს საათზე ჩავედი.
* * *
დაველოდე სანამ ყვავილების მაღაზია გაიღებოდა, უზარმაზარი თაიგული ვიყიდე და ტაქსის მძღოლს მისამართი ვუკარნახე. სანამ მივედით გული ჯიბეში მედო. ვალიდოლიც კი ჩავყლაპე.
სადარბაზოსთან მჯდარ დედაბრებს დიდის ამბით მივესალმე, იმათ ეჭვის თვალით შემომხედეს და ერთმანეთ რაღაც გადაუჩურჩულეს. ლიფტს არ დაველოდე, მეექვსე სართულზე სირბილით ავედი და ზარის ღილაკს გიჟივით დავაჭირე თითი.
კაციშვილი არ აღებდა. მერე ვაბრახუნე. მეზობელმა გამომხედა, ვიღაც თეთრ ტრუსიკიანმა კაცმა, მუცელს იფხანდა ბრეტელებიანი მაიკიკის ქვეშ. რა ჯანდაბა გინდაო, მე ვუთხარი ამ ბინაში მცხოვრებ კლიმენკოებთან ვარ მეთქი. მერე არ იცი რომ ეგენი ერთი თვეა რაც გადავიდნენო, დამიცაცხანა. როგორ თუ გადავიდნენ მეთქი ამოვღერღე. აი ეგრე, გაყიდეს ეგ ბინა და სხვა ქალაქში წავიდნენ საცხოვრებლადო. ვლადს დიდი ვალები დაედო, გაკოტრდა და აქედან აახვიაო. რომელ ქალაქში მეთქი, ამოვღერღე. იმან ცალი ხელით კეფა მოიფხანა , მეორეთი მუცელი და მგონი დნეპროპეტროვსკშიო.
This post has been edited by Unbesito on 20 Jun 2011, 08:44